Home »

იპოვე შენი ექსპერტი

ჩვენ ვმუშაობთ რეპუტაციაზეხოლო რეპუტაცია თქვენზე

ჩვენ ვმუშაობთ რეპუტაციაზე – ხოლო რეპუტაცია თქვენზე

პიარი, ბრენდინგი, მარკეტინგი და ღონისძიებების დაგეგმვა ნებისმიერი ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელთა სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაზეა დამოკიდებული კომპანიის იმიჯი, რეპუტაცია და წარმატება. ყველა თანამედროვე ორგანიზაციისათვის აუცილებელია პიარის, ბრენდინგისა და მარკეტინგის სტრატეგია, რის განხორციელებაშიც ჯგუფი პერიტუსი დაგეხმარებათ. პერიტუსის ახალგაზრდა და ენერგიული ჯგუფის მიზანია ბიზნეს კომპანიებს დაუგეგმოს ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგია. ჯგუფი პერიტუსი ქართულ ბაზარზე დაგეგმარების საკმაოდ ინოვაციური მეთოდით, სრულიად ახლებური იდეებითა და ხედვით შემოვიდა. ვებგვერდ http://www.peritus.ge-ს საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმის პრინციპით დაუკავშირდნენ ჯგუფს, აირჩიონ მომსახურეობა და შეავსონ კითხვარი, ხოლო პერიტუსის გუნდი ოპერატიულად მიაწვდის არჩეულ სერვისს. პერიტუს ჯგუფის მეთოდი ამარტივებს ურთიერთობის ფორმას და მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული. დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას პერიტუს გუნდთან ერთად ქართველი და უცხოელი ექსპერტები გაუწევენ. პერიტუს ჯგუფის ოპერატიულობა და მობილურობა საშუალებას აძლევს მომხმარებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლოს მომსახურეობით. პერიტუს ჯგუფის მიზანია დაეხმაროს კომპანიებს, ეფექტურად დაგეგმონ მომხმარებელთან კომუნიკაცია და შეიქმნან დადებითი იმიჯი და რეპუტაცია.

სალომე მეცხვარიშვილი – გაზეთი 24 საათი

Leave a comment