ბრენდების ფესტივალი
20 Feb 2012 Leave a Comment
in ახალი ამბები
2012 წლის 27 აპრილს სასტუმრო ჰოლიდეი ინში ღონისძიება „ბრენდების ფესტივალი” გაიმართება.
ბრენდების ფესტივალის მიზანია ქართულ ბაზარზე მოღვაწე კომპანიების იმიჯისა და რეპუტაციის გამყარება და კომპანიაში მინდინარე სიახლეების მედიისთვის გაცნობა. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიის განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და ისაუბრებენ ორგანიზაციის მომავალ სიახლეებზე. თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს გამოეყოფა სპეციალური კუთხე და სასაუბრო დრო. ბრენდებს საშუალება ეძლევათ ორიგინალური ფორმით წარმოაჩინონ ორგანიზაცია, მისი პროდუქტები, დაამყაროთ ეფექტური ურთიერთობა მედიასა და მომხმარებლებთან.
ორგანიზატორის ელდარ პირმისაშვილის თქმით: “ბრენდების ფესტივალი საერთაშორისო ფესტივალია, რომელსაც საქართველოში პიარ სააგენტო „პერიტუს ფრუპი” ახორციელებს. ფესტივალი კომპანიების იმიჯის წარმოჩენაზეა ორიენტირებული”
საკონტაქტო ინფორმაცია: 558 44 55 66
ბრენდის მატრიცა
06 Feb 2012 Leave a Comment
in ახალი ამბები
„პერიტუს გრუპმა” შეიმუშავა ახალი ინოვაციური პაკეტი ქართული კომპანიებისათვის ბრენდის მატრიცა
ბრენდის მატრიცა წარმოადგენს კომპანიისათვის ახალი ინოვაციურ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მისიის, მიზნებისა და პროდუქტების ეფექტურად მიტანას მიზნობრივ ჯგუფებამდე და უზრუნველყოფს კომპანიის ეფექტურ და წარმატებულ საქმიანობას.
ბრენდ მატრიცის საიდუმლო მის 4 საფეხურშია რომელიც მოიცავს:
ბრენდის იდენტობის, იმიჯის, ნდობისა და რეზონანსის შექმნას.
ბრენდის მატრიცა გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს კომპანიისათვის სადაც წარმატება გარანტირებულია.
ბრენდ მატრიცის მომზადების დრო განისაზღვრება 20 დღით, რომელშიც შედის ბრენდის აუდიტი, ბრენდის ღირებულებების და პერსონიფიცირების კორექცია, ბრენდის სწორად პოზიციონირების სტრატეგიის შექმნა.
ბრენდ მატრიცის შემუშავება ხდება უახლესი და თანამედროვე ბრენდინგის მკვლევარების მიერ შემუშავებული კონცეფციების მიხედვით, რომელიც აქტუალური და წარმატებულია მთელს მსოფლიოში.
ისწავლე და დაისვენე !
31 Jan 2012 Leave a Comment
in ახალი ამბები
სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია “პერიტუს გრუპი” და “ელიტ ტური” გთავაზობთ 10 დღიან სერთიფიცირებულ სასწავლო დასასვენებელ ტურს ეგვიპტეში ქალაქ შარმ-ელ-შეიხში
ღირებულებაში შედის :
1.სერთიფიცირებული ტრენინგი – ინტეგრირებულ კომუნიკაციებში ( პიარი, მარკეტინგი, ივენთ მენეჯმენტი, რეკლამა, ბრენდინგი)
2.ავიაბილეთი (თბილისი -შარმ ელ შეიხი- თბილისი)
3.ტრანსფერი
4.სასტუმრო ( 4 * All inclusive)
5.სამოგზაურო დაზღვევა
ტრენინგი მოიცავს: ჰენდაუთებს, დისკზე ჩაწერილ პრეზენტაციებს, სახელმძღვანელოებს, ტესტებს, სავარჯიშო მასალებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, როლურ თამაშებსა და ვიდეო ჩვენებებს.
