PR makes the world go round

PRWhat is PR and Strategic communications? How this communicative discipline helps companies and why organizations should collaborate with PR agency or consultant.PR history started many years ago and PR-strategic communications are considered as the most effective and simple ways for formatting and managing social opinion. It’s not surprise if I say that PR makes the world go round.

Nowadays PR consulting groups (agencies) are very popular all around the world. Business sectors as well as governmental and non-governmental sectors use their services. PR became too popular nowadays because currency was changed with image and reputation. May be you have the capital, office, have employees, but if there is not information about your organization, image and reputation, it means you have not done anything. Exactly PR agencies care about creating information, image and reputation that will be reflected on sales and the number of loyal customers.

Our interview guest is Eldar Pirsmisashvili, the founder of Strategic Communication Agency “Peritus Group”.

Why is it so important for organization to collaborate with Consulting group and what benefits come from these relationship?

The most important principle for our consulting team “Peritus Group” is the satisfaction of our clients. Collaborating with us our clients get more benefits and developing perspectives. Minimal costs and maximal outcome – this is what we promise. Peritus is already working on the market for five years but all managers have 10 years working experience in this sphere. Good image and reputation has the great importance, success of the organization depends on it. Our clients get high competence, professionalism and more benefits with fewer costs from collaborating with consulting group. This is the core argument for partnering with Peritus Group. Our work is result-oriented. It looks like chain reaction as our strategy gives awareness, confidence, loyalty, and sales promotion to the companies.

What is the important aspect for effective working and what about the sequence of activities?

Our working steps include the whole cycle for company development. We start from research and all the following works are based on them, evaluate company resources and development stages. “Peritus Group” services include: Marketing, branding, PR, event management, media planning. These services make company working more effective and its messages reach the target audience. Our main point besides competence and professionalism is our flexibility; we determine company needs and our expert view helps us to identify customers and company needs, we become the part of the company and work together for achieving the goal.

What is your approach to organizations and service fees?

Our mission is “aspiration to perfection, enthusiasm, power based on knowledge, ethic and professionalism are our motive power”. We every day prove our mission. We are
“Peritus” that in Latin stands for Expert. We are Peritus, team of young and spirited practitioners entering the market of integrated communications with fresh ideas and vision. Modern technologies, flexibility and active nature of our team enable us to deliver our quality service fastest in Georgia. In our work we put our knowledge and enthusiasm together with all the experience gathered within tens of years by native and foreign experts. For you Peritus means innovation, expertise and development.

We don’t work without strategy. Sequence and regulative work are basic components that create more effect and benefit for our clients. We have planned and implemented 45 projects during our career. We collaborate with such successful organizations as Johnson & Johnson, USAID, Tentorium, UN and etc.

Our news and innovation refers to the development of strategic communication market. Our web-site peritus.ge enables clients to choose the service and prices. Only Peritus has this service and customers who prefer new technologies can buy online our services via our site. We don’t stop and go ahead with new technologies. Trust Peritus and invested resources in company image and PR will be reflected on the development and success of company.

Georgia Today

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი.

უორენ ბაფეტი – სიმდიდრე სულის მდგომარეობაა

photoუორენ ბაფეტი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ინვესტორია მსოფლიოში. „ფორბსის“ 2014 წლის მონაცემებით, იგი მეოთხე ადგილზეა პლანეტის მილიარდერთა რეიტინგში. მისი ქონება 58.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ბაფეტი 1930 წელს დაიბადა ამერიკაში, ომაჰაში. ის ბიზნესმენ ჰოვარდ ბაფეტის ერთადერთი ვაჟია – ოჯახში მის გარდა ორი გოგონა იზრდებოდა. 1942 წელს მამამისმა აშშ-ს კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვა და ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ იქ დაასრულა განათლება ბაფეტმა.

6 წლის იყო, როცა 25 ცენტად იყიდა ბაბუის მაღაზიაში ყუთი კოკა-კოლათი, მერე კი თითოეული, ექვსი ბოთლი, 5 ცენტად გაყიდა. საბოლოოდ, 30 ცენტი მიიღო და 5 ცენტი მოიგო. ეს მომავალი მილიარდერის პირველი მომგებიანი საქმე იყო.

11 წლისამ ბირჟაზე სცადა ბედი – დასთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის პრივილეგირებული აქციები იყიდა და მერე გაყიდა. 13 წლისამ შეადგინა თავისი შემოსავლების დეკლარაცია, რომელშიც უკვე ჩანდა მისი საქმოსნური ნიჭი.

პირველი კაპიტალი, 10 000 დოლარი, მას მერე გამოიმუშავა, რაც ბიზნესიდეა – საპარიკმახეროში პინბოლის (გასართობი სათამაშო ავტომატები) ავტომატების დამონტაჟება – სარფიანად გაყიდა. მერე და მერე სულ უფრო სერიოზული გახდა მისი გეგმები, მიზნები და საქმიანობა.

გარდა იმისა, რომ ძალიან წარმატებული ბიზნესმენია, დიდი ქველმოქმედიც არის. 2010 წელს, უანგაროდ გადასცა თავისი ქონების 50%, დაახლოებით 37 მილიარდი დოლარი, ხუთ საქველმოქმედო ფონდს. თანხების ყველაზე დიდი ნაწილი ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მმართველობაში გადავიდა. ეს ყველაზე გულუხვი საქველმოქმედო აქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

უორენ ბაფეტის „მცნებები“

  1. ინვესტირება ნიშნავს იმას, რომ ფული დააბანდოთ დღეს და ხვალ მიიღოთ გაცილებით მეტი. დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე შოულობთ.

თვითონ ბაფეტი წლების განმავლობაში საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა: იმის ნაცვლად, რომ ძვირადღირებულ კოტეჯებში ეცხოვრა და რესტორნებში ევახშმა, ყოველი თავისუფალი ცენტით აქციებს ყიდულობდა. 35 წლის განმავლობაში მან 100 000 დოლარი 200 000%-ით გაზარდა.

  1. იყიდეთ მხოლოდ იმ კომპანიების აქციები, რომელთა პროდუქცია კონკრეტულად თქვენ მოგწონთ.

მაგალითად, უორენ ბაფეტმა მკვეთრად გაზარდა თავისი ქონება, როცა მისი საყვარელი „ჯილეტის“ სამართებლების მწარმოებელი კომპანიის აქციათა 9%-იანი პაკეტი იყიდა.

  1. არასდროს ჩადოთ ფული იმ სფეროში, რომელსაც არ იცნობთ.
  2. არასდროს გამოიჩინოთ ზედმეტი თავაზიანობა წამგებიან საწარმოებთან – ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმათთან, ვინც არ მოგწონთ.
  3. ყოველი მზარდი აქციის უკან წარმატებული ბიზნესი დგას.
  4. ფული დააბანდეთ საერთაშორისო ქსელის მქონე ბიზნესში.
  5. ბაზარზე არის მომგებიანი და ლიდერი აქციები, სწორედ ისინი უნდა იპოვოთ. როგორც წესი, ზოგიერთი კომპანია სხვებზე სწრაფად იზრდება. სწორედ ასეთები უნდა იპოვოთ და მათზე გააკეთოთ აქცენტი.
  6. სიმდიდრე სულის მდგომარეობაა, მე ვიცოდი, რომ მდიდარი ვიქნებოდი. ამაში არასდროს დავეჭვებულვარ.
  7. წარმატება უფრო მეტია, ვიდრე მსხვილი საბანკო ანგარიში.
  8. არ აიღოთ სამომხმარებლო კრედიტები – რაც უფრო სწრაფად მიხვდებით, რომ მომხმარებლობა თანამედროვეობის სოციალური ჭირია, რომლებიც მსხვილმა კორპორაციებმა გამოიგონეს, რათა ადამიანები აიძულონ, მათთვის იმუშაონ, მით სწრაფად იტყვით უარს უსარგებლო რამეებზე. მხოლოდ სულელი იყიდის დღეს იმას, რის გამომუშავებასაც ხვალ მოახერხებს. ერთხელაც სამუშაო დღეები დასრულდება, ვალი კი დარჩება.
  9. სწორად აირჩიეთ კერპები – დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენზე უკეთესებად მიიჩნევთ. ეს დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით სვლაში.
  10. აზარტული თამაშები სულელებისთვის არის მოგონილი. წესი პირველი: არასდროს დაკარგოთ ფული. წესი მეორე: არასდროს დაგავიწდეთ წესი პირველი.
  11. გულუხვობა და შეძლება ხელიხელჩაკიდებულნი დადიან. იმ მილიარდერებს შორის, რომელთაც ვიცნობ, არ არიან ისეთები, რომლებიც ფულს ძალიან შეუცვლია. თუ გამდიდრებამდეც რეგვენები იყვნენ, მერე უბრალოდ მილიარდერი რეგვენები გახდნენ.

