Home »

ბრენდების ომი

imagesჩვენ ვცხოვრობთ ინდივიდუალიზმის ეპოქაში, სადაც მკვეთრად გამოხატულ განსხვავებულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განსხვავებულობის და ინდივიდუალიზმის მიღწევა არც თუ ისე იოლია დღევანდელ სამყაროში, სადაც გასაკვირი თითქმის არაფერია.  ინდივიდუალიზმი დღევანდელ დროს როგორც პროდუქტს, ასევე ადამიანს აძლევს სხვა ადამიანის ცნობიერებაში შეღწევის და სტაბილური ადგილის დამკვიდრების საშუალებას. დღესდღეობით ამ ადგილის მოპოვებისათვის იხდიან დიდ ფულს როგორც კომპანიები, ასევე ადამიანები.

რისთვის გვჭირდება ადგილის მოპოვება? ალბათ ზეგავლენის მოხდენისათვის ? ! გავლენა ძალიან პოპულარული სიტყვაა დღეს, რადაგან მასზეა დამოკიდებული თითქმის ყველაფერი. გავლენიანი პროდუქტები, რომლებიც ბრენდებად ჩამოყალიბდნენ დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე და არა მარტო. დღეს ქვეყნებს შორის ბრენდების ომი მიმდინარეობს, აღარ არის საჭირო სამხედრო ძალის გამოყენება, როდესაც იგივე ეფექტი ქვეყნის ბრენდების საშუალებით დაპყრობით მიიღწევა. თუ რომელ ქვეყანას აქვს ჩვენზე დიდი გავლენა, ამ კითხვაზე მარტივად, სუპერმარკეტებში ბრენდებზე ამოკითხული მწარმოებელი ქვეყანა გაგვცემს პასუხს.

რა მეთოდებით ხდება ბრენდების მეშვეობით გავლენის მოპოვება და მათი საშუალებით მომხმარებლების მოტივირება ან მანიპულირება, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეთიკა და ოქროს შუალედი.  ზოგიერთი კომპანიები მოტივაციის გზით ინარჩუნებენ მომხმარებლების კეთილგანწყობას, ხოლო რამოდენიმე მათგანი მანიპულაციის საშულებით ცდილობს ლოიალურად განწყობილი ადამიანების წრის შექმნას და შენარჩუნებას.

დავახასითოთ რა ფენომენია ბრენდი ? რატომ იპყრობს ის ჩვენს  გონებას  და გულს ? და რა საიდუმლოა მასში ჩადებული ?

ბენდინგის სპეციალისტები ბრენდის აღქმის და განვითარების სხვადასხვა ხერხს და თეორიას გვთავაზობენ. ცნობილი სპეციალისტი მარტინ ლინდსტრომი ბრენდებს განიხილავს ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანოს მიხედვით. მოგეხსენებათ, რომ ადამიანს ხუთი გრძნობის ორგანო აქვს, ესენია: მხედველობასმენა, შეხება,ყნოსვა და გემომათზე დაყრდნობით აანალიზებს ტვინი ჩვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციას და იღებს გადაწყვეტილებას. ამ ხუთი გრძნობიდან უდიდესი ნაწილი უკავია მხედველობას ანუ ვიზუალურ აღქმას, მეორე ადგილზე უფრო ნაკლები მნიშვნელობის მიხედვით  სმენა და შეხებაა, ხოლო ყნოსვას და გემოს ძალიან მცირე გავლენა აქვს, რაც იმას გულისხმობს რომ ბრენდისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიზუალს, რომელშიც შედის ბრენდის ყველა ელემენტი ლოგო, ფერები, ფორმა და ა. შ.

ასევე  ბრენდინგის ცნობილი სპეციალისტი ტომას გედი ბრენდის აღქმის და ჩამოყალიბების ოთხ განზომილებას გვთავზობს, ესენია ბრენდის ოთხი ველი:

ფუნქციონალური განზომილებარომელიც ბრენდის უნიკალურობას და მისი მომხმარებლისთვის სარგებლიანობის შექმნას მოიცავს. ფუნქციონალური მახასიათებლები არის სარგებლობის არსი – რა სარგებელი შეიძლება მივიღო მისგან, მხოლოდ ფუნქციონალურ დონეზე.