ტრენინგი ჩატარდება დღეში 3 საათი, კურსის დამთავრების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა სერთიფიკატი.
ტრენინგს ჩაატარებს საერთაშორისო დონის ქართველი ტრენერები.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატი
ღირებულება 790 ევრო.
ტრენინგის დრო 6 –16 აპრილი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 15 მარტი
რეგისტრაციისათვის და ინფორმაციისათვის დაუკავშირდით :
ტურისტულ კომპანია „ელიტ ტურს“
მისამართი: თბილისი , საბურთალოს ქ # 43
ტელ : 2 107 107; 2 477 444;
მობ: 599 76 12 12
ტრენინგ–კურსთან დაკავშირებით მიმართეთ პერიტუს გრუპს :
ტელ: 558 44 55 66
გაატარეთ დაუვიწყარი დრო წითელ ზღვაზე და მიიღეთ საერთაშორისო დონის სერთიფიკატი.
“პერიტუს გრუპი” გთავაზობთ სასერთიფიკატო პროგრამებს:
27 Jan 2012 Leave a Comment
in ახალი ამბები
- პიარი
- მარკეტინგი
- მენეჯმენტი
- ტურიზმისა და კულტურის მენეჯმენტი.
სასწავლო პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო ასოციაციების მასალებს და ბარსელონას საერთაშორისო სკოლების მიერ შემუშავებულ კურსს. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმით, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ადამიანებს დროისა და მატერიალური რესურსის დაზოგვის ხარჯზე განავითარონ პროფესიული და საქმიანი უნარ-ჩვევები.
ონლაინ კურსს უძღვებიან საერთაშორისო დონის პრაქტიკოსი ტრენერები.
ონლაინ კურსის მონაწილეებს ლექციების სრული ვერსიები თანმიმდევრულად მიეწოდებათ პერსონალურად, ელექტრონულ მისამართზე, ერთი თვის განმავლობაში. სასწავლო პროგრამის ბოლოს, ტესტირებამდე, ჩატარდება შემაჯამებელი ლექცია/ტრენინგი, რაც ითვალისწინებს მოწოდებული მასალების ანალიზსა და მიმოხილვას, კონსულტაციებს სასერთიფიკატო გამოცდებისთვის. საგამოცდო ტესტირების საფუძველზე გაიცემა ინგლისურენოვანი სერთიფიკატი და თემატური დანართი.
ონლაინ კურსის ღირებულებაა 95 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში .
ასევე გთავაზობთ ოთხკვირიანი ტრენინგს პიარ მენეჯმენტში კვირაში 3 შეხვედრა სამი საათი.
რეგისტრაციისთვის, შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ან CV გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: expresscourses.nss9@gmail.com და წერილის სათაურში “subject” მიუთითეთ კურსის დასახელება.
საკონტაქტო პირი:
პროექტის ავტორი/მენეჯერი: ჟუჟუ იოსელიანი
მის.: ქ. თბილისი, გამრეკელის 4 / საბურთალოს ქ. 32, აქსისის ბიზნეს ცენტრი
მობილური: 599 192113, 574 488887
ელფოსტა: nsshrm9@gmail.com
ვებ-გვერდი: http://nsspr.wordpress.com | http://www.peritus.ge
შენი ონლაინ რეპუტაცია
15 Jun 2011 Leave a Comment
in ახალი ამბები
ინტერნეტისა და სოციალური ქსელების პოპულარობის კვალდაკვალ“პერიტუს გრუპ„-მა დაიწყო ახალი პროექტის “შენი ონლაინ რეპუტაციის” განხორციელება, რომლის მიზანია კომპანიების რეპუტაციის შექმნა და განვითარება ონლაინ სივრცეში
| პაკეტი მოიცავს: | |
| კომპანიის შესახებ ახალი ამბების იდენთიფიცირება, მედია ანონსის და პრესრელიზის თვეში 2 ჯერ მომზადება | |
| მომზადებული ახალი ამბების სამ რეიტინგულ საინფორმაციო საშუალების ვებგვერდზე გარანტირებულ გავრცელება | |
| ვიკიპედიაში ორგანიზაციის და ხელმძღვანელი პირის გვერდის შექმნა | |
| გუგლის პროფილის შექმნა | |
| ფეისბუქის ფან გვერდის შექმნა და მართვა | |
| ბლოგის შექმნა და მართვა | |
| იუთუბისთვის მარტივი ვიდეოების შექმნა, განთავსება | |
| ფოტოსესია | |
| მიზნობრივ ფორუმებზე ინფორმაციის რეგულარული განთავსება | |
| ერთი ინტერენტ ბანერის დამზადება, რეიტინგულ და მიზნობრივ ვებგვერდზე განთავსება |
ანგარიში მედიას
13 Jun 2011 Leave a Comment
in ახალი ამბები
სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმაერთება ღონისძიება– ანგარიში მედიას.
