Home »

სტუდენტური კონკურსი „შენი PRოფესია“ 2013

Imageეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია „პერიტუს გრუპი“ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოგიდგენთ სტუდენტურ კონკურსს „შენი PRოფესია“.

კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ–ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.

დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია  გარემოს დაცვის თემა. ბოლო წლების განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარება და სხვადასხვა ბუნებრივი პირობები გავლენას და ადამიანთა გაუფრთხილებელი დამოკიდებულება გარემოსადმი საკმაოდ აზიანებს მას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ თითოეული ჩვენთაგანი ზრუნავდეს მასზე და შეძლებისდაგვარად იცავდეს იმ თუნდაც მცირედ წესებს, რაც მეტ-ნაკლკებად შეამცირებს გარემოს დაზიანების რისკებს.

საკონკურსო დავალება: დავიცვათ ჩვენი გარემო

კამპანიის მიზნებია:

  • გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში
  • სამიზნე აუდიტორიისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
  • სამიზნე ჯგუფებში ინფორმაციული ნიშის დამყარება

მიზნებიდან გამომდინარე პიარ კამპანიის გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

  • მცირე კვლევა/ინფორმაცია რაც დაგეხმარებათ კამპანიის შექმნაში
  • პრობლემების იდენტიფიცირება – რა პრობლემები არსებობს გარემოს დაცვის კუთხით ინფორმირების მხრივ
  • პროექტის აღწერა და მიზნები
  • აუდიტორიის იდენტიფიკაცია და მესიჯები – ვინ იქნება სამიზნე აუდიტორია და განსაზღვრეთ და ჩამოაყალიბეთ მათზე მორგებული მესიჯები    
  • ტაქტიკა – განსაზღვრეთ კამპანიის პერიოდში განსახორციელებელი აქტივობები
  • კამპანიის ვადები და შესაბამისი ბიუჯეტი
  • მოსალოდნელი შედეგები

კამპანიის პირობითი ბიუჯეტი შეადგენს 15000 ლარს. ინფორმაცია გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ:

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი: http://moe.gov.ge/ ;

FB: http://www.facebook.com/MOEgeorgia

კონკურსანტები სარეიტინგო ქულებით შეფასდებიან. გამარჯვებულ სტუდენტებს, გამოგზავნილი გეგმების საფუძველზე, კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. პროექტები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდება:

  • კრეატიულობა
  • ბიუჯეტის სწორი გადანაწილება
  • თანმიმდევრულობა
  • ლოგიკურობა
  • ინოვაციურობა
  • სტრატეგიული ხედვა

ნაშრომი უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:

  • ინფორმაცია პროექტის ავტორის შესახებ (პირველი გვერდი დაუთმეთ შემდეგ ინფორმაციას: გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი სახლის, მობილური, ქალაქი, ელ.ფოსტა, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, სპეციალობა, სამსახური)
  • ნაშრომი უნდა იყოს წარმოდგენილი: არაუმეტეს 6 თაბახის ფურცელი, ა4 ფორმატი 12 შრიფტი,  PDF ფორმატი, გამოაგზავნეთ ფაილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@peritus.ge, რეგისტრირებულად ჩაითვლება ის პროექტი, რომელშიც დაცული იქნება ყველა მოთხოვნა და შესაბამისად მიიღებს დადებით დასტურს ელ ფოსტაზე.
  • ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 17 ივნისი.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ პრიზები და სერთიფიკატები. პრიზების შესახებ ინფორმაციას იხილავთ:

FB: http://www.facebook.com/PeritusGroup

Blog: https://peritusgroup.wordpress.com/

ინფორმაციისათვის მიმართეთ „პერიტუს გრუპის“ პროექტის მენეჯერ ნინო სარალიძეს.

555 38 67 86, info@peritus.ge

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s