პერიტუსის სტუდენტური კონკურსი

 25 მაისს, 18:00 წუთზე დამთავრდა პერიტუსის სტუდენტური პროექტების მიღება. მადლობა კონკურსში მონაწილეობისათვის.

ივნისის 10 მდე დაგიკავშირდებით და გაცნობებთ როდის შედგება დიპლომების გადაცემის და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია.

ნაშრომები გადაეგზავნა ჟიურის წევრებს.

წარმატებას გისურვებთ.

ექსპერტები პერიტუსის სტუდენტური კონკურსის შესახებ ?

რატომ არის მნიშვნელოვანი სტუდენტური კონკურსი ?

მარიკა დარჩია ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობებში, მედია  სახლპალიტრას” კრეატიული დირექტორი.

სტუდენტური კონკურსები ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად  მნიშვნელოვანია, რადგან ეს გარკვეული სტიმულია მომავალი საქმიანობისათვის და აგრეთვე, ძალიან კარგი ფორმაა საკუთარი ძალების გამოსაცდელად.

ამ ტიპის კონკურსებში არა მარტო გამარჯვებაა მნიშვნელოვანი, არამედ მონაწილეობაც საკმაოდ ფასეულია, რადგან  მომავალი  CV-სათვისაც ეს ყოველთვის კარგ მახასიათებლად ითვლება.

კონკურსი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ახალი იდეების გენერაციას მისცენ დასაბამი, მიეჩვიონ გარკვეული მოთხოვნებისა და დროის ფარგლებში აზროვნებასა და პროექტის წერას, თუ წარდგინებას, რაც მნიშვნელოვანია მათი მომავალი  კარიერისათვის. 

ბერდია ნაცვლიშვილი - ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობებში, ფაბლისითი ჯგუფის დამფუძნებელი/პიარ კონსულტანტი

სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უდრის ახალ შესაძლებლობებს, ახალ მეგობრებს, პიარ პროფესიონალებთან პირდაპირ კავშირს და აზრთა გაცვლა-გამოცვლას, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას და თქვენი სახელის, როგორც მომავალი პიარ პროფესიონალის ცნობადობის დამკვიდრებას.


ნათია კალაძე - მედია ექსპერტი, საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი.

პერიტუსი, როგორც ყოველთვის ინოვაციური პროექტებით გამოირჩევა. სტუდენტური კონკურსი საზოგადოებასთან ურთიერთობებში კომპანიის მიერ სიახლეებისკენ სწრაფვის შედეგია. კონკურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებას და ამავდროულად, მონაწილეებს მისცემს პროფესიული ზრდისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას.


სტუდენტური კონკურსი PR ოფესია

ეფექტური სტრატეგული კომუნიკაციების კომპანია „პერიტუს გრუპი“ გთავაზობთ სტუდენტურ პროექტს „ PR ოფესია“

კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ–ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.

დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ აქტუალურია  ქალაქის ბრენდინგის თემა. აქედან გამომდინარე, სტუდენტებისთვისაც რომ საინტერესო ყოფილიყო აღნიშნულ პროექტში ჩართვა და მასზე მუშაობა, საკონკურსო თემად შეირჩა „სითი ბრენდინგი“.

ჩვენი მიზანია, რომ თქვენ მიღებული თეორიული ცონდა გამოიყენოთ და   განახორციელოთ პრაქტიკაში და მიიღოთ გამოცდილება.

საკონკურსო დავალება:

მოცემულია საქართველოს სამი ქალაქი:

  • ბათუმი
  • სიღნაღი
  • თბილისი.

თქვენ ირჩევთ მხოლოდ ერთ სასურველ ქალაქს და წერთ პიარ კამპანიას.

