კონკურსი PRოფესია 2012

ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია „პერიტუს გრუპი“ გთავაზობთ სტუდენტურ კონკურსს „შენი PR ოფესია“.

კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ–ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.

დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ აქტუალურია  სოციალური მედიისა და ახალი ტექნოლოგიების თემა. ერთი ჩვეულებრივი დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც საზოგადოება უამრავ მარკეტინგულ შეტყობინებას აწყდება, კონკურენციის მთავარი ობიექტი ხალხის ყურადღების მიქცევაა.  აქედან გამომდინარე, საკონკურსო თემად ონლაინ კამპანიის დაგეგმარება შეირჩა.  ონლაინ კამპანია ხომ საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტია ყურადღების მიქცევისათვის.

საკონკურსო დავალება:

სტუდენტი ირჩევს კომპანია „ტენტორიუმ“-ს და წერს ონლაინ კამპანიის გეგმას. ტენტორიუმის შესახებ ინფორმაცია იხილეთ tentorium.ge

კამპანიის მიზნებია:

  • ცნობადობის გაზრდა
  • სამიზნე აუდიტორიისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • ბაზარზე მყარი ინფორმაციული ნიშის დამყარება

მიზნებიდან გამომდინარე ონლაინ კამპანიის გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

  • კომპანიის არჩევის დასაბუთება (მცირე კვლევა/ინფორმაცია რაც დაგეხმარებათ კამპანიის შექმნაში)
  • პრობლემა – რა პრობლემების არსებობს იდენტურობის ან პოზიციონირების მხრივ
  • პროექტის აღწერა და მიზნები
  • აუდიტორიის იდენტიფიკაცია და მესიჯები – ვინ იქნება სამიზნე აუდიტორია და განსაზღვრეთ და ჩამოაყალიბეთ მათზე მორგებული მესიჯები
  • ტაქტიკა – განსაზღვრეთ კამპანიის პერიოდში განსახორციელებელი აქტივობები
  • კამპანიის ვადები და შესაბამისი ბიუჯეტი
  • მოსალოდნელი შედეგები

კამპანიის პირობითი ბიუჯეტი შეადგენს 15000 ლარს.

კონკურსანტები სარეიტინგო ქულებით შეფასდებიან. გამარჯვებულ სტუდენტებს, გამოგზავნილი გეგმების საფუძველზე, კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. პროექტები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდება:

  • კრეატიულობა
  • ბიუჯეტის სწორი გადანაწილება
  • თანმიმდევრულობა
  • ლოგიკურობა
  • ინოვაციურობა
  • სტრატეგიული ხედვა

ნაშრომი უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:

  • ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ (პირველი გვერდი დაუთმეთ შემდეგ ინფორმაციას: გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი სახლის, მობილური, ქალაქი, ელ.ფოსტა, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, სპეციალობა, სამსახური)
  • ნაშრომი უნდა იყოს წარმოდგენილი: არაუმეტეს 6 თაბახის ფურცელი, ა4 ფორმატი 12 შრიფტი,  PDF ფორმატი, გამოაგზავნეთ ფაილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@peritus.ge, რეგისტრირებულად ჩაითვლება ის პროექტი, რომელშიც დაცული იქნება ყველა მოთხოვნა და შესაბამისად მიიღებს დადებით დასტურს ელ ფოსტაზე.
  • ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 ივნისი.

გამარჯვებულ 20 სტუდენტს საშუალება ექნებათ მოამზადონ პრეზენტაციები და თავად წარადგინონ პროექტები ექსპერტებთან.  საავტორო უფლებები იქნება დაცული და   არ მოხდება ნამუშევრების თვითნებურად გამოყენება.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ პრიზები და სერთიფიკატები.

ინფორმაციისათვის მიმართეთ „პერიტუს გრუპის“ პროექტის მენეჯერ ნინო სარალიძეს.

555 38 67 86, info@peritus.ge

ბათუმის კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს ტრენინგი ჩაუტარდა

  პერიტუს გრუპის პიარ ექსპერტმა ელდარ პირმისაშვილმა, 29–31  მარტს,  საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე “პიარ კომუნიკაციები”, ტრენინგის მიზანი ფესტივალის პიარ კამპანიების ორგანიზების დაგეგმვა და განხორციელების უნარების გაძლიერება იყო. კომპანია პერიტუსი ფესტივალის პოპულარიზაციისთვის პიარ საკომუნიკაციო გეგმას შეიმუშავებს, რომელიც დაეხმარება ორგანიზატორებს სამიზნე ჯგუფებთან ეფექტურ მუშაობასა და ეფექტური კომუნიკაციის განხორციელებაში.