Case Study -ლატვიის დღეები საქართველოში „აღმოაჩინე ლატვია“

fbstvisდამკვეთი:

ლატვიის განვითარებისა და ინვესტიციის სააგენტო (ლატვია, რიგა)

შემსრულებელი:

სტრატეგიული კომუნიკაციის სააგენტო „პერიტუს გრუპი“

დრო: 2014 წლის 24 ნოემბრიდან 10 დეკემრამდე.

დავკეთა: პიარ კამპანიის, ღონისძიებებისა და მედიის მენეჯმენტი.

მიმოხილვა

2014 წლის 24 ნოემბრიდან – 10 დეკემბრამდე საქართველომ უმასპინძლა „ლატვიის დღეებს“. პროექტის ინიციატორი ლატვიის განვითარებისა და ინვესტიციის სააგენტო იყო, რომელიც დაარსდა 2003 წელს. მისი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლატვიის ბიზნეს-ტურისტული და კულტურულ-საგანმანათლებლო პოტენციალის შესახებ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კამპანია “აღმოაჩინე ლატვია”, რომლის მასპინძელი ამჯერად გახდა საქართველო. კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ლატვიის ოფიციალური დელეგაციისა და პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ასევე შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები: ლატვიელი შეფ–მზარეულის კულინარიული მასტერ–კლასი, ლატვიური მოდის ჩვენება, საქართველო–ლატვიის ბიზნეს ფორუმი, ლატვიის პრეზიდენტის მიღება ფუნიკულიორზე, განათლებისა და მეცნიერების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა.

ლატვიის დღეების მთავარი მიზანი საქართველოსთვის ლატვიის კულტურის, ბიზნეს შესაძლებლობებისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო ინიციატივების გაცნობა იყო.

 კვლევა

კომუნიკაციური აუდიტიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ლატვიის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობდა. ასევე დაბალი იყო ლატვიის, როგორც ქვეყნის ცნობადობა, მედიაში გაშუქებული ინფორმაცია არ ქმნიდა ლატვიის შესახებ დამაჯერებელ სურათს და დადებით იმიჯს, ხოლო ლატვიის ტურისტული, ეკონომიუკური და კულტურული საკითხების შესახებ ქართველების ცოდნა   არასაკმარისი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც საზოგადოების, ასევე კონკრეტული დაინტერესებული მხარეების ინტერესი ლატვიის მიმართ დიდი იყო.

დაგეგმვა

გამომდინარე იქედან, რომ მცირე დროში უნდა მომხდარიყო ლატვიის საქართველოსთვის გაცნობა, დაიგეგმა თანმიმდევრული და რეგულარული პიარ კამპანია სახელწოდებით „აღმოაჩინე ლატვია“ .

კამპანია მოიცავდა სამ ეტაპს – მოსამზადებელ, აქტიურ ფაზასა და შენარჩუნება- დასრულების პერიოდს.

მიზნები

  1. ლატვიის პოზიციონირება, როგორც ევროპული წარმატებული ქვეყნის, რომელიც ახლახნას შეუერთდა ევრო ზონას და რომელიც შეიძლება გახდეს საქართველოსათვის მაგალითი;
  2. ლატვიის კულტურის, ბიზნეს და საგანმანათლებლო პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  3. ლატვიური პროდუქტების ქართველი მომხმარებლებისათვის გაცნობა;
  4. მედიის ცნობიერების ამაღლება ლატვიის შესახებ.

სტრატეგია

პიარ კამპანია „აღმოაჩინე ლატვია“-ს ფარგლებში „პერიტუს გრუპი“-ს მიერ არჩეული იყო დიდი მოვლენის სტრატეგია, რაც გულისხმობდა კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიებებისა და კამპანიის მთავარი პერსონების წარმოჩენას.

რეალიზაცია

პირველ რიგში მოხდა „ლატვიის დღეების“ სახელისა და ლოგოს ტესტირება-ადაპტირება და ადგილობრივი ბაზრისთვის მორგება. შედეგად, კამპანიის სახელწოდება “Taste Latvia” ჩანაცვლდა „აღმოაჩინე ლატვიათი.“

კამპანიის ფარგელბში მომზადდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სტატიები ლატვიის კულტურის, ბიზნესისა და განათლების სფეორების შესახებ. აღნიშნული სტატიები განთავსდა ადგილობრივ ქართულ და ინგლისურენოვან გაზეთებში; მომზადდა სპეციალური რუბრიკა წამყვანი გაზეთებისათვის;  შეიქმნა სპეციალური რადიო გადაცემა „აღმოაჩინე ლატვია“; ინტერნეტ საიტებზე მომზადდა და განთავსდა თემატური საინფორმაციო-საგანმანათლებლო სტატიები და ინტერვიუები; ხოლო კამპანიის გვერდის შექმნამ სოციალური ქსელში გააადვილა ინფორმაციის გავრცელება და ერთიან სივრცეში თამოყრა.  სპეციალურად კამპანიისთვის მომზადებული მასალები – ფოტოები, ვიდეო მასალები და პრეზენტაციები დამატებით საინფორმაციო საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულბდა დაინტერესებული მხარეებისათვის, ხოლო ღონისძიებების კალენდარი რეგულარულ ინფორმაციას აწვდიდა დაინტერესებულ პირებს.

სპეციალურად ქართველი ჟურნალისტებისათვის, ლატვიელმა ცნობილმა მზარეულმა მასტერ–კლასი გამართა ლატვიის სამზარეულოს წარმოჩენისათვის.

პოპულარულ კულინარიულ შოუებში მიწვეულმა ლატვიელმა მზარულმა ფართო საზოგადოებასაც გააცნო ლატვიური სამზარეულო – ყველა ტიპის ჩართვასა თუ გადაცემაში ანონსირება ხდებოდა ლატვიის დღეებში შემავალი აქტოვობებისა და გზავნილების შესახებ.

ყველა ღონისძიებისათვის მომზადდა,  როგორც ელექტრონული ისე ვიდეო მედია ანონსები და მედია რელიზები. ასევე შეიქმნა დამატებითი ცნობები და ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც პერიოდულად ვრცელდებოდა მედიაში. სპეციალურად მომზადებული სარეკლამო რგოლი, რომელიც ორ ცენტრალურ რადიოში გადიოდა და მასში ცნობილი ლატვიელი მაესტროს, რაიმონდ პაულსის მუსიკა იყო გამოყენებული, ლატვიის დღეებისა და ლატვიის შესახებ მოკლე ინფორმაციას ამცნობდა დაინტერესებულ მსმენელებს.

დამზადდა ასევე საპრეზენტაციო ბანერები, ფლაერები და ვობლერები. ლატვიური პროდუქტების მარკირება მოხდა სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, რათა მომხმარებლებს მარტივად მოეხდინათ ლატვიური პროდუქტების იდენტიფიცირება. ხოლო ლატვიის პროდუქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წყაროს გაყიდვების ქსელში ფლაერები წარმოადგენდა.