პიარ კამპანიის მიზნებია:

  • ქალაქის ცნობადობის შექმნა
  • ტურისტების მოზიდვა

ამ ორი მიზნიდან გამომდინარე უნდა შეიმუშაოთ პროექტი შემდეგი თანმიმდევრულობით:

  • კომუნიკაციური აუდიტი– მოიძიოთ რა ინფორმაცია არსეობსოს არჩეული ქალაქის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ კამპანიის შექმნისათვის
  • პრობლემა –    რა პრობლემების არსებობს იდენტურობის ან პოოზიციონირების მხრივ.
  • აუდიტორიის იდენტიფიკაცია და მესიჯები  – ვინ იქნება სამიზნე აუდიტორია და განსაზღვრეთ და ჩამოაყალიბეთ მათზე მორგებული მესიჯები
  • ტაქტიკა – განსაზღვრეთ კამპანიის პერიოდში განსახორციელებელი აქტივობები
  • კალენდარი  – შეადგინეთ შემუშავებული აქტივობების კალენდარი
  • ბიუჯეტი –  მოცემული ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და გადაანაწილეთ მთლიან კამპანიაზე
  • შეფასების გეგმები – რა მოლოდინი გქონდათ, სავარაუდოდ რამდენი პროცენტით გაიზრდება ქალაქის ცნობადობა, ტურისტების რაოდენობა. რას ელით სავარაუდოდ, საბოლოო შედეგად პიარ კამპანიის დასრულებისას.

პროექტების შეფასების კრიტერიუმები:

  • კრეატიულობა
  • ბიუჯეტის სწორი გადანაწილება
  • თანმიმდევრულობა
  • ლოგიკურობა
  • ინოვაციურობა
  • სტრატეგიული ხედვა

ნაშრომი უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:

  • ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ (პირველი გვერდი დაუთმეთ შემდეგ ინფორმაციას: გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი სახლის, მობილური, ქალაქი, ელ.ფოსტა, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, სპეციალობა, სამსახური)
  • ნაშრომი უნდა იყოს წარმოდგენილი: არაუმეტეს 6 თაბახის ფურცელი, ა 4 ფორმატი 12 შრიფტი,  PDF ფორმატი, გამოაგზავნეთ ფაილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@peritus.ge, რეგისტრირებულად ჩაითვლება ის პროექტი, როემლშიც დაცული იქნება ყველა მოთხოვნა და შესაბამისად მიიღებს დადებით დასტურს ელ ფოსტაზე.
  • ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 მაისი

ნაშრომებს შეაფასებენ ექსპერტები: მარიკა დარჩია, რამაზ საყვარელიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ელდარ პირმისაშვილი, ნათია კალაძე, ნინო პერტენავა, ნინო სანადირაძე, გამარჯვებულ 20 სტუდენტს საშუალება ექნებათ მოამზადონ პრეზენტაციები და თავად წარადგინონ პროექტები ექსპერტებთან. საავტორო უფლებები იქნება დაცული და არ მოხდება ნამუშევრების თვითნებურად გამოყენება.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადეცემათ პრიზები და სერთიფიკატები.

ინფორმაციისათვის მიმართეთ „პეიტუს გრუპის“ პროექტის მენეჯერ ნინო სარალიძეს 855 38 67 86, info@peritus.ge

რეპუტაციაზე ზრუნვის მომსახურება

 

სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო „პერიტუს გრუპი“ კომპანიებს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტს, რეპუტაციის ზრუნვის მომსახურება, რომლის მიზანია კონპანიების რეპუტაციის შენარჩუნება, განვითარება და მასზე ზრუნვა.

იზრუნე კომპანიის რეპუტაციაზე

თვეში სულ რაღაც

385 ლარად


მომსახურების პირობები
  1. 12 საათიანი სატელეფონო კონსულტაცია
100 %
  1. პირადი პიარ კონსულტანტის მომსახურება (თვეში 2 შეხვედრა)
100 %
  1. ონლაინ კონსულტაცია თვეში ორჯერ  (წერილი ა 4 გვ)
100 %
  1. კომპანიაში ახალი ამბის იდენთიფიცირება  და მომზადება (თვეში 1)
100 %
  1. თვეში ერთხელ, სამ რეიტინგულ საინფორმაციო სააგენტოში ინფორმაციის გარანტირებული გავრცელება და  ვებ გვერდზე განთავსება
100 %
  1. თვეში ერთხელ ერთ რეიტინგულ გაზეთში ახალი ამბის განთავსება
100 %
  1. თვეში ორი  მედია ანონის მომზადება
100 %
  1. თვეში ორი პრესრელიზის მომზადება
100 %
  1. სტრატეგიული გეგმების მომზადება
50%
  1. ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
40 %
  1. საბაზისო  ანალიტიკური კვლევები
30%
  1. პარტნიორების მომსახურება
20 %

იდეების ბანკი

პრომო აქციები

  • გინდათ თქვენი ბრენდი უფრო წარმატებული და  ცნობადი გახადოთ ?
  • გსურთ თქვენს შესახებ უამრავმა ადამიანმა გაიგოს ?

