Home » ახალი ამბები » PERITUS GROUP-ის პრეზენტაცია

PERITUS GROUP-ის პრეზენტაცია

19 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო  “რედისონში” საკონსულტაციო ჯგუფის – “PERITUS GROUP” -ის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია ახლახანს ამოქმედდა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ბაზარზე და მომხმარებელს უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს. ღონისძიებას ცნობილი ექსპერტები – რამაზ საყვარელიძე, მარიკა დარჩია, ნათია კალაძე და სხვადასხვა კომპანიების პიარ მენჯერები დაესწრენენ.
“PERITUS.GE” -ს ძირითად უპირატესობას მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა წარმოადგენს. კომპანიის ვებგვერდის საშუალებით, ოფისიდან გაუსვლელად, შესაძლებელია სასურველი სერვისის არჩევა და შეძენა. გარდა ამისა, ვებგვერდზე მოქმედებს ექსპერტ-ცენტრი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს, ასევე მარკეტინგისა და პიარ მენეჯერებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.
19 მაისს, “PERITUS.GE” ბიზნეს კომპანიების, არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორის წინაშე წარსდგა საკუთარი გუნდით, რომელიც, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ავტორიტეტულ უცხოელ ექსპერტებსაც აერთიანებს. ისინი დაინტერესებულ ორგანიზაციებს პიარის, ბრენდინგის, მარკეტინგის, მედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით სტრატეგიულ გეგმებს მოუმზადებენ და კონსულტაციებს გაუწევენ.
PERITUS.GE -ს  ვებგვერდზე თავისთვის საინტერესო სერვისებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც იპოვნიან .
 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s