Home »

მოდით, მოგიყვებით პერიტუსის შესახებ. როგორ დაიწყო ყველაფერი.

peritus-ge1ახალ იდეას საფუძვლად უდევს დიდი ხნის ნაფიქრი, ამბობენ იდეები დაფრინავენ, მაგრამ ამ იდეების დაჭერაში და მის განხორციელებაშია კონკურენცია. რა არის პერიტუსი ? რა იყო მისი შექმნის წინაპირობა? რა არის მისი ხიბლი? და ვინ არიან პერიტუსის გუნდი და ექსპერტები?


მოდით, მოგიყვებით პერიტუსის შესახებ. როგორ დაიწყო ყველაფერი.

ერთ დღეს, ჩვეულებრივი ხუთშაბათის საღამო იყო. ბრენდინგის ლექცია მქონდა საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან. ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ვსაუბრობდით და მის როლზე კომპანიების განვითარებაში. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ არ არსებობდა ისეთი ორგანიზაცია ან ჯგუფი, რომელიც დაეხმარებოდა კომპანიებს კრიზისის მართვაში. მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთეთ, რომ ეკონომუკური კრიზისის რეალური წარმოშობის წყარო ინფორმაციული კრიზისია. გამოვთქვით იდეა, გაგვეკეთებინა ვებგვერდი, რომელიც ონლაინ კონსულტაციას გაუწევდა, კრიზისულ გეგმას მოუმზადებდა კომპანიებს და დაეხმარებოდა კრიზისის დაძლევაში. თუმცა, მალე „გავშალეთ ფრთები“ და პიარი, მედია, ბერენდინგი და ივენთები დავამატეთ ჩვენ მომსახურებებს. ეს იყო პერიტუსის, როგორც იდეის შექმნის წინაპირობა.

იმასაც ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდებაო და, ალბათ, არც ეს იყო შემთხვევითი. დავიწყე ამ იდეის ირგვლივ ადამიანების შეკრება და ჩვენ დისკუსიებს რეგულარული ხასიათი მივეცით. ყველა იდეისათვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რწმენა და ენთუზიაზმია. არ მახსოვს, ვინ თქვა, მაგრამ ძალიან მომწონს: “მირჩევნია მწამდეს და ვცდებოდე, ვიდრე არ მწამდესო”. ან სუფთა ქართული ხასიათი: “ვაიმე, როგორი გამოვა?! რომ არ გამოვიდეს, რაც იტვყვიან სხვები?!” და ა.შ.

როდესაც უკვე შექმნილ პროდუქტს უყურებ, კარგად არ გახსოვს განვლილი გზა და კიდევ მეტის გაკეთება გინდა. პერიტუსის პრეზენტაციაზე ვთქვი: სულ გული მწყდებოდა, როდესაც კომპანიებს მართებულ სტრატეგიებს ვთავაზობდი და ისინი ნაწილობრივ არ მეთანხმებოდნენ. ხოლო პერიტუსმა შესაძლებლობა მომცა, ჩემი თეორიულ-პრაქტიკული ცონდა ისე გამომეყენებინა, როგორც მინდოდა.

დავიწყეთ ფიქრი სახელზე, ლოგოზე და იმიჯის კომპონენტებზე. ერთი შეხედვით ადვილი სამუშაო ძალიან ძნელი აღმოჩნდა. მიუხევავად ამ სფეროში ჩვენი გამოცდილებისა, ორი თვე ხელჩართული ომი გვქონდა სახელთან დაკავშირებით. ყველას ვთხოვე, თუ ვიმნეს ვიცნობდი, რომ ჩვენი პროექტისთვის თავისი სახელი შემოეთვაზებინა. მე ვემხრობოდი ”პიარ კონსალტინგს”, მაგრამ ჩემი გუნდის აქტიური დახმარებით „გადავრჩით“.