გთავაზობთ ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირებისაკენ მიმართულ ეფექტურ ღონისძიებებსა და მცირებიუჯეტიან აქციებს:


  • კრეატიული პრომო აქციები და წარმოდგენები;
  • სარეკლამო და საიმიჯო ფლაერების გავრცელება;
  • ახალი პროდუქციის პრომოუშენი;

შემოგვამრთეთ და ჩვენთან ერთად საკმაოდ მცირე ბიუჯეტით ეს შესაძლებელი გახდება.

გინდათ თქვენი ბრენდი გახადოთ უფრო წარმატებული, ცნობადი და მომგებიანი ?

პიარ სააგენტო პერიტუს გრუპის თერთმეტი საერთაშორისო დონის ექსპერტი და ათი მენეჯერი  მოგიმზადებთ ეფექტურ ბრენდის გეგმას.

ბრენდის გეგმა მოიცავს: ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირებისაკენ მიმართულ ეფექტურ ღონისძიებებს და კამპანიებს ასევე, მცირებიუჯეტიან აქციებს.

წარმატება გარანტირებულია.


ბრენდის გეგმის ღირებულებაა 1650 ლარი

მედია თქვენთვის

გაქვთ სიახლე,  ახალი პროდუქტი ან უბრალოდ გინდათ მოუყვეთ მედიას თქვენი ორგანიზაციის (პროდუქტების ან მომსახურების ) შესახებ „პერიტუს გრუპი და პრესრელიზების და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო PUBLICITY.GE თქვენს ოფისში მოგიწყობთ მედია ტურს.

თხუთმეტამდე ჟურნალისტი ტელევიზიიდან, გაზეთიდან, საინფორმაციო საგენტოდან და რადიოდან მოვა თქვენთან ოფისში და მოისმენს სიახლეებს, რომელზედაც დაყრდნობით მოამზადებენ სიუჟეტს ან სტატიას.

პროექტის მიზანი კომპანიების მედიასთან აქტიური თანამშრომლობისა და გაშუქების ხელის შეწყობაა.

პროექტის ფარგლებში მომზადდება სპეციალური ბანერი,  ფოტოგრაფი კომპანიის  წარმომადგენლებს გადაუღებს სამახსოვრო სურათებს ჟურნალისტებთან ერთად.

ჟურნალისტებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და  ბეჭდური მასალები სტატიის ან სიუჟეტის ეფექტურად მომზადებისათვის.

ღონისძიების შესახებ მომზადდება ინფორმაცია – მედია ანონსი, რომელიც განთავსდება საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე, ხოლო ღონისძიების დღეს მომზადდება მედია რელიზი ჟურნალისტებისათვის.

გაზეთ კვირის პალიტრასა და 24 საათში ჩაიდება ღონისძიების შესახებ ინფორმაცია სპეციალური ჩანართით, ასევე კომპანიას გამოეყოფად რადიო საეთერო დრო თავისი კომპანიის წარმოსაჩენად.

 

   

ღონისძიების ღირებულება  შეადგენს  2850 ლარს

შემოგვიერთდით !

მედია თქვენ სამსახურში

„პერიტუს გრუპი“ მის: ი. აბაშიძის 81, ტელ: 15 22 23, 858 44 55 66,  info@peritus.ge, www.peritus.ge

მოუყევით მედიას თქვენი ბრენდის შესახებ

28 ოქტომბერს სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო პერიტუს გრუპი და პრესრელიზების და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო PUBLICITY.GE აწყობს შეხვედრას სახელით „მოუყევით მედიას თქვენი ბრენდის შესახებ „

პროექტის მიზანი კომპანიების მედიასთან აქტიური თანამშრომლობისა და გაშუქების ხელის შეწყობაა. კომპანიებს საშუალება მიეცემათ მედიას კიდევ ერთხელ უამბონ მათი ბრენდის პირობისა და არსის, მათი რეპუტაციის შესახებ.