სოციალური განზომილება – ასახავს დამოკიდებულებას მყიდველსა და იმ სოციალურ ჯგუფს შორის, რომელსაც უნდა, რომ განეკუთვნებოდეს ეს მყიდველი. რა ღირებულებები მაქვს მე და რას მაძლევს ბრენდი და ემთხვევა თუ არა ისინი ერთმანეთს. აქ შედის სიმბოლო, აქ შედის რა ხერხით და გზით ურთიერთობს ბრენდი ჩემთან და სოციუმთან.

მენტალური განზომილება –  რას ფიქრობს მომხმარებელი საკუთარ თავზე. ეს განზომილება კიდევ უფრო ღრმაა და ეხება პერსონალურ ტრანსფორმაციას, ანუ საკუთარი თავის ახლებურ აღქმას. როგორ აღვიქვამ ბრენდს და საკუთარ თავს ვამსგავსებ მას. ამ განზომილებაში შედის მესიჯის  აღქმა, ანუ რამდენად ემთხვევა ჩემს ღირებულებებს რასაც ბრენდი მთავაზობს.

სულიერი განზომილება – ბრენდის იდეალისტურად აღქმაა. აქ მთავარია ბრენდის პირობა, ანუ რა დიდ ღირებულებას მპირდება ის. ეს პირობა უნდა იყოს გლობალური პირობა, მაგ. თავისუფლება, თანასწორობა და ა.შ.

ბრენდინგის კიდევ ერთი ცნობილი თეორეტიკოსი კევინ კელერი გვთავზობს ბრენდის პირამიდას, რომლისთვისაც მთავრია ბრენდის კაპიტალის ანუ რეპუტაციის შექმნა.

ბრენდის პირამიდის მიზანია, მოვახდინოთ ბრენდის ასაშენებელი საფუძვლების იდენთიფიცირება, რაზედაც ბრენდი დაშენდება, რომელიც უზრუნველყოფს იყოს გზამკვლევი ბრენდის კაპიტალის შექმნაში. ეს არის ბაზისი  ბრენდის სტრატეგიის საკვანძო ელემენტებისათვის, როგორებიც არის ბრენდის ხედვა, ბრენდის პოზიციონირება, ბრენდის პერსონიფიკაცია და ბრენდის გაზოვა.

ამ პირამიდაში მთავარია 4 საფეხური: იდენტურობა – ანუ რა არის ბრენდი და რას გვთავაზობს მომხმარებლებს, მნიშვნელობა  ანუ რისთვის მჭირდება ის, რა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, რა განმანსხვავებელი თვისებები აქვს მას, გამოხმაურება  ანუ რას გრძნობენ და ამბობენ მომხარებლები, სწორად აღიქვამენ თუ არა ჩვენ ბრენდს და ღირებულებებს, და პირამიდის მწვერვალი –  რეზონანსი – როგორ ურთიერთობ ბრენდთან და გაქვს თუ არა ლოიალობა და მიჯაჭვულობის გრძობა ანუ თუ მეგობრობ ბრენდთან.

არჩევანი ბრენდინგის სპეციალისტებზეა, რომელ მიმართულებას აირჩვენ და გამოიყენებენ.

თუკი ბრენდი ეხება ადამიანის, როგორც გონებას ისე გულს, ეს მის ინდივიდუალურობაზე მეტყველებს. ინდივიდუალურობა – ეს ბრენდის ვიზუალური და ვერბალური გამოხატულებაა. ინდივიდუალური ბრენდი, ეს გახლავთ ყველაზე მოკლე, სწრაფი და ეფექტური ფორმა კომუნიკაციისა. ადამიანს შეუძლია იგი დაინახოს, შეეხოს, მოისმინოს.

როდესაც ბრენდი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალურობით, იგი კარგად ამახსოვრდებათ ადამიანებს, ხდება დიფერენცირებული და საკმაოდ ღირებული. ასეთი ბრენდი ხდება ცნობადი ნებისმიერ ქვეყანაში მიუხედავათ კულტურული და ტრადიციული სხვაობისა. ბრენდის ინდივიდუალურობა – ეს გახლავთ უდიდესი და ფართოდ გავრცელებული ინსტრუმენტი.  ბრენდის ინდივიდუალურობა – ეს არის ღირებული აქტივი, რომელიც უნდა მართო და გააძლიერო, ჩადო მასში ინვესტიცია. ნათლად გამოხატული ინდივიდუალურობა მუდმივად ახსენებს მომხმარებელს ბრენდის მნიშვნელობას.

ელდარ პირმისაშვილი

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s