“აღმოაჩინე ლატვია”–ს მთავარი ღონისძიება ლატვიის პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის სტუმრობა იყო. ასევე, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და მემორანდუმები. ხოლო ბიზნეს წრეებმა აქიურად დაიყწეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე ფიქრი – მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი ბინზეს კავშირების დამყარება. ბიზნეს ფორუმზე ლატვიის სამხატვრო აკადემიის რექტორის ფერწერული ტილოებიც იყო გამოფენილი, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლატვიის კულტურისა და მრავალფეროვნების აღქმას საქართველოში.

თანამედროვე ლატვიელი დიზაინერების მოდის ჩვენება და მათი უნიკალური ნამუშევრების გამოფენა ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში მოდის ინდუსრტიის მთავარი მოვლენა იყო, ხოლო ლატვიის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მრგვალი მაგიდა ქართული უნივერსიტეტებისა და სტუდენტებისათვის ევროპული განათლებისკენ მიმავალი პერსპექტიული მიმართულება აღმოჩნდა.

პრობლემები

კამპანიის დროს ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა მოკლე დროში ბევრი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მიზნობრივ ჯგუფებში და ყველა ღონისძიების “ აღმოაჩინე ლატვია”–ს იდეის ქვეშ გაერთიანება.

შეფასება

სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო „პერიტუს გრუპმა“ უზრუნველყო აღნიშნული ღონისძიების და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების აქტიური მედია გაშუქება. “აღმოაჩინე ლატვია”–ს პოზიციონირება აქტიურად და ეფექტურად მოხდა მიზნობრივ ჯგუფებში და დაინტერესებულ მხარეებში. მედია გაშუქება მოიცავდა 67 ონლაინ, 28 სატელევიზიო, 12 საგაზეთო და 18 რადიო მასალას და აღნიშნული ღონისძიებების ფოტო და ვიდეო მომსახურებას. კამპანიის პიარ ეფექტმა, რაც მიიღო დამკვეთმა, 10 000 დოლარს გადააჭარბა. კამპანიაში აქტიურად იყო ასევე ჩართული სოციალური ქსელი, რომელზეც აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია კამპანიისა და, ზოგადად, ლატვიის შესახებ.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დამკვეთის შეფასებაა: “2014 წლის ბოლოს, საქართველოში ლატვიის დღეები გაიმართა სახელწოდებით “აღმოაჩინე ლატვია”. ლატვიის განვითარებისა და ინვესტირების სააგენტოსა და სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “პერიტუს გრუპს” შორის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა შედგა. “პერიტუს გრუპი”–ს გუნდი შემოქმედებითი მიდგომებით, მაღალი პასუხისმგებლობითა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარით ხასიათდება. ნამდვილად შეგიძლიათ დაეყრდნოთ მათ და მათი იმედი გქონდეთ, სიამოვნებით ვიმუშავე მათთან” იადვიგა ნეიმანი – ლატვიის ინვესტირებისა და განთვითარების სააგენტო.

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი.

ჯონ როკფელერი – სიმდიდრის წესები !

john-rockefeller

ჯონ როკფელერი ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერი იყო, ადამიანი, რომლის სახელიც სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. ის პირველი მილიარდერია კაცობრიობის ისტორიაში.

1839 წლის 8 ივლისს დაიბადა ამერიკაში. 1870 წელს დააარსა კომპანია Standard Oil-ი და მართავდა პენსიაში გასვლამდე. ამ საქმეში მას თავისი ძმა და კომპანიონები ეხმარებოდნენ. რაკი ბენზინსა და ნავთზე მოთხოვნა გაიზარდა, როკფელერების სიმდიდრეც გაათმაგდა და ჯონ როკფელერი თავისი დროის უმდიდრეს ადამიანად იქცა, – სიცოცხლის მიწურულს (1937 წელს) მისი ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

როკფელერი აშშ-ს ერთ-ერთი პირველი ფილანტროპიც იყო. მან დააარსა როკფელერების ფონდი და დიდ თანხებს გასცემდა სამედიცინო კვლევებისთვის, განათლებისთვის, სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისთვის. მანვე დააარსა ჩიკაგოსა და როკფელერის უნივერსიტეტები.

ჯონ როკფელერის სიმდიდრის წესები:

  1. ნაკლები იმუშავეთ სხვისთვის (მმართველზე, დირექტორზე) ! სინამდვილეში კი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშავეთ. რაც ნაკლებად იმუშავებთ საკუთარი თავისთვის, მით ცუდად იცხოვრებთ.
  2. იცოდეთ ფულის დაზოგვა. იპოვეთ ადგილი, სად შეიძლება იყიდოთ საქონელი უფრო იაფად და ბითუმად. წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია და იყიდეთ მხოლოდ ის, რაც სიაში გაქვთ.
  3. თუ ახლა ცოტა ფული გაქვთ, ბიზნესი უნდა ააწყოთ. თუ საერთოდ არა გაქვთ ფული, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ ბიზნესი.
  4. უდიდესი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა პასიური შემოსავალია! შემოსავალი, რომელიც თავისთავად მოდის, ავტოპილოტზე მუშაობს. შექმენით პასიური შემოსავალის ბევრი წყარო და დატკბით ცხოვრებით.
  5. მოიფქრეთ, როგორ იშოვოთ 50 000 დოლარი თვეში, ნაკლები – არა. მეტი – შეიძლება. ეს თანხა ტყუილად როდია რეკომენდებული – საქმე ის არის, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები ყოველთვე დაახლოებით 50 000 დოლარს ხარჯავენ).
  6. მეტი ურთიერთობა – ფული თქვენს ჯიბეში სხვა ადამიანების გავლით მოდის. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ურთიერთობები, იშვიათად მდიდრდებიან.
  7. ღარიბი გარემოცვა გამუდმებით სიღარიბისკენ გიბიძგებთ. ყველაზე მდიდარ ადამიანსაც კი ჰყავს ნათესავები, მეგობრები და სხვა მთხოვნელები, რომლებიც, თუ დროულად არ მოაგვარებთ ამ პრობლემას, მალე გამოგიცარიელებენ ჯიბეებს, მიზნებსა და ოცნებებს. თუ ჯერ კიდევ ღარიბი ხართ, თქვენს გარემოცვაში, ალბათ, არ უყვართ მდიდრები და ეზიზღებათ კიდეც. ყოველთვის გქონდეთ ურთიერთობა მხოლოდ გამარჯვებულებსა და ოპტიმისტებთან.
  8. სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე. სიღარიბე მჟღავნდება, თუ პასუხისმგებლობას გაექცევით. არავითარი გამართლება, თუ რატომ არ შეგიძლიათ ამწუთას მიზნისკენ სვლა.
  9. საუკეთესოებისგან ისწავლეთ. გაეცანით მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიებს, ქცევებსა და აზროვნებას.
  10. ოცნება უმთავრესია ცხოვრებაში. მთავარია, იოცნებოთ და გჯეროდეთ, რომ აგისრულდებათ. ადამიანი კვდომას მაშინ იწყებს, როცა ოცნებას წყვეტს ან საერთოდ არ ოცნებობს.
  11. დაეხმარეთ ადამიანებს არა რაღაცის გამო და არც ფულისთვის, არამედ სუფთა გულით. სწორედ იმ ადამიანებს, რომლების დახმარებაც თავად გსურთ. სულაც არ არის აუცილებელი, ეს თქვენი ან ვინმეს ნათესავები, ან ნაცნობები იყვნენ. მოგების 10% საქველმოქმედოდ გაიღეთ.
  12. შექმენით ბიზნესსისტემები, დატკბით ცხოვრებით და ნაშოვნი ფულით.

