Home » ახალი ამბები » ექსპერტები პერიტუსის სტუდენტური კონკურსის შესახებ ?

ექსპერტები პერიტუსის სტუდენტური კონკურსის შესახებ ?

რატომ არის მნიშვნელოვანი სტუდენტური კონკურსი ?

მარიკა დარჩია ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობებში, მედია  სახლპალიტრას” კრეატიული დირექტორი.

სტუდენტური კონკურსები ყველა ქვეყანაში განსაკუთრებულად  მნიშვნელოვანია, რადგან ეს გარკვეული სტიმულია მომავალი საქმიანობისათვის და აგრეთვე, ძალიან კარგი ფორმაა საკუთარი ძალების გამოსაცდელად.

ამ ტიპის კონკურსებში არა მარტო გამარჯვებაა მნიშვნელოვანი, არამედ მონაწილეობაც საკმაოდ ფასეულია, რადგან  მომავალი  CV-სათვისაც ეს ყოველთვის კარგ მახასიათებლად ითვლება.

კონკურსი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ახალი იდეების გენერაციას მისცენ დასაბამი, მიეჩვიონ გარკვეული მოთხოვნებისა და დროის ფარგლებში აზროვნებასა და პროექტის წერას, თუ წარდგინებას, რაც მნიშვნელოვანია მათი მომავალი  კარიერისათვის. 

ბერდია ნაცვლიშვილი – ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობებში, ფაბლისითი ჯგუფის დამფუძნებელი/პიარ კონსულტანტი

სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უდრის ახალ შესაძლებლობებს, ახალ მეგობრებს, პიარ პროფესიონალებთან პირდაპირ კავშირს და აზრთა გაცვლა-გამოცვლას, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას და თქვენი სახელის, როგორც მომავალი პიარ პროფესიონალის ცნობადობის დამკვიდრებას.


ნათია კალაძე – მედია ექსპერტი, საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი.

პერიტუსი, როგორც ყოველთვის ინოვაციური პროექტებით გამოირჩევა. სტუდენტური კონკურსი საზოგადოებასთან ურთიერთობებში კომპანიის მიერ სიახლეებისკენ სწრაფვის შედეგია. კონკურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებას და ამავდროულად, მონაწილეებს მისცემს პროფესიული ზრდისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s