Home » ახალი ამბები » გიყვარდეს შენი პროფესია – აიმაღლე მოტივაცია

გიყვარდეს შენი პროფესია – აიმაღლე მოტივაცია

Imageყველა აღიარებს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის (პიარის) სფეროს მიმართ ინტერესი ბოლო დროს ძალიან გაიზარდა, ამ მოსაზრებას ამყარებს, ბოლო დროინდელი გამოკითხვები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე საინტერესო და ყველაზე პოპულარულ პროფესიებს შორის რეიტინგის ტოპ ათეულში მოხვდა.

პიარი სწრაფად ვითარდება. არ არსებობს ერთნაირი დღეები პიარში. ახალი პროექტები და შესაძლებლობები პიარს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. პიარ სპეციალისტები ხომ პიარს, როგორც პროცესს განმარტავენ და ამ უსასრულო პროცესში ვართ ყველა პიარ სპეციალისტი ჩართული და ჯერ ერთი საქმე არ დაგვიმთავრებია, რომ უკვე მეორეზე ვფიქრობთ,  ალბათ ამ პროცესის მუღამში ყოფნა არის პიარის ხიბლი და ვიტამინი, რომელიც საშუალებას გვაძლევს და გვაცოცხლებს გავუძლოთ სტრესულ სამუშაოს.

მართლაც იშვიათია შეისვენო მანამ სანამ ახალ პროექტს დაიწყებ, პიარი ხომ შემოქმედებითი პროცესია, რომელიც აბალანსებს დამკვეთის, მედიისა და საზოგადოების ინტერესებს, ჩვენ ფაქტობრივად გამომგონებლები ვართ ვიგონებთ, შეიძლება ხშირ შემთხვევაში კარგად დავიწყებულ ძველს, მაგრამ მაინც, და ბიძგს ვაძლევთ ახალ იდეებსა და ვცდილობთ ახლებურად შევფუთოთ ძველი.

რამოდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოტივაციის ამაღლებისა და პროფესიული ინტერესის გაღრმავებისათვის:

შეისვენეთ

დასვენება, და სიტუაციის გაანალიზება მნიშვნელოვანი პროცესია, დადებითი და უარყოფითი მხარების ასევე რესურსების შესაფასებლად და გამოსავლენად. დასვენება ჩემი აზრით პასიური ჯობს როდესაც  არ გვაქვს ინტერნეტთან და მობილურთან წვდომა –ცოტა ხნით მაინც და არ კითხულობ პროფესიულ წიგნებს, თორემ მხატვრული ლიტერატურა კი ბატონო;

კითხვა რატომ ?

კითხეთ თქვენს თავს რატომ აკეთებთ ამა თუ იმ ქმედებას, მაგ, მოდურობის გამო ან იმიტომ რომ მიღებულია ეს ქმედება “პიარ საზოგადოებაში”. ეს კითხვა ეხება, როგოც თქვენს ქმედებებს ასევე პროექტს, სანამ გადახტებით კარგად გაანალიზეთ სიტუაცია, არის თუ არა შემუშავებული პროქტის მიზნები, შეფასების კრიტერიუმები, რომელიც შეაფასებს პროექტს და თქვენს სამუშაოს  და ა.შ;

იყავით ორგანიზებული

შესასრულებელი სამუშაოების, შეხვედრების გრაფიკის და პროექტის დროსა და სივრცეში გადანაწილება, ეფექტური ფინალის წინაპირობაა.  თანამედროვე ტელეფონები და პლანშეტური კომპიუტერები ორგანიზების საუკეთესო საშუალებას გვაძლევს. ორგანიზებულობის დაცვა კანონის დაცვას გავს “დაიცავი განრიგი და განრიგი დაგიცავს შენ”

იყავით სხარტი

მრავალ საქმეზე და პრობლემაზე ფიქრი ართულებს ჩვენს სამუშაოს და გვიქმნის სტრესს. დღევანდელი ცხოვრების რიტმი ძალიან აჩქარებულია ისე, როგორც არასდროს.  სისხარტე და ადვილად ალღოს აღება არც ისე იოლია, მაგრამ მნიშვნელოვან კითხვაზე: “როდის გინდათ ეს სამუშაო რომ შევასრულოთ” კურიოზული პასუხი ცნობილია: “გუშინ მინდოდა”  სისხარტე დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად გავიგოთ დაკვეთის არსი და კლიენტის სურვილები, ამ ყველაფრის ეფექტურად შესასრულებლად საჭიროა ბრიფის შევსება და კომუნიკაციური აუდიტის შექმნა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ადვილად და სხარტად მივუდგეთ საქმეს;

თვით მოტივაცია:

სამუშაოს დაწყების წინ აუცილებელია თვით მოტივირება, დავაჯეროთ ჩვენი თავი, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოგვივა და ყველაფერი კარგად იქნება, არ შეგვაშინოს სიძნელეებმა და გეზი ყოველთვის წინ გვქონდეს აღებული. თუმცა ხანდახან მუშაობს პრინციპი: სამი ნაბიჯი წინ და ერთი უკან;

გიყვარდეს შენი საქმე

ჩვენ არ ვართ სრულყოფილები ამ სიტყვებზე დაფიქრება უკვე გარკვეულ შედეგს მოგვცემს, და ასევე ჩვენ არ ვართ ყველაფერში გარკვეული, უნდა ვიყოთ ინტერესიანი და ცნობისმოყვარე, ეს უნარი სხვადასხვა განსხვავებულ შესაძლებლობებს დაგვანახებს რადგან პიარში სტანდარტულობა მოსაბეზრებელია. შემოქმედებითობა და ხალხთან ურთიეთობის სიყვარული, მუდმივი განახლება და ახლის ძიება აი რა არსი მთავარი მოტივატორი;

მოუარეთ თავს

სრულფასოვანი ძილი, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება და ვარჯიში მხნედ ყოფნასა და გამძლეობაში გვეხმარება, ხოლო გარეგნობაზე ზრუნვა ჩვენი და გარშემომყოფებისათვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაში გვეხმარეაბა;

ელდარ პირმისაშვილი “პერიტუს გრუპი”

პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s