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

ნიჭიერი პიარ პროფესიონალის 10 თვისება

111

  1. „პატიოსნება, მიდრეკილება ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამყარებისკენ, თავმდაბლობა და მუშაობის ძლიერი დისციპლინა.“- ნილაიანა ბარდენი
  1. „მას აუცილებლად უნდა შეეძლოს წერა და კომუნიკაცია. ნამდვილად კარგი პიარ სპეციალისტი არის უშიშარი, შრომისმოყვარე, პროაქტიული და აქვს დიდი სურვილი, რომ ყოველთვის ისწავლოს და განვითარდეს. სწორედ რაიმე ახალის სწავლის სურვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი პიარის სფეროში. თითოეული დღე ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და ყოველ დღეს შეიძლება რაღაც ახლის სწავლა. პიარი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მუდამ ვეძიოთ ახლის სწავლის შესაძლებლობა და შევცვალოთ მსოფლიო.“- ჯოზეფ ტატეოკა
  1. „ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ კომუნიკაციების შესაძლებლობების გამოყენებას ინტერნეტისა და სოლიალური ქსელების წყალობით. ცვლილებები ქცევის ნეირომეცნიერების დარგში კიდევ უფრო ნიშანდობლივი ხდება. ძალიან მალე ჩვენ გვეცოდინება მეცნიერულად და ბიოლოგიურად, თუ როგორი იქნება ზუსტად ადამიანების ქცევა და აზროვნება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის ნდობის ფაქტორი დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში. აი, რას ვაკეთებთ ჩვენს პროფესიაში – ვანვითარებთ ნდობის განცდას. საზოგადოებასთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის, როგორც ის დღეს არის.“- უენდი სტრონგი
  1. „ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, რასაც პოტენციური დამკვეთები ეძებენ და ელოდებიან პიარ სპეციალისტებისგან, არის მათი გულისხმიერი მიდგომა საკითხებისა და პასუხისმგებლობის მიმართ. როდესაც ის არის ძალიან ცნობისმოყვარე კლიენტისა და პროექტის მიმართ, როდესაც ის იჩენს დიდ ინტერესსა და ენთუზიაზმს, სამუშაო უკვე ემსგავსება ძალიან კარგ და საინტერესო პროცესს და პიარ სპეციალისტი საკმაოდ ღრმად არის ჩართული პროექტის არსში. შესაბამისად, შედეგიც ბევრად უფრო კარგი და სასურველი ხდება. პოტენციური კლიენტი ყოველთვის დაიჭერს საქმეს ისეთ სპეციალისტთან, რომელიც არის არა უბრალოდ ჭკვიანი, არამედ იმასთან, ვისაც კარგად შეუძლია გუნდთან „შეთამაშება“; მას უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ დაეხმაროს როგორც მთლიან გუნდს, ისე მის თითოეულ წევრსა და კოლეგას. თუ მას არა აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ კლიენტს სასურველი შედეგი მოუტანოს, დამკვეთი ამას მალევე შეამჩნევს; მას უნდა ჰქონდეს ძლიერი შინაგანი სურვილი, რომ თავდაუზოგავად იშრომოს სასურველი შედეგის მისაღწევად.“- ბრაიან პრაისი
  1. „მას აუცილებლად უნდა შეეძლოს კარგად წერა ინტერნეტში, წერილებისა და სტატიების კარგად გაფორმება. მას ასევე უნდა ჰქონდეს აზრის გადმოცემის კარგი უნარი საუბრისას თუ პრეზენტირების დროს და უნდა ითვალისწინებდეს თითოეულ პატარა დეტალსა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება არის ასევე საკუთარი იდეის გაყიდვისა და მსმენელების საჭიროებების კარგად გაგების უნარი.“- ლესლი გოტლები
  1. „დეტალებზე ყურადღების გამახვილება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვალს ავლებ ინფორმაციის კონტენტს, რადგან სწორედ შენ ხარ რეჟისორი და მთავარი შემსწორებელი. ასევე ყოველთვის იყავი კრიტიკულად მოაზროვნე და მრავალფეროვანი შენი როლიდან გამომდინარე – უნდა იყო კრეატიულიც, დიზაინერიც, ანალიტიკოსიც, შემფასებელი და ა.შ. იყავი მრავალმხრივი და გქონდეს ადაპტირების უნარი.“- ჯეფრი ლეფევრი
  1. „ადამიანების რეაქციის წინასწარი განსაზღვრა არის უმნიშვნელოვანესი თანდაყოლილი ნიჭი.“- მერი ბეთ ვესტი
  1. „შენი უნარების სრულყოფილება არასდროს დარჩება შეუმჩნეველი და ყოველთვის დაფასდება. უნდა გიყვარდეს კითხვა; სიამოვნებას უნდა ღებულობდე წერისა და საუბრისგან. ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგად ახსნა, ყოველთვის შეეძლება სხვისი დარწმუნებაც.“- ფრანკ უაილი
  1. „რესურსებით აღსავსე.“- სტივენ ბრაუნი
  1. „საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს იმის განცდა და სურვილი, რომ ის იყოს საზოგადოების წევრი.“- ბეთსი პლანკი

წყარო: PRNEWSWIRE.COM  

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

სერია: წარმატებული პიარ კამპანიები მსოფლიოს მასშტაბით – ვირტუალური კურორტი

prsa_silver_anvil_awardsკამპანიის დამკვეთი: „Hyatt Resorts“

კამპანიის შემსრულელი: პიარ სააგენტო „KWE Associates“

პრემია “ვერცხლის გრდემლი”  ა.შ.შ.

მიმოხილვა

კომპანია Hyatt Resorts წლების განმავლობაში ქმნიდა საკუთარ რეპუტაციას, პოზიციონირდებოდა, როგორც მაღალხარისხიანი დასვენების გარანტი, ორიენტირებული მოგზაურებზე, გოლფის მოყვარულებზე, ოჯახურ დასვენებაზე, წყლის სპორტისა და თავგადასავლების მოყვარულებზე. კომაპნია Hyatt Resorts რამოდენიმე პრობლემის პირისპირ აღმოჩნდა. ეს იყო კონკურენცნიის ზრდა კრუიზული კომპანიებისა და ტუროპერატორების მხრიდან, ასევე დასვენების დროის შეზღუდვა და მოგების შემცირება. ამას თან ერთვოდა ის ფაქტორი, რომ Hyatt Resorts არ გააჩნდა ცხელ-ცხელი ამბები გაყიდვების სტიმულირებისთვის, ეს იქნებოდა ახალი ობიქტის გახსნის ცერემონიალი, თუ ყიდვისა ან გაერთიანების შესახებ ინფორმაცია, ამის გამო რთული ხდებოდა მასმედიის საშუალებით ფართო გაშუქება. Hyatt Resorts-ის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ ყოველი კურორტის ცალკე გაყიდვა აღარ იყო ეფექტური და ვიწრო სამიზნე აუდიტორიას არ ცდებოდა ინფორმაციის გავრცელების არეალი. კომაპნიამ დასახმარებლად მიმართა პიარ სააგენტოს KWE,  მრავალწახნაგოვანი პიარ სტრატეგიის შესამუშავებლად სადაც  Hyatt Resorts-ის 17 კურორტის პოზიციონირება კომპლექსურად მოხდებოდა, კომპანიას ლიდერის სტატუსს შეუნარჩუნებდა და მის პრესტიჟს გაზრდიდა.

კვლევა

სანამ Hyatt Resorts-ის ცნობადობის გაზრდის მიზნით კამპანიის გეგმის შემუშავებას შეუდგებოდა, სააგენტომ ფართო ანალიზი ჩაუტარა 50-ზე მეტ გამოცემას, რომ განესაზღვრათ პროდუქტის მიმდინარე აღქმადობა და ცნობადობა. შედეგი იყო მოულოდნენლი: ის მასმედიის საშუალებებიც კი, რომელთა მიმოხილვა ეხებოდა კურორტებს, არ იცნობდნენ Hyatt Resorts ისეთ ძირითად პროდუქტებს, როგორებიც იყო Camp Hyatt და Golf Hyatt. ნათელი გახდა, რომ იქამდე სანამ ერთ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მოხდებოდა Hyatt Resorts-ის ცალკეული კურორტების წარდგენა, საჭირო იყო მასმედიისთვის თავიდან წარედგინათ კომპანია Hyatt Resorts სავაჭრო ნიშნის განვითარების სტრატეგიასთან ერთად.

