Home » Services

Services

services:

Peritus Group  is Effective Strategic  (PR) Communications Agency in Tbilisi, Georgia

PR/Marketing/Brading/Events/Media

ბრენდინგი

ბრენდ აუდიტი
თქვენი მომსახურებისა და პროდუქციის შედარებას თქვენი კონკურენტების მომსახურებასთან. ჩვენ გავაანალიზებთ თქვენი ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული პროდუქციის ხარისხს, ფასს, მრავალფეროვნებასა და სხვა ასპექტებს და გამოვავლენთ თქვენს უპირატესობებს კონკურენტებთან მიმართებაში.
ბრენდის გეგმა
ბრენდის არსის განსაზღვრა, განმასხვავებელი ნიშნებისა და კონკურენტული უპირატესობების დადგენა,ბრენდის პოზიციონირება, ბრენდის პერსონიფიკაცია და ბრენდთან ურთიერთობის რაციონალური და ემოციუნალური მოტივების განსაზღვრა სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა, როგორც დემოგრაფიული, ისე ფსიქოგრაფიული თვალსაზრისით
ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგია
თქვენი ბრენდის, მასში ჩადებული არსის და შინაარსის კომუნიკაციაა. ჩვენ დაგეხმარებით ზუსტად განსაზღვროთ სად, როგორ, რა ფორმით და რა დროს მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მომხმარებელს თქვენი ბრენდის შესახებ.
ბრენდ-ბუქი
ბრენდბუქი თქვენი ბრენდის იდენტურობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებაა, მისი საშუალებით თქვენ ერთ სტილსა და  იერსახეს ინარჩუნებთ და უფრო ცნობადი და  ადვილად ამოსაცნობი ხდებით.(პრომო  და კორპორატიული მასალები)
რებრედინგის კონცეფცია
თუ თქვენს ბრენდს იმიჯის განახლება ესაჭიროება, ჩვენ შევისწავლით არსებულ მიზეზებს და შეგირჩევთ მომხმარებლის წინაშე ახლებურად წარდგენის გზებს
ბრენდის გავრცობის გეგმა
თუ თქვენ ახალი პროდუქტის შექმნა გადაწვიტეთ თქვენი უკვე არსებული ბრენდის ფარგლებში, ჩვენ დაგიგეგმავთ თქვენი ბრენდის გავრცობის, საზოგადოებისათვის გაცნობის სტრატეგიას, ისე, რომ მათი მიღება მაქსიმალურად მარტივი იყოს თქვენი სეგმენტისათვის.

პიარი

პიარ პრობლემების იდენტიფიცირება
ნებისმიერ ორგანიზაციას შესაძლოა ჰქონდეს პრობლემები მომხმარებელთან ურთიერთობაში, ან, უბრალოდ, არასწორად აწარმოებდეს კომუნიკაციას. ჩვენი მომსახურება გთავაზობთ მსგავსი პრობლემების დადგენასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ურთიერთობის დამყარებას.
SWOT
ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებისათვის აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრა. SWOT ანალიზის საშუალებით ჩვენ დაგიდგენთ თქვენი კომპანიის სუსტსა და ძლიერ მხარეებს, ასევე განგისაზღვრავთ სავარაუდო საფრთხეებსა და წინსვლის შესაძლებლობებს.
PEST
PEST ანალიზი ფართოდ გამოიყენება სტრატეგიულ მენეჯმენტში და გულისხმობს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური გარემოს შესწავლას. ჩვენ განგისაზღვრავთ არსებულ გარემოს, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისათვის.
SOSTAC
Sostac პიარ დაგეგმარების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
– სიტუაციური ანალიზი (რას მივაღწიეთ?)
– ამოცანების დადგენა (რას გვინდა, მივაღწიოთ?)
– სტრატეგიის შემუშავება (როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს?)
– ტაქტიკების გაწერა (გავწეროთ სტრატეგია დეტალებში)
– კონკრეტული ქმედებები (განვახორციელოთ ჩვენი სტრატეგია)
– კონტროლი და შეფასება (გავზომოთ მიღწეული შედეგების ეფექტიანობა)

პიარ საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
დღესდღეობით სწორად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული პიარ სტრატეგია ორგანიზაციის საქმიანობის წარმატებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარია. პიარ სტრატეგია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების დადგენა
– სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
– ძირითადი საკომუნიკაციო გზავნილის (მესიჯის) შემუშავება
– სამიზნე სეგმენტთან საკომუნიკაციო არხების შერჩევა
სასპონსორო შეთავაზებების მომზადება
ნებისმიერ ორგანიზაციას განვითარების გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვა. ჩვენი მომსახურება დაგეხმარებათ ეფექტიანი სასპონსორო შეთავაზების მომზადებაში
კრიზისული გეგმა
პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გარემოებებმა დაგვანახა გარკვეული კრიზისისათვის მზადყოფნის საჭიროება. ჩვენ დაგეხმარებით მოსალოდნელი კრიზისის დადგენასა და მისი გადაჭრის გზების შემუშავებაში