ბრენდების ფესტივალი

2012 წლის 27 აპრილს სასტუმრო ჰოლიდეი ინში  ღონისძიება „ბრენდების ფესტივალი” გაიმართება.

ბრენდების ფესტივალის მიზანია ქართულ ბაზარზე მოღვაწე კომპანიების იმიჯისა და რეპუტაციის გამყარება და კომპანიაში მინდინარე სიახლეების მედიისთვის გაცნობა.  ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც  წარმოადგენენ კომპანიის განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და ისაუბრებენ ორგანიზაციის მომავალ სიახლეებზე. თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს გამოეყოფა სპეციალური კუთხე და სასაუბრო დრო. ბრენდებს საშუალება ეძლევათ ორიგინალური ფორმით წარმოაჩინონ ორგანიზაცია, მისი პროდუქტები, დაამყაროთ ეფექტური ურთიერთობა მედიასა და მომხმარებლებთან.

ორგანიზატორის ელდარ პირმისაშვილის თქმით: “ბრენდების ფესტივალი საერთაშორისო  ფესტივალია, რომელსაც საქართველოში  პიარ სააგენტო „პერიტუს გრუპი” ახორციელებს. ფესტივალი კომპანიების იმიჯის წარმოჩენაზეა ორიენტირებული”

საკონტაქტო ინფორმაცია: 558 44 55 66

ბრენდის მატრიცა

„პერიტუს გრუპმა”  შეიმუშავა ახალი ინოვაციური პაკეტი ქართული კომპანიებისათვის ბრენდის მატრიცა

ბრენდის მატრიცა წარმოადგენს კომპანიისათვის ახალი ინოვაციურ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მისიის, მიზნებისა და პროდუქტების ეფექტურად მიტანას მიზნობრივ ჯგუფებამდე და უზრუნველყოფს კომპანიის ეფექტურ და წარმატებულ საქმიანობას.

ბრენდ მატრიცის საიდუმლო მის  4 საფეხურშია რომელიც მოიცავს:

ბრენდის იდენტობის, იმიჯის, ნდობისა და რეზონანსის შექმნას.

ბრენდის მატრიცა გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს კომპანიისათვის სადაც წარმატება გარანტირებულია.

ბრენდ მატრიცის მომზადების დრო განისაზღვრება 20 დღით, რომელშიც შედის ბრენდის აუდიტი, ბრენდის ღირებულებების და პერსონიფიცირების კორექცია, ბრენდის სწორად პოზიციონირების სტრატეგიის შექმნა.

ბრენდ მატრიცის შემუშავება ხდება უახლესი და თანამედროვე ბრენდინგის მკვლევარების მიერ შემუშავებული კონცეფციების მიხედვით,  რომელიც აქტუალური და წარმატებულია მთელს მსოფლიოში.

ისწავლე და დაისვენე !

სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია “პერიტუს გრუპი” და “ელიტ ტური” გთავაზობთ 10 დღიან სერთიფიცირებულ სასწავლო დასასვენებელ ტურს ეგვიპტეში ქალაქ შარმ-ელ-შეიხში
ღირებულებაში შედის :
1.სერთიფიცირებული ტრენინგი – ინტეგრირებულ კომუნიკაციებში ( პიარი, მარკეტინგი, ივენთ მენეჯმენტი, რეკლამა, ბრენდინგი)
2.ავიაბილეთი (თბილისი -შარმ ელ შეიხი- თბილისი)
3.ტრანსფერი
4.სასტუმრო ( 4 * All inclusive)
5.სამოგზაურო დაზღვევა

ტრენინგი მოიცავს: ჰენდაუთებს, დისკზე ჩაწერილ პრეზენტაციებს, სახელმძღვანელოებს, ტესტებს, სავარჯიშო მასალებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, როლურ თამაშებსა და ვიდეო ჩვენებებს.

ტრენინგი ჩატარდება დღეში 3 საათი, კურსის დამთავრების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა სერთიფიკატი.

ტრენინგს ჩაატარებს საერთაშორისო დონის ქართველი ტრენერები.