კომპანია საჭიროებდა პროდუქტიულ “მოვლენას”, რათა ნოუ-იორკის მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოცენილიყო. ”მოვლენა-ს” უნდამოეცვა 17ივე კურორტი Hyatt Resorts კარიბიდან ჰავაის კუნძულებამდე, ამავდროულად ცალკეული კურორტის თავისებურების ხაზგასმით, ასევე Hyatt Resorts გამოცდილებაზე და დასვენების ორგანიზების ხარისხზე უნდა გამახვილებულიყო ყურადღება ასეთი ტაქტიკა თავისთავად იყო საჭირო იმის გამოც, რომ მომხდარიყო Hyatt Resorts-ის წარდგენა, როგორც სამოგზაურო ინდუსტრიის შემოქმედებითი ინოვაციების დამნერგავი კომპანიისა. აქცენტი გაკეთდა კონტრასტზე დაჩვეული და მოსაბეზრებელი გამოფენები სმაგივრად KWE-მ შექმნა Hyatt Resorts-ისთვის ვირტუალური კურორტები.

დაგეგმვა

გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელი იყო ფინანსური და ფიზიკური საშუალებების გამო, ყველა სამიზნე მასმედიის საშუალება, ტურისტული სააგენტო და მსხვილი მომხმერებელი

17-ივე კურორტზე ჩაეყვანათ, გადაწყიტეს “მთა მიეყვანათ მუჰამედთან” და გაუკეთეს ორგანიზება სახუმარო, ინტერაქტიულ ორდღიან მოვლენას ახალ იორქსიტიში, მისადაგებული Hyatt Resorts-ის ვირტუალურ კურორტის გახნასთან. ვირტუალური კურორტი ახდენდა 17-ივე კურორტზე დასვენების იმიტირებას მანჰეტენიდან გაუსვლელად.

მიზნები

1.Hyatt Resorts პოზიციის გამყარება, როგორც ნოვატორისა დასვენების ორგანიზების ბაზარზე;

2.Hyatt Resorts სავაჭრო ნიშნის გაცნობის კამპანიის დაწყება რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მომხმარებელზე და მასმედიის სამიზნე ნაწილზე;

3.Hyatt Resorts-ის ცნობადობის და ინფორმირებულობის დონის ამაღლება, როგორც  დასვენებისთვის საუკეთესო ადგილისა;

სტრატეგია

  • ყურადრების მიქცევის მიზნით იყო გამოშვებული მუსიკალური რუკა “save the date”, რომლის საშუალებითან ხდებოდა ანონსირება “სად”, მაგრამ არ ამხელდა “როდის”.
  • სრულიად ახალი მიგნება იყო სპეციალურად ამ მოვლენისთვის კლიენტებისთვის შემუშავებული სააბაზანე კომპლექტი, დაბეჭდილი მოსაწვევით, რომელიც სთავაზობდა სტუმრებს და მათ ოჯახის წევრებს Hyatt Resorts-ის კურორტებზე დასვენებას, მათშორის ღამისთევით, ორდღიანი გასართობი პროგრამის, მიღებას და კიდევ უამრავ სიურპრიზს.
  • Hyatt Resorts-ის, როგორც დასვენების ნოვატორი კომპანიის პოზიციონირების მხარდასაჭერად ექსპერტებთან ერთად იყო შემუშავებული შეთავაზებების ფართო სპექტრი – ოჯახური დასვენებიდან გოლფის ტურებით დამთავრებული.

როდესაც მოსაწვევბი დაიგზავნა, წინმსწრები კამპანიის დახმარებით, მოვლენისადმი ინტერესი შენარჩუნებული იყო. ვირტუალური კურორტი ისე შეიქმნა, რათა ადამიანის ხუთივე გრძნობა ყოფილიყო ჩართული ინფორმაციის აღქმაში, მულტიმედიური საშუალებების, დეკორატიული ობიექტებისა და რეგიონალური მიდგომების დახმარებით. იმისთვის რომ Hyatt Resorts-ის დიდ გამოცდილებაში დარწმუნებულიყო კლიენტი, ყოველი კურორტის დირექტორიდან ფიტნეს ინსტრუქტორამდე ჩართვა გახდა საჭირო.

მოვლენას ადგილი ქონდა  UN Plaza Park Hyatt-ის უზარმაზარ ლობიში (2000 მ2 ფართი), საცურაო აუზებში, ჩოგბურთის მოედნებსა და ფიტნეს-ცენტრებში. წარმოდგენილი იყო სათითაო კურორტის სპეციფიკა, Camp Hyatt, Golf Hyatt, წყლის აქტივობები, ფიტნეს პროგრამები, მინერალური წყლის წყაროებიც კი. მოვლენა იწყებოდა ავიაგადაფრენის იმიტირებით ბიზნეს კლასის სალონში, სტუმრებს ხვდებოდა American Airlines-ის პერსონალი.

რეალიზება

ყოველი ცალკეული კურორტის თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ ადგილობრივ ფლორაზე, ფაუნაზე და რეგიონის კულტურაზე. 17 კურორტს 17 ოთახი წარმოადგენდა. ყოველი მათგანი იყო დეკორირებული შესაბამისი ატრიბუტიკით. 17 კურორტი ასევე იყო დაყოფილი 4 ჯგუფად Hyatt Resorts მიმართულებიდან გამომდინარე კვებიდან და სასმელებიდან დაწყებული აქტივობებით დამთავრებული. სტუმრებს და მათ ოჯახის წევრებს ეძლეოდათ საშუალება ესწავლათ ცეკვა ჰავაის კუნძულებზე, ვირტუალურად ჩაეყვინთათ ნიღბით და აკვალანგით, ეთამაშათ გოლფი ან სერფინგის დაფით ტალღებს შეჭიდებოდნენ კარიბის კუნძულებზე, ესწავლათ იალქნიანი ნავის მართვა, ფლამენკოს ცნობილი მომღერალი ესტებანის სიმღერით დამტკბარიყვნენ, თხილამურებზე ესრიალათ ზამთრის სასწავლო ოთახში. ღონისძიებას თან ერთვოდა ადგილობრივი საჭმელებისა და სასმელების დაგემოვნება. ბავშვებს ცალკე პროგრამა ქონდათ, ისინი ორცხობილებზე მოხატვას სწავლობდნენ, ნიღბებს აფერადებდნენ, ჰავაის დამწერლობას სწავლობდნენ, მარიონეტების შოუს მართავდნენ, წყლის და ეზოს თამაშებით ხალისობდნენ.

მაგრამ საკვანძო ელემენტი ამ გენიალური სტრატეგიისა იყო სპეციალურად შემუშავებული პროფესიონალური სემინარები მოგზაურობის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციების შესახებ. მასმედიისა და მოგზაურობის ინდუსტრიის წარმომადგენლები აქტიურად მსჯელობდნენ მათთვის საინტერესოდა “ცხელ” თემებზე, გამაჯანსაღებელი დასვენებიდან დაწყებული რომანტიკული და საოჯახო მოგზაურობით დამთავრებული. მედიას გადაეცა ამომწნურავი ინფორმაცია Hyatt Resorts-ის ყველა კურორტის შესახებ თავის უნიკალურიბის ხაზგასმით. Hyatt Resorts-ის ყველა ხელმძღვანელი შეხვდა მასმედიის წარმომადგენლებს და გაესაუბრა მათ საკუთარი კურორტის შესახებ.

პრობლემები

ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც ჩვენ წავაწყდით, იყო “ქარიშხალი”, რომელმაც ფაქტობრივად ნიუ-იორკის პარალიზება მოახდინა ვირტუალური კურორტის გახსნამდე ერთი კვირით ადრე. ნიუ-იორკის აეროპორტების შეფერხებულ მუშაობას დაერთო დეკორაციისა და რეკვიზიტის ელემენტების დაგვიანებით ჩამოსვლა, ასევე კომპანია Hyatt Resorts-ის მმართველ ჯგუფის არარეგულარური ჩამოსვლა. დამატებით კიდევ ერთი ქარიშხლის მოლოდინში, ჩვენი ჩანაფიქრის წარმატებულად რეალიზების გამო ჩვენ გადავიტანეთ ვირტუალური კურორტის გახსნა.