მარკეტინგი

მარკეტინგული აუდიტი
მარკეტინგული აუდიტი გულისხმობს ორგანიზაციის მარკეტინგული სტრატეგიის, დასახული ამოცანებისა და მიღწეული შედეგების გაანალიზებას. ჩვენი სახით თქვენ მოგემსახურებათ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შაფასებს თქვენს მარკეტინგულ აქტივობას და დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.
ბაზრის ანალიზი
პერიტუსი დეტალურად შეისწავლის იმ საბაზრო ტენდენციებსა და მდგომარეობას, სადაც თქვენ მოღვაწეობთ ან აპირებთ დამკვიდრებას. ბაზრის ანალიზი მოიცავს კონკურენტების, ბაზრის მომგებიანობის, სადისტრიბუციო არხებისა და სხვა ძირითადიო ფაქტორების კვლევას.
სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა
წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციისათვის მეტად  მნიშვნელოვანია სამიზნე სეგმენტის ანუ  კონკრეტული მომხმარებლის  განსაზღვრა.  ჩვენ მოვახდენთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების სამიზნე სეგმენტის იდენტიფიცირებას, რაც დაგეხმარებათ, მიზანმიმართულად წარმართოთ კომუნიკაცია.
ახალი პროდუქტის გეგმა
ახალი  პროდუქტის წარმატებული შესვლისა და დამკვიდრებისათვის ბაზარზე აუცილებელია არაერთი ფაქტორის გათვალისწინება. ესენია: კონკურენტების ანალიზი, სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა, ბაზრის შესწავლა და სხვა. ჩვენი გუნდი შეგიდგენთ ახალი პროდუქტისთვის ბაზარზე ეფექტურად შესვლის გეგმას
პროდუქტის განვითარების გეგმა
ყოველ პროდუქტს გააჩნია ე.წ. “სასიცოცხლო ციკლი”. იმის მიხედვით, თუ განვითარების რომელ ეტაპზეა თქვენი პროდუქტი, ჩვენ შევიმუშავებთ მისი შემდგომი განვითარების სტრატეგიას, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით
ინტეგრირებული მარკეტინგული გეგმა
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმა ითვალისწინებს მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა ასპექტის განსაზღვრას: ბაზრის ანალიზი, გაყიდვების წახალისება, 4P და სხვა. პერიტუსი შეგიდგენთ მარკეტინგულ გეგმას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება თქვენი მოკლე და გრძელვადიანი აქტივობა.
სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა—სარეკლამო საშუალებების შერჩევა
განსაზღვრავს თქვენი სამიზნე სეგმენტის დემოგრაფიულ მახასიათებლებს, ცხოვრების სტილსა და სოციალურ სტატუსს, გირჩევთ სად, როდის და რა ფორმით იქნება თქვენთვის მომგებიანი სამიზნე სეგმენტთან კომუნიკაცია.
რეკლამის მთავარი შეტყობინების\მესიჯის განსაზღვრა;
თქვენი პროდუქტის მახასიათებლებსა და უპირატესობებზე დაყრდნობით  პერიტუსი შეიმუშავებს  თქვენს სეგმენტზე მორგებული და მიზანმიმართული გზავნილების (მესიჯების) რამდენიმე ვერსიას

ღონისძიებების მენეჯმენტი

ღონისძიებების გეგმა
ღონისძიების გეგმა დაგეხმარებათ დეტალურად განსაზღვროთ სად, როდის და როგორ გამართოთ ღონისძიება. ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენი ღონისძიება მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
კამპანიის, აქციის სცენარის შემუშავება
რამდენიმე ღონისძიებისგან შემდგარი კამპანიის დაგეგმვას უამრავი დეტალის გათვალისწინება სჭირდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სცენარის წინასწარ მომზადება. ჩვენ შევქმნით თითოეული ღონისძიების კონცეფციას, განვსაზღვრავთ ადგილს, დროსა და ბიუჯეტს.
პრომო აქციის გეგმის შემუშავება
რიგ შემთხვევებში, სასურველი შედეგის მისაღწევად საკმარისია მხოლოდ ერთი აქციის დაგეგმვა. ჩვენ ჩამოგიყალიბებთ კრეატიულ იდეას, განვსაზღვრავთ ადგილს, დროსა და  ბიუჯეტს.