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატი

ღირებულება 790 ევრო.
ტრენინგის დრო 6 –16 აპრილი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 15 მარტი

რეგისტრაციისათვის და ინფორმაციისათვის დაუკავშირდით :
ტურისტულ კომპანია „ელიტ ტურს“

მისამართი: თბილისი , საბურთალოს ქ # 43
ტელ : 2 107 107; 2 477 444;
მობ: 599 76 12 12

ტრენინგ–კურსთან დაკავშირებით მიმართეთ პერიტუს გრუპს :
ტელ: 558 44 55 66

გაატარეთ დაუვიწყარი დრო წითელ ზღვაზე და მიიღეთ საერთაშორისო დონის სერთიფიკატი.

“პერიტუს გრუპი” გთავაზობთ სასერთიფიკატო პროგრამებს:

  • პიარი
  • მარკეტინგი
  • მენეჯმენტი
  • ტურიზმისა და კულტურის მენეჯმენტი.

სასწავლო პროგრამა ეფუძნება  საერთაშორისო ასოციაციების მასალებს და ბარსელონას საერთაშორისო სკოლების მიერ შემუშავებულ კურსს. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმით, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ადამიანებს დროისა და მატერიალური რესურსის დაზოგვის ხარჯზე განავითარონ პროფესიული და საქმიანი უნარ-ჩვევები.

ონლაინ კურსს უძღვებიან საერთაშორისო დონის პრაქტიკოსი ტრენერები.

ონლაინ კურსის მონაწილეებს ლექციების სრული ვერსიები თანმიმდევრულად  მიეწოდებათ პერსონალურად, ელექტრონულ მისამართზე, ერთი თვის განმავლობაში. სასწავლო პროგრამის ბოლოს, ტესტირებამდე, ჩატარდება შემაჯამებელი ლექცია/ტრენინგი, რაც ითვალისწინებს მოწოდებული მასალების ანალიზსა და მიმოხილვას, კონსულტაციებს სასერთიფიკატო გამოცდებისთვის. საგამოცდო ტესტირების საფუძველზე გაიცემა ინგლისურენოვანი სერთიფიკატი და თემატური დანართი.

ონლაინ კურსის ღირებულებაა 95 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში .

ასევე გთავაზობთ  ოთხკვირიანი ტრენინგს პიარ მენეჯმენტში კვირაში 3 შეხვედრა სამი საათი.

რეგისტრაციისთვის, შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ან CV გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: expresscourses.nss9@gmail.com და წერილის სათაურში “subject” მიუთითეთ კურსის დასახელება.

საკონტაქტო პირი:
პროექტის ავტორი/მენეჯერი: ჟუჟუ იოსელიანი
მის.: ქ. თბილისი, გამრეკელის 4 / საბურთალოს ქ. 32, აქსისის ბიზნეს ცენტრი
მობილური: 599 192113, 574 488887
ელფოსტა:
nsshrm9@gmail.com
ვებ-გვერდი: http://nsspr.wordpress.com | http://www.peritus.ge

შენი ონლაინ რეპუტაცია

ინტერნეტისა და სოციალური ქსელების პოპულარობის კვალდაკვალ“პერიტუს გრუპ„-მა დაიწყო ახალი პროექტის შენი ონლაინ რეპუტაციის” განხორციელება, რომლის მიზანია კომპანიების რეპუტაციის შექმნა და განვითარება ონლაინ სივრცეში

პაკეტი მოიცავს:
კომპანიის შესახებ ახალი ამბების იდენთიფიცირება, მედია ანონსის და  პრესრელიზის თვეში 2 ჯერ მომზადება
მომზადებული ახალი ამბების სამ რეიტინგულ საინფორმაციო საშუალების ვებგვერდზე გარანტირებულ გავრცელება
ვიკიპედიაში ორგანიზაციის და ხელმძღვანელი პირის გვერდის შექმნა
  გუგლის პროფილის შექმნა
ფეისბუქის ფან გვერდის შექმნა და მართვა
ბლოგის შექმნა და მართვა
იუთუბისთვის მარტივი ვიდეოების შექმნა, განთავსება
ფოტოსესია
მიზნობრივ ფორუმებზე ინფორმაციის რეგულარული განთავსება
ერთი ინტერენტ ბანერის დამზადება, რეიტინგულ და მიზნობრივ ვებგვერდზე განთავსება

ანგარიში მედიას

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში  გაიმაერთება ღონისძიება ანგარიში მედიას.