ღონისძიებას დაესწრება 20 ჟურნალისტრი (ტელევიზია. რადიო, გაზეთი, ჟურნალი, საინფორმაციო სააგენტო)

თითოეულ კომპანიას ღონისძიებაზე გამოეყოფა სპეციალური კუთხე და 5 წუთის სასაუბრო დრო, სადაც კომპანიის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს ყველანაირი პიარ და სარეკლამო მასალები, კლიპები, ბროშურები, წლიური ანგარიშები, პრომო მასალები, კომპანიის წარმომადგენელმა მედიას 5 წუთში უნდა წარუდგინოს კომპანიის ღირებულებები.

გაშუქება გარანტირებულია !

ღონისძიების ადგილი:

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია

პროექტის ფარგლებში მომზადდება სპეციალური ბანერი, მოსაწვევი მონაწილე კომპანიების ლოგოებით,  ფოტოგრაფი მონაწილე კომპანიების  წარმომადგენლებს გადაუღებს სამახსოვრო სურათებს ჟურნალისტებთან ერთად.

ჟურნალისტებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და მონაწილე კომპანიების ბეჭდური მასალები სტატიის ან სიუჟეტის ეფექტურად მომზადებისათვის.

ღონისძიებას გააფორმებს ბენდი.

ღონისძიების შესახებ მომზადდება ინფორმაცია – მედია ანონსი, რომელიც განთავსდება საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე, ხოლო ღონისძიების დღეს მომზადდება მედია რელიზი ჟურნალისტებისათვის.

გაზეთ კვირის პალიტრასა და 24 საათში ჩაიდება ღონისძიების შესახებ ინფორმაცია სპეციალური ჩანართით, ასევე მონაწილე კომპანიებს გამოეყოფად რადიო საეთერო დრო თავიანთი კომპანიის წარმოსაჩენად.

პერიტუს გრუპი იზრუნებს მონაწილე კომპანიებისათვის გაშუქებული მასალების ანგარიშის მიწოდებაზე.

მონაწილეობის თანხა შეადგენს 700 ლარს, რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი.

შემოგვიერთდით !

მოუყევით მედიას თქვენი ბრენდის შესახებ

პერიტუს გრუპი,  მის: ი. აბაშიძის 81, ტელ: 15 22 23, 858 44 55 66 info@peritus.ge, www.peritus.ge

იპოვე შენი ექსპერტი

ჩვენ ვმუშაობთ რეპუტაციაზეხოლო რეპუტაცია თქვენზე

24 საათი 26.04.10

ჩვენ ვმუშაობთ რეპუტაციაზე – ხოლო რეპუტაცია თქვენზე

პიარი, ბრენდინგი, მარკეტინგი და ღონისძიებების დაგეგმვა ნებისმიერი ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელთა სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაზეა დამოკიდებული კომპანიის იმიჯი, რეპუტაცია და წარმატება. ყველა თანამედროვე ორგანიზაციისათვის აუცილებელია პიარის, ბრენდინგისა და მარკეტინგის სტრატეგია, რის განხორციელებაშიც ჯგუფი პერიტუსი დაგეხმარებათ. პერიტუსის ახალგაზრდა და ენერგიული ჯგუფის მიზანია ბიზნეს კომპანიებს დაუგეგმოს ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგია. ჯგუფი პერიტუსი ქართულ ბაზარზე დაგეგმარების საკმაოდ ინოვაციური მეთოდით, სრულიად ახლებური იდეებითა და ხედვით შემოვიდა. ვებგვერდ www.peritus.ge-ს საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმის პრინციპით დაუკავშირდნენ ჯგუფს, აირჩიონ მომსახურეობა და შეავსონ კითხვარი, ხოლო პერიტუსის გუნდი ოპერატიულად მიაწვდის არჩეულ სერვისს. პერიტუს ჯგუფის მეთოდი ამარტივებს ურთიერთობის ფორმას და მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული. დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას პერიტუს გუნდთან ერთად ქართველი და უცხოელი ექსპერტები გაუწევენ. პერიტუს ჯგუფის ოპერატიულობა და მობილურობა საშუალებას აძლევს მომხმარებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლოს მომსახურეობით. პერიტუს ჯგუფის მიზანია დაეხმაროს კომპანიებს, ეფექტურად დაგეგმონ მომხმარებელთან კომუნიკაცია და შეიქმნან დადებითი იმიჯი და რეპუტაცია.

სალომე მეცხვარიშვილი

“პერიტუს გრუპი” – www.peritus.ge, 15 22 23, 858 44 55 66, info@peritus.ge

Previous Older Entries Next Newer Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.