“ნეგატიური” მოვლენის ორ პოზიტიურ მომენტში გარდასახვა, პირველის ის რომ მოგვეცა დამატებითი დრო ყველაფერი უკეთესად გაგვეკეთებინა, და მეორე, ჩვენ შევატყობინეთ ღონისძიების ახალი თარიღი იმ მასმედიის საშუალებებს და ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ დასწრებას წინა თარიღის გამო, რამაც დამსწრე საზოგადოება 10% გაზარდა.

შეფასება

  • 120 მასმედიის საშუალებამ მიიღო მონაწილეობა ჩვენს მიერ ორგანიზებულ მოვლენაში და საკუთარ თავზე გამოსცადა Hyatt Resorts-ის ყოველი შეთავაზება. ამის შედეგად თითქმის ყველა ტელეარხმა და რადიოსადგურმა გააშუქა ვირტუალური კურორტი, მათ შორის იყო საერთაშორის გამოშვებებიც, ასევე უამრავი ინფორმაცია დაიბეჭდა ყველა მოწინავე ჟურნალსა თუ გაზეთში მთელი ქვეყნის მაშტაბით.

მარტო ბეჭვდურმა მედიამ მოიცვა 77 მილიონი მკითხველი. განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა ელექტრონული გამოცემები. 16 მილიონი მაყურებელი პირდაპირ ჩართვებს უყურებდა.

  • წარმატებული კამპანიის შედეგად Hyatt Resorts-მა დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია გასართობ დასასვენებელ კურორტთა შორის. მედიის მხრიდან ინტერესი კიდევ დიდ ხანს გრძელდებოდა, შხირად იყო მიმართვა გადაცემაში და დიკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ან კომენტარის გასაკეთებლად Hyatt Resorts-ის ხელმძღვანელების მიმართ. ამავდროულად გაიზარდა გაყიდვები მხოლოდ პიარ საშუალებების გამოყენებით ზამთრის სეზონზე – 9%-ით, ხოლო ზაფხულში – 10%-ით.

სტივ ჯობსი – აკეთე საყვარელი საქმე

Stiv_Jobs_2სტივ ჯობსი ჩვენი დროის ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული ბიზნესმენი იყო. მისი წარმატების ამბავი ლეგენდად იქცა – ამ ადამიანმა შექმნა Apple და ანიმაციური სტუდია Pixar, რომელმაც მილიარდერად აქცია და მისი სახელი უკვდავყო.

ჯობსის აღმასვლა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როცა მან და მისმა მეგობარმა სტივ ვოზნიაკმა ერთ-ერთი პირველი პერსონალური კომპიუტერი შექმნეს, რომელსაც დიდი კომერციული პოტენციალი ჰქონდა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ჯობსს ბევრი პრობლემა და სირთულე შეხვდა, თუმცა მაინც მოახერხა კომპანია „ეპლის“ მსოფლიო ბრენდად გადაქცევა – დღეს ნებისმიერი ადამიანი იცნობს „ეპლის“ ლოგოს: მოკბეჩილ ვაშლს.

მის მიერ შემუშავებულმა და სრულყოფილმა კომპიუტერებმა თუ აიფონებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ტექნოლოგიისა და მუსიკის ინდუსტრიაზე. მას ხშირად უწოდებენ „ციფრული რევოლუციის“ მამას. სტივ ჯობსი იყო შესანიშნავი ორატორი, რომელსაც თავად გამოჰქონდა პრეზენტაციებზე ინოვაციური პროდუქტები და სახალისო შოუებსაც დგამდა.

ადამიანი, რომელმაც ნამდვილად ეპოქა შექმნა, 2011 წელს გარდაიცვალა სიმსივნით და დატოვა ათასობით მიმდევარი, რომელიც მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უდიდეს პატივს სცემს.

წარმატების წესები სტივ ჯობსისგან:

  1. აკეთეთ საყვარელი საქმე; იპოვეთ ჭეშმარიტი გატაცება და მიდრეკილება; ერთადერთი საშუალება, რაღა მართლა ღირებული გააკეთოთ, არის ის, რომ გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ.
  2. იყავით სხვანაირი; იფიქრეთ სხვანაირად; „ჯობია, მეკობრე იყოთ, ვიდრე მეზღვაური“.
  3. გააეთეთ საუკეთესო იმ შესაძლებლობებით, რაც გაქვთ; ნებისმიერ საქმეში მიაღწიეთ საუკეთესო შედეგს; მორჩით ძილს! წარმატებას კიდევ მეტი წარმატება მოაქვს; ისწრაფეთ წარმატებისენ! დაიქირავეთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე და ესწრაფვიან სრულყოფილებას.
  4. ჩაატარეთ SWOT ანალიზი (სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდი), რომელიც ორგანიზაციის შიდა და გარე სივრცის ფაქტორებს გამოავლენს და მათ ოთხ კატეგორიად ყოფს: Strengths (ძლიერი მხარეები), Weaknesses (სუსტი მხარეები), Opportunities (შესაძლებლობები) და Threats (საფრთხეები); როგორც კი თქვენი კომპანია გაგიჩნდებათ, ქაღალდის ფირცელზე ჩამოწერეთ კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები; უყოყმანოდ მოისროლეთ კომპანიიდან დამპალი „ვაშლები“.
  5. იყავით ინიციატივიანი; ყოველ ჯერზე ახალი დიდი მიზანი დაისახეთ. მრავალ იდეას შორის იპოვეთ ის, რომელსაც სწრაფად და დამაჯერებლად უნდა შეასხათ ხორცი და… ამ იდეებთან ერთად მოემზადეთ ახალი წარმატებისთვის; ხანდახან პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია, მაგრამ გარისკეთ! თამამად მიენდეთ თქვენს გულსა და ინტუიციას.
  6. დიადზე ფიქრისას მცირედით დაიწყეთ; არ იფიქროთ ყველაფერზე ერთბაშად; დაიწყეთ რამდენიმე მარტივი ჩანაფიქრით და ასე მიაღწევთ უფრო რთულამდე; არ იფიქროთ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე, მაგრამ მომავალიც არ დაივიწყოთ.
  7. ეცადეთ, ბაზარზე ლიდერი გახდეთ; დანერგეთ წამყვანი ტექნოლოგიები თქვენი საქმიანობის ყველა სფეროში და ამასთან, გააკონტროლეთ ისინი; თუ არსებობს უფრო უკეთესი ტექნოლოგია, გამოიყენეთ, თუნდაც მას არავინ იყენებდეს; იყავით პირველი და შექმენით სტანდარტები.
  8. სწორება აიღეთ შედეგზე! ადამიანები თქვენი ქმედებებით განგსჯიან, ამიტომ შედეგი უმთავრეს მიზნად დაისახეთ. იყავით ხარისხის საზომი; თუმცა, ყველა ადამიანი არ არის ორიენტირებული უმაღლეს ხარისხზე, ამიტომ განუმარტეთ მისი უპირატესობები; უიმისოდ ისინი არ იყიდიან საქონელს.
  9. მიაქციეთ ყურადღება დიზაინს – „ჩვენ ისეთი მშვენიერი ღილაკები შევქმენით, რომ მათი მოფერება მოგინდებათ“.
  10. იკითხეთ რჩევა! გაესაუბრეთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს; ყველა მათგანი გამოთქვამს ერთ სასარგებლო მოსაზრებას მაინც; მაგრამ თუ თქვენ საქმის მთავარი რგოლი ხართ, შეიძლება ხანდახან არც გაგცენ სწორი პასუხი, რადგან შეეშინდებათ თქვენი. მაშინ შეინიღბეთ ან სხვა წყაროებთან მოიძიეთ ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილეთ მათზე, ვინც თქვენი პროდუქციის მომხმარებელია, უპირველესად, მათი აზრი გაითვალისწინეთ.
  11. გამუდმებით ეძიეთ სიახლეები! ინოვაციები განასხვავებს ლიდერს მიმდევრებისგან. განკარგეთ! შესაძლებელობა მიეცით სხვა ხელმძღვანელებს, სამუშაო რუტინის 50% შეასრულონ, დანარჩენი 50% თქვენთვის დაიტოვეთ, ინოვაციისთვის. ათასობით რამეს უთხარით „არა“, რომ თავდაჯერება შეინარჩუნოთ და არ ასცდეთ სწორ გზას, არ დახარჯოთ ძალა მეტისმეტად ბევრ რამეზე. კონცენტრირება მოახდინეთ ნამდვილად მნიშვნელოვან იდეებსა და რადიკალურ ინოვაციებზე. დაიქირავეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ საუკეთესო რამეების შექმნა. ტექნიკურ კომპანიაშიც კი უნდა შეიქმნას პროდუქტზე ორიენტირებული თანამშრომლების კულტურა. ბევრ კომპანიას ჰყავს ნიჭიერი ინჟინრები და სპეციალისტები, მაგრამ შედეგის მისაღებად საჭიროა ერთიანი ძალა, გუნდური მუშაობა.
  12. შეცდომები გააანალიზეთ. ხანდახან ახლის შექმნისას შეცდომებს ვუშვებთ. ამიტომ ეცადეთ, სწრაფად აღმოფხვრათ და მათი გათვალისწინებით სხვა იდეები დახვეწოთ.
  13. გამუდმებით ისწავლეთ! ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის სწავლა. გაუცვალეთ აზრები სხვა ადამიანებს, თუნდაც არა თქვენს კომპანიაში. ბევრს ისწავლით მომხმარებლებისგან, ონკურენტებისა და პარტნიორებისგან. თუ თქვენი პარტნიორი იმ ადამიანებთან მეგობრობს, ვინც თქვენ არ მოგწონთ, სცადეთ მათი შეყვარება, შეაქეთ ისინი და ყოველივე ამისგან სარგებელი მიიღეთ. ისწავლეთ მტრების გულახდილად, მაგრამ სამართლიანად გაკრიტიკება.