მთელს მსოფლიოში მიღებულია ორგნიზაციების მხრიდან მედიისთვის ანგარიშის ჩაბარება, რომელიც გულისხმობს, როგორც განვლილი პროექტების და იდების წარდგენას ასევე სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას მედიის წინაშე.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მედის წარმომადგენლები ტელევიზიებიდან, რადიოდან, საინფორმაციო სააგენტოებიდან, გაზეთებიდან  და ჟურნალებიდან.

ღონისძიების შესახებ მომზადდება ინფორმაცია – მედია ანონსი, რომელიც განთავსდება საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდზე, ხოლო ღონისძიების დღეს მომზადდება მედია რელიზი ჟურნალისტებისათვის.

პროექტის ფარგლებში მომზადდება სპეციალური ბანერი, მოსაწვევი მონაწილე კომპანიების ლოგოებით,  ფოტოგრაფი მონაწილე კომპანიების  წარმომადგენლებს გადაუღებს სამახსოვრო სურათებს ჟურნალისტებთან ერთად.

ჟურნალისტებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და მონაწილე კომპანიების ბეჭდური მასალები სტატიის ან სიუჟეტის ეფექტურად მომზადებისათვის.

ღონისძებისთვის გაკეთდება ბლოგი და

facebook –ის გვერდი ხოლო გადაღებული ვიდეოები განთავსდება youtube–ზე.

ღონისძიებას გააფორმებს ბენდი.

ინფორმაციისათვის მიმართეთ „პეიტუს გრუპის“ პროექტის მენეჯერ  ნინო სარალიძეს 855 38 67 86, 858 44 5566 info@peritus.ge

კონკურსი PRოფესია

2011 წლის 8 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა “პერიტუს გრუპი”-ს სტუდენტური კონკურსის  “PRოფესია” დიპლომების გადაცემისა და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია.

კონკურსის მიზანი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება იყო  აღნიშნულ სფეროში.

სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო: საქართველოს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის აკადემიური ცენტრის, ილიას უნივერსიტეტისა  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

საკონკურსო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I  ადგილი  ნანა მაჭარაძე

II ადგილი მაკა გველესიანი

III ადგილი ლაშა მირონიძე

IV ადგილი ნინო ფრანგიშვილი

ღონისძიებას დაესწრო უნივერსიტეტების დეკანები და მოწვეული ექსპერტები.

გამარჯვებულებს  გადაეცათ პრიზები და სერთიფიკატები. კომპანია ჯეოსელმა გამარჯვებულებს გადასცა 3 ცალი უსადენო ინტერენტ მოდემი ჯეოკონექტი, კომპანია ბილაინმა  3 ცალი  მობილური ტელეფონი, სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრიმა გამარჯვებულებს გადასცა პიარის სამკვირიანი სერთიფიცირებული ტრენინგის,  ვაუჩერი. კავკასიურმა სახლმა წიგნები ხოლო  კომპანია პოპულმა სპეციალური ტკბილეულის კალათა გადასცა 4 გამარჯვებულს

“პერიტუს გრუპი”-ს სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია

2011 წლის 8 ივნისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება “პერიტუს გრუპი”-ს სტუდენტური კონკურსის  “PRოფესია” დიპლომების გადაცემისა და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია.

კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.

საკონკურსო დავალება მოიცავდა ქალაქების:  თბილისის, ბათუმისა და სიღნაღის ბრენდინგის კონცეფციის მომზადებას.

სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო: საქართველოს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის აკადემიური ცენტრის, ილიას უნივერსიტეტისა  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტების დეკანები და მოწვეული ექსპერტები: მარიკა დარჩია, რამაზ საყვარელიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელდარ პირმისაშვილი, ნათია კალაძე, ნინო პერტენავა  და ნინო სანადირაძე.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადეცემათ პრიზები და სერთიფიკატები. კომპანია ჯეოსელმა დააწესა 3 ცალი უსადენო ინტერენტ მოდემი ჯეოკონექტი, კომპანია ბილაინმა დააწესა 3 მობილური ტელეფონი, სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრი გამარჯვებულებს გადასცემს პიარის სამკვირიანი სერთიფიცირებული ტრენინგის, 245 დოლარის ღირებულების  ვაუჩერს, ასევე კავკასიურმა სახლმა  დააწესა საკუთარი გამოცემები გამარჯვებულებისათვის.

Previous Older Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.