მთელს მსოფლიოში მიღებულია ორგნიზაციების მხრიდან მედიისთვის ანგარიშის ჩაბარება, რომელიც გულისხმობს, როგორც განვლილი პროექტების და იდების წარდგენას ასევე სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას მედიის წინაშე.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მედის წარმომადგენლები ტელევიზიებიდან, რადიოდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან.
ღონისძიების შესახებ მომზადდება ინფორმაცია – მედია ანონსი, რომელიც განთავსდება საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდზე, ხოლო ღონისძიების დღეს მომზადდება მედია რელიზი ჟურნალისტებისათვის.
პროექტის ფარგლებში მომზადდება სპეციალური ბანერი, მოსაწვევი მონაწილე კომპანიების ლოგოებით, ფოტოგრაფი მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს გადაუღებს სამახსოვრო სურათებს ჟურნალისტებთან ერთად.
ჟურნალისტებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და მონაწილე კომპანიების ბეჭდური მასალები სტატიის ან სიუჟეტის ეფექტურად მომზადებისათვის.
ღონისძებისთვის გაკეთდება ბლოგი და
facebook –ის გვერდი ხოლო გადაღებული ვიდეოები განთავსდება youtube–ზე.
ღონისძიებას გააფორმებს ბენდი.
ინფორმაციისათვის მიმართეთ „პეიტუს გრუპის“ პროექტის მენეჯერ ნინო სარალიძეს 855 38 67 86, 858 44 5566 info@peritus.ge
კონკურსი PRოფესია
08 Jun 2011 Leave a Comment
in ახალი ამბები
2011 წლის 8 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა “პერიტუს გრუპი”-ს სტუდენტური კონკურსის “PRოფესია” დიპლომების გადაცემისა და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია.
კონკურსის მიზანი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება იყო აღნიშნულ სფეროში.
სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო: საქართველოს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის აკადემიური ცენტრის, ილიას უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
საკონკურსო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი ნანა მაჭარაძე
II ადგილი მაკა გველესიანი
III ადგილი ლაშა მირონიძე
IV ადგილი ნინო ფრანგიშვილი
ღონისძიებას დაესწრო უნივერსიტეტების დეკანები და მოწვეული ექსპერტები.
გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები და სერთიფიკატები. კომპანია ჯეოსელმა გამარჯვებულებს გადასცა 3 ცალი უსადენო ინტერენტ მოდემი ჯეოკონექტი, კომპანია ბილაინმა 3 ცალი მობილური ტელეფონი, სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრიმა გამარჯვებულებს გადასცა პიარის სამკვირიანი სერთიფიცირებული ტრენინგის, ვაუჩერი. კავკასიურმა სახლმა წიგნები ხოლო კომპანია პოპულმა სპეციალური ტკბილეულის კალათა გადასცა 4 გამარჯვებულს
“პერიტუს გრუპი”-ს სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია
01 Jun 2011 Leave a Comment
in ახალი ამბები
2011 წლის 8 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება “პერიტუს გრუპი”-ს სტუდენტური კონკურსის “PRოფესია” დიპლომების გადაცემისა და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია.
კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.
საკონკურსო დავალება მოიცავდა ქალაქების: თბილისის, ბათუმისა და სიღნაღის ბრენდინგის კონცეფციის მომზადებას.
სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო: საქართველოს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის აკადემიური ცენტრის, ილიას უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტების დეკანები და მოწვეული ექსპერტები: მარიკა დარჩია, რამაზ საყვარელიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელდარ პირმისაშვილი, ნათია კალაძე, ნინო პერტენავა და ნინო სანადირაძე.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადეცემათ პრიზები და სერთიფიკატები. კომპანია ჯეოსელმა დააწესა 3 ცალი უსადენო ინტერენტ მოდემი ჯეოკონექტი, კომპანია ბილაინმა დააწესა 3 მობილური ტელეფონი, სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი გამარჯვებულებს გადასცემს პიარის სამკვირიანი სერთიფიცირებული ტრენინგის, 245 დოლარის ღირებულების ვაუჩერს, ასევე კავკასიურმა სახლმა დააწესა საკუთარი გამოცემები გამარჯვებულებისათვის.
პერიტუსის სტუდენტური კონკურსი
26 May 2011 Leave a Comment
in ახალი ამბები
25 მაისს, 18:00 წუთზე დამთავრდა პერიტუსის სტუდენტური პროექტების მიღება. მადლობა კონკურსში მონაწილეობისათვის.
ივნისის 10 მდე დაგიკავშირდებით და გაცნობებთ როდის შედგება დიპლომების გადაცემის და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია.
ნაშრომები გადაეგზავნა ჟიურის წევრებს.
წარმატებას გისურვებთ.
ექსპერტები პერიტუსის სტუდენტური კონკურსის შესახებ ?
02 May 2011 Leave a Comment
in ახალი ამბები
რატომ არის მნიშვნელოვანი სტუდენტური კონკურსი ?
მარიკა დარჩია – ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობებში, მედია სახლ “პალიტრას” კრეატიული დირექტორი.
სტუდენტური კონკურსები ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს გარკვეული სტიმულია მომავალი საქმიანობისათვის და აგრეთვე, ძალიან კარგი ფორმაა საკუთარი ძალების გამოსაცდელად.
ამ ტიპის კონკურსებში არა მარტო გამარჯვებაა მნიშვნელოვანი, არამედ მონაწილეობაც საკმაოდ ფასეულია, რადგან მომავალი CV-სათვისაც ეს ყოველთვის კარგ მახასიათებლად ითვლება.
კონკურსი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ახალი იდეების გენერაციას მისცენ დასაბამი, მიეჩვიონ გარკვეული მოთხოვნებისა და დროის ფარგლებში აზროვნებასა და პროექტის წერას, თუ წარდგინებას, რაც მნიშვნელოვანია მათი მომავალი კარიერისათვის.
ბერდია ნაცვლიშვილი - ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობებში, „ფაბლისითი ჯგუფის“ დამფუძნებელი/პიარ კონსულტანტი
სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უდრის ახალ შესაძლებლობებს, ახალ მეგობრებს, პიარ პროფესიონალებთან პირდაპირ კავშირს და აზრთა გაცვლა-გამოცვლას, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას და თქვენი სახელის, როგორც მომავალი პიარ პროფესიონალის ცნობადობის დამკვიდრებას.
ნათია კალაძე - მედია ექსპერტი, საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი.
პერიტუსი, როგორც ყოველთვის ინოვაციური პროექტებით გამოირჩევა. სტუდენტური კონკურსი საზოგადოებასთან ურთიერთობებში კომპანიის მიერ სიახლეებისკენ სწრაფვის შედეგია. კონკურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებას და ამავდროულად, მონაწილეებს მისცემს პროფესიული ზრდისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას.