*მილიონერის რჩევები

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

ნინა პერტენავა – “პერიტუს გრუპი” “ჩვენ გვაქვს ფუფუნება, თვითონ ავირჩიოთ ჩვენი კლიენტები”

IMG_0671PR სპეციალისტი ჰგავს მოგზაურს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ადგილს სტუმრობს და მისი თითოეული კუთხიდან რაღაც ახალს სწავლობს საკუთარი ინტელექტისა და აზროვნების გასავითარებლად.

PR-ი თქვენი ნაწილი გახდა, ჰარმონიულად შეერწყა თქვენს ცხოვრებას და აზროვნების სტილი შეცვალა… თუ თქვენ ასე არ აღიქვამთ PR-ს, მაშინ ვერავითარი განათლება და ვერც რამოდენიმე დიპლომი ვერ იქნება წარმატების გარანტი. თეორიული ცოდნა ძალიან მშრალია, რომელიც გვასწავლის,  თუ როგორ უნდა გამოიყენო საკომუნიკაციო ინსტრუმენტი. ხოლო თუ არ ხდება ქმედების ზუსტი არსის განსაზღვრა, აუდიტორიის მოტივირება, მის ემოციურ შრეში შეღწევა, მაშინ ვიღებთ სპეციალისტს, რომელსაც არ გააჩნია სტრატეგიული აზროვნების უნარი – ის მხოლოდ კარგი შემსრულებელი ხდება. ამას კი PR-ის გარდა, სხვა მომიჯნავე დარგების კარგი ცოდნა უწყობს ხელს.

2015 წლის ტენდენციაა კომუნიკაციების მართვაში დადებითი პიროვნული  თვისებების ჩამოყალიბება, კეთილგანწყობის შექმნა, ეთიკურობა და კომუნიკაბელურობაა. თუ ადრე პროფესიონალი იყო ის, ვისაც უფრო გულცივად შეეძლო კოლეგისთვის შეკვეთის ან კლიენტის “ახევა”, ახლა ეს სუსტ მხარედ ითვლება და ამას მივესალმები.

PR სპეციალისტი ისედაც უნდა იყოს კომუნიკაბელური გამომდინარე იქიდან, რომ ის აკავშირებს განსხვავებული შეხედულებების, სქესისა და განათლების მქონე ადამიანებს. კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი თვისება არის სტრესულ სიტუაციაში სიმშვიდისა და იუმორის გრძნობის შენარჩუნება. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს წარმატების ძირითადი წინაპირობაა. ხოლო ჩემი PR-ში მოსვლის გზა ასეთი იყო: პირველი განათლებით ვიყავი ხელოვნების ისტორიის კრიტიკოსი. ეს პროფესია ავირჩიე მრავალფეროვანი მიმართულების გამო. საინტერესო საგნები შევისწავლე, რაც სამომავლოდ საკუთარი თავის PR სპეციალისტად ჩამოყალიბებაში დამეხმარა – ეს იყო მითოლოგია, მსოფლიო რელიგიები, ფსიქოლოგია, ხატვა, ხელოვნების ისტორია, ეთიკა და ესთეტიკა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უმალვე დავიწყე მუშაობა – ჩემი პირველი სამსახური იყო PR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი ახლად გახსნილ სამედიცინო კომპანიაში. იდეა, რომ მე მემუშავა ამ მიმართულებით, იყო თვითონ კომპანიის მფლობელის. მან მაჩუქა იმ დროისთვის ძალიან იშვიათი, ამერიკიდან ჩამოტანილი წიგნები PR-ისა და რეკლამის დარგში; გავიარე ტრენინგები და მასტერ–კლასები ცნობილ სპეციალისტებთან; მომცა სრული თავისუფლება;  გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი, სოციოლიგი, ფსიქოლოგი და ტრენინგ ცენტრი. დღესაც ვამაყობ იმ დროს გაკეთებული კამპანიებით. ჩემი შემდეგი ნაბიჯი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება  სასწავლებლად. იღბლიანი აღმოვჩნდი კიდევ ერთხელ და რამოდენიმე იქაური გავლენიანი პიროვნება დამეხმარა –  პროფესორმა რასტი ბრუქსმა ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტში ოთხ PR სპეციალისტთან ერთად გასაუბრება ჩამიტარა და დაასკვნეს, რომ საკმარისად კარგი თეორიული ცოდნა მქონდა  და პრაქტიკა უფრო მჭირდებოდა. ამის შემდეგ ერთ-ერთ მსხვილ PR სააგენტოში “Jackson Spalding”-ში დავიწყე მუშაობა. სააგენტოში 76 თანამშრომელი მუშაობდა და მათ ცათამბჯენის მთელი სართული ეკავათ. სააგენტოს კლიენტები იყვნენ “CoCa-Cola”, “Delta Airlines”, “Orkin ” და მრავალი სხვა. კომპანია ასევე  ჩართული იყო წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაში. მუშაობის იქაური სტილი ძალიან განსხვავდება ჩვენისგან –  რაც იქ ეფექტურია, აქ ელემენტარული შედეგის მოცემა გაუჭირდება. თუმცა ძალიან პროფესიონალურად უდგებიან ყველაფერს, ერთი სიამოვნებაა იქ მუშაობა – ყველაფერს გეგმავენ 1 წლით ადრე, დელეგირების დონე მაღალია, აქვთ კრიზისული გეგმა. მახსოვს ერთხელ ახალი კლიენტის ინტერვიუზე მე გამიშვეს.  ორი მილიარდერი ბაბუა იყო, მოკრძალებული ოფისი ჰქონდათ, არც დაცვა, არც კამერები – ჩვეულებრივად იყვნენ ჩართულები სამუშაო პროცესში. ვახშამზე ხან  “City Bank”-ის და ხან “Bank of America”-ს წარმომადგენლების გვერდზე ვიჯექი. საარჩევნო კანდიდატსა და პრეს-სპიკერებს იმდენს ავარჯიშებდნენ ლაპარაკის მანერის, ჟესტიკულაციისა და მიმიკის დაყენებაზე, რომ ეს ცალკე ხელოვნება იყო. სწორედ ამ შთაბეჭდილების ქვეშ ჩავაბარე იმიჯმეიკინგის კურსებზე, ამჯერად მოსკოვის სახელმწიფო უნივესიტეტთან არსებულ ART & IMAGE  რეპუტაციის მქონე ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. სამწუხაროდ, ჩვენთან იმიჯმეიკინგი მხოლოდ ადამიანის გარეგნობასთან არის ასოცირებული.

