Home »

12 დეტალი, რომელსაც უნდა ელოდე პიარ სააგენტოსგან

Imageროგორ ვირჩევთ პიარ სააგენტოს ?ტრადიციულად პიარ სააგენტოს არჩევა მრავალ ფაქტორზე არის დაფუძნებული. დადებითი იმიჯი და რეპუტაცია, კონსულტანტების პროფესიონალიზმი და გამოცდილება პიარ სააგენტოს არჩევის ბაზისური კრიტერიუმებია.  ბეს მონაგჰამი გამოყოფს პიარ სააგენტოს არჩევის ორ კრიტერიუმს: შესაბამისობა და გამოცდილება.

ზედაპირულად თუ შევხედავთ, თითქოს მარტივია ეს კრიტერიუმები ყველა სააგენტოსთვის და მსგავსად ჟღერს. საჭიროა ისეთი სააგენტო, რომელსაც ზუსტად ესმის შენი აუდიტორიის და შენი სამიზნე ბაზრის და იმ მედიის, რომლამდე მიღწევაც შენ გსურს. შესაბამისობა თანაბრად მნიშვნელოვანია. შენ მოგიწევს მუშაობა პიარ სააგენტოსთან ყოველდღიურად  ასე რომ შენ უნდა შეძლო მის გუნდთან მუშაობა.

თუმცა, მხოლოდ შესაბამისობა და გამოცდილება არ განსაზღვრავს სააგენტოს წარმატებულობას. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც უნდა ელოდე პიარ სააგენტოსგან. შენ გჭირდება სააგენტო, რომელიც:

1.  ფლობს პროცესს – შენ გჭირდება სააგენტო, რომელიც არასდროს გეტყვის „ ჩვენ გამოგიზგავნეთ გაიდლაინები და პასუხი არ მიგვიღია“. შენ გჭირდება ნამდვილი პროფესიონალი მომთხოვნი სააგენტო და ის არასდროს დატოვებს უყურადღებოდ დედლაინებს.

2.  მიმწოლი  – შენ ქირაობ სააგენტოს მისი ექსპერტული აზრის გამო, ასე რომ იპოვეთ ისეთი სააგენტო, რომელიც მოგაწვდით რეკომენდაციებს. თუ თქვენი კლიენტთა მომსახურების ჯგუფი მუდმივად გეთანხმებათ, ეს უკვე პრობლემაა. შენი პიარ პროგრამის წარმატება მოითხოვს გუნდის ისეთ ლიდერს, რომელსაც შეეძლება თქვას უარი ამა თუ იმ საკითხზე, რაც არ მუშაობს.

3.   იცის, როდის დათმოს – არის შემთხვევები, როდესაც  კომპანიის სხვა მიზნები, როგორებიცაა გაყიდვების კამპანია ხდება უპირატესი ვიდრე პიარი (მაგალითად, როდესაც გაყიდვების გუნდისთვის მნიშვენლოვანია სასწრაფოდ შეასრულოს კვარტალური გეგმა და სჭირდებათ გააძლიერონ სეილს პრომოუშენის კამპანია ვიდრე გაავრცელონ მედია რელიზები). შენმა პიარ სააგენტომ უნდა მოგცეთ ოპტიმალური გეგმა მედია გაშუქებისთვის, მაგრამ ასევე უნდა დათმოს, მაშინ როდესაც პიარი იმ მოცემულ მომენტში არ არის პრიორიტეტი.

4.   ანხორციელებს– მხოლოდ კლიენტს აქვს იმის ფუფუნება, რომ დასვას უამრავი შეკითხვა, როგორიცა მაგალითად „ როგორ გავზარდოთ დამსწრე აუდიტორიის რიცხვი ჩვენს მომავალ გამოფენაზე?“ კარგმა პიარ სააგენტომ ყოველთის იცის, რომ სწორი პასუხი არჩევანის შეთავაზებაა.

5.   გაოცებს მოულოდნელი და კრეატიული იდეებით – შენი პიარ კომპანია, რა თქმა უნდა,  თანმიმდევრულად უნდა მიჰყვეს პიარ გეგმას, მაგრამ ასევე უნდა შემოიტანოს მოულოდნელი და კრეატიული იდეები მასში. ეს იმისი დემონსტრირებაა, რომ ისინი აქტიურ ყურადღებას გაქცევენ.

6.   უშვებს შეცდომებს – თუ შენი სააგენტო ყოველთვის მართალია, ე.ი არსებობს პრობლემები. შენ გჭირდება სააგენტო, რომელიც კრიზისული პიარ გეგმის წესების ერთგულია (თუნდაც ძალიან პატარა კრიზისის დროს): უთხარით ყველაფერი, სამართლიანად და დროულად. ეს მოითხოვს ნდობას  და თავმდაბლობას, მაგრამ ეს კარგი კომუნიკაციის ნიშანია.

7.  ბიძგის მიცემა – იპოვე სააგენტო, რომელიც გიბიძგებს გააქტიურებისკენ და გამოაცოცხლებს შენს კომპანიას.

8.  წერს კარგად – ქონთენთ მარკეტინგმა პიარი სამუდამოდ შეცვალა. მედია რელიზების მხოლოდ ადეკვატურად წერა უკვე აღარ არის საკმარისი. შენ გჭირდება სააგენტო, რომელიც გაფილტრავს უამრავ ინფორმაციას, დაინახავს საინტერესო კუთხიდან. სთოხვეთ მათ ნიმუშები და გაეცანით სააგენტოს ბლოგს.

9.  გისმენს ყურადღებით – პიარ სპეციალისტები ცნობილი საუბრის მოყვარულნი არიან, საჭიროა კიდევაც. თუმცა, ასევე აუცილებელია, რომ იცოდნენ მოსმენა. შენ გჭირდება პიარ სააგენტო, რომელსაც აქვს ანალიტიკური და ღია აზროვნება.

10.   ხაზგასმა – შენ გჭირდება პიარ სააგენტო, რომელსაც შეუძლია წარმოიდგინოს რა არის შენი მსგავსი. რა ზეწოლაა კომპანიის შიგნით, შენი ბორდის მხრიდან, შენი კონკურენტების მხრიდან და ა.შ.? პიარი შენი ცენტრალური როლია თუ მხოლოდ შეხება გაქვს მასთან? ამ უნარს პიარ სპეციალისტები კარგად იყენებენ მედია ურთიერთობებში.

11.   ნავიგაცია (მართვა) – შენ გჭირდება სააგენტო, რომელსაც ესმის მედია გარემო, რომელ ჟურნალისტებს შეეჯიბროს, რომელი რეპორტიორები ითხოვენ ექსკლუზივს და ა.შ.

12.    გამძლე – პიარ სპეციალისტები არიან იმ ორ კომპონენტს შორის, რომელთა  მიზნები ყოველთვის არ იკვეთება: მედია  და ჩვენი კლიენტები. საერთო აზრის პოვნა რაც საბოლოოდ წარმატებულ შედეგს მოიტანს ორივესთვის მოითხოვს უთანხმოებასთან გამკლავების უნარს.

დაამატებდით რაიმეს?

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

ბეს მონაგჰანი-პიარ დეილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s