მედია

მედია ანონსი
თუ თქვენი ორგანიზაცია აპირებს რაიმე სიახლის შეთავაზებას მომხმარებლისათვის, წინასწარ აცნობეთ ამის შესახებ მედიას. ჩვენ მოგიმზადებთ ეფექტურ  მედია ანონსს, რომელიც მაქსიმალურად დააინტერესებს მედიას, გააშუქოს ახალი მოვლენა.
ნიუს რელიზი
სწორად შედგენილი, ამომწურავი ინფორმაციით დატვირთული  პრესრელიზი ზრდის გარანტიას, რომ ინფორმაცია გაშუქდება ორგანიზაციის ინტერესების შესაბამისად. ჩვენ შეგიდგენთ ეფექტურ პრესრელიზს, რომელიც თქვენი ორგანიზაციის მისამართით მოიზიდავს მედიის წარმომადგენელთა ყურადღებას.
ელექტრონული მედია პაკეტი
მედია კიტი თქვენს ღონისძიებაზე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს აწვდის დამატებით ინფორმაციას თქვენი ორგანიზაციისა და მომსახურების შესახებ. მედია კიტი შეიძლება შეიცავდეს : ფოტო და ვიდეო მასალას, მოვლენის მონაწილეების ბიოგრაფიას, ინფორმაციას ორგანიზაციის მოღვაწეობის შესახებ, მცირე სუვენირს და ა.შ. ჩვენ შეგიდგენთ ეფექტურ მედია კიტს
ბექგრაუნდერი
ახალი მოვლენის გაშუქებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიის, მისი მოპმსახურებისა და მისი დამფუძნებლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მედიისათვის. ჩვენ შეგირჩევთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სამიზნე სეგმენტის ნდობის მოპოვებაში
მედია გეგმა
მედია გეგმის სწორად შესადგენად აუცილებელია მედია არხებისა და მათი პროგრამების, რეიტინგის, თითოეული გადაცემისა თუ რუბრიკის სამიზნე სეგმენტისა და ტარიფების ცოდნა. ჩვენ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგიდგენთ ეფექტურ მედია გეგმას და შემოგთავაზებთ დაგეგმარების რამდენიმე ვარიანტს.
მედიის წინაშე გამოსვლის სიტყვის მომზადება
მედიის წინაშე წარდგენისას ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაჭიროება წინასწარ მომზადებული, განსაზღვრული ტექსტი. ჩვენ განვსაზღვრავთ და მოვამზადებთ ტექსტს გამოსვლისათვის, აუდიტორიის ვინაობისა და რაოდეენობის, გამოსვლის მიზნის, ადგილმდებარეობის, მედია საშუალებებისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით.
ინტერნეტ მონიტორინგი
ინტერნეტ მონიტორინგი ნებისნმიერ ორგანიზაციას დაეხმარება გაიგოს საკუთარი და კონკურენტი ორგანიზაციების შესახებ საჭირო  ინფორმაცია. ჩვენ მოვიპოვებთ და გავაანალიზებთ ინტერნეტ სივრცეში არსებულ მონაცემებს თქვენი და თქვენი კონკურენტი კომპანიების შესახებ
ნიუსლეთერები
ნებისმიერი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სეგმენტი არის თავად ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც სისტემატურად უნდა იღებდნენ ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ. ჩვენი სერვისი დაგეხმარებათ გამონახოთ  თქვენს თანამშრომლებთან შესაბამისი მიმართვის ფორმა ნიუსლეთერების სახით.
სტატია—რეკლამის გაზეთებში განთავსების მონახაზი
სასურველი შედეგის მისაღებად, სტატიისა და რეკლამის განთავსებისას, აუცილებელია მედია არხის, პრესის სივრცის, სტატიისა თუ რეკლამის სტილის სწორად განსაზღვრა. ჩვენ შეგირჩევთ ბეჭდვით მედიაში სტატიისა და რეკლამის ეფექტურად განთავსების გზებს.
ღონისძიებების წლიური ანგარიში
წლიური ანგარიში აღწერს თქვენი ორგანიზაციის საქმიანობას წლის განმავლობაში: რა დაისახეთ მიზნად და როგორ განახორციელეთ, რა შედეგები მიიღეთ და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ. წლიური ანგარიში მომხმარებელსა და თანამშრომლებთან ერთ-ერთი ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებაა.
ტექსტები საიტისათვის
თქვენი ვებ გვერდი წარმოადგენს თქვენი ორგანიზაციის სახეს. ინფორმაცია, რომელსაც იგი შეიცავს, უნდა იყოს მრავლისმომცველი და დეტალური. ჩვენი მომსახურება მიზნად ისახავს თქვენი ვებ გვერდისათვის ეფექტური ტექსტური მასალის შემუშავებასა და გაწერას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s