2008 წელს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნეთ სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “პერიტუს გრუპი”, რომელიც მართლა შვილივით გვიყვარს და სულ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ფუფუნება, თვითონ ავირჩიოთ ჩვენი კლიენტები. ახლა PhD-ის გაკეთებას ვაპირებ იმიჯისა და რეპუტაციის მიმართულებით, შემდგომში კი ამ მიმართულებით მუშაობას და მის პოპულარიზაციას.

PR-ს, როგორც დარგს ბევრი კარგი სპეციალისტი სჭირდება და მე მჯერა, რომ ჩვენს შემდეგ ჩვენზე კარგი სპეციალისტები მოვლენ.

ნინა პერტენავა,

სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო “პერიტუს გრუპი”დამფუძნებელი/ PR ექსპერტი

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

რით განსხვავდება საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) მარკეტინგისგან ?

PR-marketingსაზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) მარკეტინგისგან რამდენიმე მახასიათებლით განსხვავდება, თუმცა ისინი ხშირად ფარავენ ერთმანეთს.  ორივე მათგანი ორგანიზაციის ურთიერთობათა დარგში საქმიანობს და ორივე ერთნაირ ან მსგავს საკომუნიკაციო იარაღებს იყენებს აუდიტორიამდე მისაღწევად. ორივე მათგანის საბოლოო ამოცანაა ორგანიზაციის წარმატების უზრუნველყოფაა. თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი ამ ამოცანას სხვადასხვა პერსპექტივიდან და მსოფლმხედველობიდან უდგება.

საზოგადოებასთან ურთიერთობა არის მართვის პროცესი, რომლის მიზანია, მიაღწიოს და შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა იმ სოციალურ ჯგუფებებს შორის, რომლებზეც დამოკიდებულია ორგანიზაცია თავისი მისიის შესრულებისას. მისი ძირითადი პასუხისმგებლობაა, შექმნას და შეინარჩუნოს სტუმართმოყვარე კეთილგანწყობილი გარემო ორგანიზაციისთვის. მარკეტინგი კი არის მართვის პროცესი, რომლის მიზანია, მიიზიდოს და დააკმაყოფილოს მომხმარებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა მიაღწიოს ორგანიზაციის მიერ დასახულ ეკონომიკურ ამოცანებს. მისი ძირითადი მოვალეობაა, შექმნას და შეინარჩუნოს ბაზრები ორგანიზაციის პროდუქციისა და მომსახურებისთვის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობა მიმართულია ურთიერთობების დასამყარებლად და ორგანიზაციის ირგვლივ კეთილი ნების ატმოსფეროს შესაქმნელად; მარკეტინგი კი მიმართულია მომხმარებლისკენ და პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვისკენ.

ჯეიმს გრუნინგმა, ჟურნალ „Excellence in Public Relations and Communication Management“-ის რედაქტორმა, მკვეთრად განასხვავა ერთმანეთისგან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი: მისი თქმით, მარკეტინგის ფუნქციაა, კომუნიკაცია აწარმოოს ბაზრებთან ორგანიზაციის პროდუქციისა და მომსახურების გასაყიდად. საზოგადოებასთან ურთიერთობა კი ორგანიზაციის ყველა ჯგუფისა თუ ადამიანების ერთობებისკენ უნდა იყოს მიმართული. მარკეტინგის მთავარი მიზანია ფულის კეთება ორგანიზაციისთვის მოთხოვნათა სწორი განსაზღვრით. საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი მიზანი კი არის ფულის დაზოგვა ორგანიზაციისთვის საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობების დამყარებით, რომელიც აძლიერებს და ხელს უწყობს ორგანიზაციის შესაძლებლობებს, შეასრულოს მასზე დაკისრებული მისია.

დ. უილკოქსი

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

3 რჩევა პიარ პროფესიონალებს

IMG_20130820_120748ვიზუალური თხრობა

მაშინ როდესაც თანამედროვე მსოფლიოში აუდიტორია ასობით მარკეტინგულ შეტყობინებას იღებს ყოველდღიურად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ კომუნიკაცია გავხადოთ მეტად ვიზუალური და შესაბამისად, მომენტალურად გასაგები. მთავარი გასაღები ამ მიზნის წარმატებით შესასრულებლად კი არის ის, რომ თეორიულად თხრობის მაგივრად, ვიზუალურად დაანახო აუდიტორიას ის რისი მიტანაც გსურს მასთან. რაც უფრო მარტივად აღსაქმელი იქნება გამოსახულება, მით უფრო გამარტივდება კომუნიკაცია კომპანიასა და მის აუდიტორიას შორის.

სოციალურ მედიაში ჩართულობა

სოციალური მედია ინარჩუნებს აქტუალურობას და კვლავაც ერთ-ერთ ეფექტურ არხად მოიაზრება აუდიტორიაზე გასასვლელად. კომპანიები, რომლებიც აქამდე წარმოადგენდნენ პრაქტიკანტებს სიციალური მედიის პოსტების შექმნაში, 2015 წლიდან იძულებულნი გახდებიან უფრო ზუსტად შეიმუშაონ სტრატეგია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის პოსტები უნდა გაავრცელონ და რა მიზნით.

მეტიც, ორგანიზაციებისთვის უფრო შედეგიანი იქნება თუ ჩამოაყალიბებენ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც იმუშავებს სოციალური მედიის კუთხით. სოციალურ მედიაში ჩართულობა უნდა იყოს ერთ-ერთი მოწინავე და არა უმნიშვნელო აქტივობა ნებისმიერი კამპანიისთვის. გასათვალიწინებელია ის ფაქტიც, რომ შინაარსი მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა, როდესაც საქმე ციფრულ მედიას ეხება.

კრიზისული კომუნიკაციები

დღევანდელ დღეს, ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა შეიმუშავონ გეგმა კრიზისული კომუნიკაციებისთვის. სმარტფონების ეპოქაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის კრიზისი შეიძლება ჩამოყალიბდეს ისევე სწრაფად, როგორც იქმნება მარტივი ფოტოსურათი ან ტვიტერისა თუ სხვადასხვა ბლოგ პოსტი ონლაინ სივრცეში. დღევანდელი მომხმარებლები ფლობენ იმდენად ძლიერ საკომუნიკაციო საშუალებებს ჯიბეებში, რომ სულ, უფრო და უფრო, ხმამაღლა ჟღერს და მარტივად ვრცელდება მათი ნეგატიური დამოკიდებულება კომპანიების მიმართ.

რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას სხვადასხვა პორტატული მოწყობილობების მეშვეობით და რაც უფრო სწრაფად გავრცელებადი ხდება ინფორმაცია, მით უფრო აუცილებელი ხდება, რომ კომპანიებმა წინასწარ შეიმუშავონ გეგმა სავარაუდო კრიზისული სიტუაციებისთვის. ჩამოაყალიბეთ კრიზისული კომუნიკაციების გუნდი ინციდენტამდე ადრე და განაახლეთ გეგმა ყოველ რამდენიმე თვეში. თუკი არ იცით საიდან დაიწყოთ, გადახედეთ თქვენი მსგავსი კომპანიების კრიზისული კომუნიკაციების გეგმას.

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი