Home »

პროგრამა ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში – ბათუმი

992998_476070765816820_823198087_n

სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია “პერიტუს გრუპი“, “TCC Group”-თან თანამშრომლობით ქ. ბათუმში გთავაზობთ სასერთიფიკატო პროგრამას “ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში”.
PR სასწავლო პროგრამა ეფუძნება პიარის საერთაშორისო ასოციაციის (IPRA) მასალებს და ბარსელონას პიარ სკოლის მიერ შემუშავებულ კურსს.

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი.პერიოდი: ივლისი.ტრენინგის ენა: ქართული.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 დღე (დღეში 5 საათი – სულ 25 საათი). ტრენინგი მოიცავს ინდივიდუალურ მუშაობას (სახლში დაგეგმილი დავალებები, ტესტები, პრეზენტაცია, საკითხავი ლიტერატურა). ტრენინგები ძირითადად ჩატარდება პარასკევს, შაბათს და კვირას.
ტრენინგი მოიცავს: ჰენდაუთებს, ტესტებს, მასალებს და კოფიბრეიკს.
ტრენინგის ფორმატი: გულისხმობს ინტერაქტიულ მუშაობას: PowerPoint პრეზენტაციებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და როლურ თამაშებს.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატი და დანართი, სდაც მითითებული იქნება საგნების და საათების დასახელება და რაოდენობა.

ვის შეუძლია მონაწილეობა – ბიზნესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი სექტორების სხვადასხვა კატეგორიის მენეჯერები და დაინტერესებული პირები.

თემატიკა:
** მარკეტინგის არსი, მნიშვნელობა და განსაზღვრა.
** მარკეტინგული სტრატეგიები და მარკეტინგული გარემო/ბიზნეს პორტფელიო, მარკეტინგული კომპლექსის განვითარება
** სამოხმარებლო ბაზარი და მომხმარებლის ქცევის მოდელი.
** სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და პოზიციონირება.
** გაყიდვების სტიმულირება (Sales Promotion), პერსონალური გაყიდვები (Personal Selling), პირდაპირი მარკეტინგი (Direct Marketing).
** რეკლამა და PR, როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის ინსტრუმენტი.
** კომუნიკაცია და საზოგადოებრივი აზრი, კვლევა პიარში და კომუნიკაციური აუდიტი.
** კამპანიები და ივენთები, დაგეგმვა და განხორციელება.
** მედიასთან ურთიერთობები.
ტრენერი: სალექციო პროგრამას წარმოადგენს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ პირმისაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი – მუშაობის ათწლიანი გამოცდილებით საკომუნიკაციო სფეროში; ფლობს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს; სწავლობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში (ბარსელონა, ტურინი, ბუქარესტი), კონსულტაციას უწევდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა: “კოკა-კოლა”, “გუდვილი”, “იოლი ჯგუფი”, UNDP, USAID, UNICEF, Johnson & Johnson და ა.შ; კითხულობს ლექციებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში (კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) და ტრენინგ ცენტრებში; ევროპული PR-ასოციაცია “Prime Europe”-ის წარმომადგენელი საქართველოში და PR დღეების ორგანიზატორი; რამდენიმე ღია ლექციისა და 9 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ტრენინგზე რეგისტრაცია:
რეგისტრაციისთვის საჭიროა CV გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@peritus.ge 2013 წლის 9 ივლისის ჩათვლით. წერილის სათაურში “subject” მიუთითეთ კურსის დასახელება.
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 100 ევროს ექვივალენტი ლარში.

ტრენინგის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: https://peritusgroup.wordpress.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ.ფოსტა: info@peritus.ge
ტელ: 00322 90-40-86, 555-386-786 (თბილისი), 574-482181 (ბათუმი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s