ასოცამდე სახლი გვქონდა. სიაში იყო: IPR, MYPR, DEKA და ა.შ. ჩვენ კლასიკურად მივუდექით სახელის შექმნას ანუ ჯერ ღირებულებები ჩამოვყარეთ რასთან უმდა მომხდარიყო ასოცირება სახელის. მანამდე შევისწავლეთ კონკურენტული გარემო. დაგვჭირდა დაახლოებით ექვსი ფოკუს ჯგუფი, თორმეტი ბრეინსტორმინგი, საექსპერტო კითხვარები და, რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრი.
ყოველთვის მჯეროდა, რომ ჭეშმარიტება კამათში იბადება. ერთი ძალიან საინტერესო წიგნი მქონდა წაკითხული, სადაც არქეტიპულ ბრენდინგზე იყო საუბარი და მინდოდა ეს ცოდნა ჩვენი პროექტისთვის გამომეყენებინა. ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ბრენდის პირობა კომპეტენტურობა, ექსპერტობა, ხელმისაწვდომობა და სიბრძნე იქნებოდა. შემდეგ გავარკვიე, რომ რამდენიმე საერთაშორისო პიარ სააგენტო იყენებს ბრძენის არქეტიპს და საკმაოდ აქტიურადაც. ეს იყო ღირებულებების ომი, მაგრამ ჯერ არ გვქონდა მაინც სახელი. სახელების ჩამონათვალში აღმოვაჩინე პერიტუსი (Peritus) – რომელიც ლათინური სიტყვაა და ნიშვანს ექსპერტს. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა პერიტუსი. თუმცა მას ისევ ელოდა გამოცდა. სანამ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წევრს ანი დვალიშვილს, ნიუტონის ვაშლის მსგავსად, კუბიკ რუბიკის იდეა არ “დაეცა”. ეს იყო სიტყვის და ფორმის ყველაზე ორგანული შერწყმა, როდესაც ექსპერტი-პერიტუსი დაუკავშირდა ინტელექტუალურ კუბიკრუბიკს. ასეთი იყო ჩვენი სახელის და ფორმის შერჩევის პროცესი. თუმცა ბევრი კომპონენტი მაინც იყო გასათვალისწინებელი. მაგალითად, რა ფერებს ავირჩევდით. წითელი, შავი და ნაცრისფერი ეფექტურად დაუკავშირდა Peritus-ის იმიჯს, რადგან მასში წარმოდგენილია ფერში აღქმული ღირებულებები.

არ იყო იოლი ამ საიმიჯო სტრატეგიის ვებგვერდთან დაკავშირება. თუმცა ამაშიც კუბიკ რუბიკი დაგვეხმარა.

თავში ვახსენე Peritus-ის ხიბლი, რომელიც ექსპერტებში გამოისახება. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ნდობა ჩვენთვის და კომპანიებისთვისაც დიდი ღირებულებაა. ედვარდ რაუპი, მიკაელ ბოგარი, რამაზ საყვარელიძე, მარიკა დარჩია, ბერდია ნაცვლიშვილი, ნინო აბსანძე, ნათია კალაძე, ნინო პერტენვა, ნინო სანადირაძე და ნატა ასათიანი – რომ არა მათი ნდობა და მხარდაჭერა ჩვენ ვერ გავამართლებდით ჩვენ სახელს.

ცოტანი არიან ის ადამიანები, ვისაც სჯერა და თან ენთუზიაზმი აქვს. Peritus-ის გუნდმა თქვა – ვისაც გვჯერა გაგვატარეთო და დავიწყეთ ჩვენი იდეების რეალიზება. Peritus-ის გუნდის წევრები: ანი დვალიშვილი, გიორგი ზირაქაშვილი, ნინო სარალიძე, გიორგი საბანაძე, დიანა თიგიშვილი, სალომე მეცხვარიშვილი, თამუნა ნარეკლიშვილი და ლელი ბიბილაშვილი თავისი საქმის პროფესიონალები არიან. თუმცა პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმის გარეშე, არაფერი იქნებოდა. ეს იყო მოკლე ისტორია პერიტუსის შესახებ. დასაწყისში მართებულად ჩამოყალიბებული პროდუქტის იდეა იძლევა მომავალში ბრენდად გადაქცევის დიდ შანსს.

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s