Home »

5 ნიშანი იმისა, რომ პიარ პროფესიის არჩევაში შეცდით

Image

პიარ არის კონკურენტუნარიანი, უწყვეტი კარიერა, რომლის ყოველი დღე ახალი გამოწვევაა.

იქნება ეს პრესრელიზის მომზადება თქვენი ლანჩის დროის ხარჯზე ან მზის ამოსვლამდე ოფისში მისვლა კლიენტის ზარისთვის, პიარი ყოველთვის მოითხოვს თქვენგან პროფესიონალიზმს, ანუ თქვენი ცხოვრების სრულ ლიმიტს. და თუ თქვენ არ ხართ მზად ამისთვის, შეიძლება საკუთარ თავს ზიანი მიაყენოთ.

მიუხედავად იმისა რომ ყველა სააგენტოში დასაქმებულია სხვადასხვა ტიპის და მუშაობის სტილის პიროვნება, პიარ პროფესიონალებს რამოდენიმე საერთო თვისება აქვთ.

წარმოგიდგენთ 5 ნიშანს, რომელიც გვიჩვენებს რომ თქვენ არ ხართ პიარისთვის შესაფერისი:

  1. თქვენ არ აქცევთ ყურადღებას ნიუსებს. ჩვენ ყოველთვის გვაქვს გაზეთების და ჟურნალების დასტა ოფისში. ვიღაცამ შეიძლება მას  უაზრობა უწოდოს ,მაგრამ  ჩვენ ამას სამუშაოს ვეძახით. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალები თქვენ მუდამ უნდა ეცნობოდეთ კლიენტების სიახლეებს და მიმდინარე მოვლენებს. არ აქვს მნიშვნელობა რა აქტუალობისაა ნიუსი, მთავარია ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს თავს.
  2. თქვენ არ შეგიძლიათ ფოკუსირება ერთდროულად რამოდენიმე ამოცანაზე. თუმცა ამას მოითხოვს ყველა პროფესია, მაინც ეს განსაკუთრებით ეხება პიარს. ნებისმიერ დღეს შეიძლება ფოკუსირება მოგიწიოთ ოთხი  სხვადასხვა კლიენტის ექვს სხვადასხვა კრიზისზე, დაესწროთ ხუთ სხვადასხვა შეხვედრას, და მოაგვაროთ რამოდენიმე რედაქტორის მოთხოვნა – ყველაფერი ერთდროულად. როგორც ნამდვილი პიარ პროფესიონალი გეტყვით  დროის მენეჯმენტი არის გასაღები იმისა, რომ ყოველთვის მოვექცეთ დედლაინში, სანამ განვჭვრეტთ რა იქნება შემდეგი.
  3. თქვენ არ ხართ შესანიშნავი მწერალი. როდესმე წაგიკითხავთ ელექტრონული ფოსტა, რომელსაც დაუტანჯიხართ თავისი ცუდი გრამატიკის გამო? ყველა ჩვენთაგანს ქონია ასეთი შემთხვევა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი კლიენტები გამოვარჩიოთ სხვებისგან, ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ კრეატიულები  და მარტივები  ყველაფერში რასაც ვაკეთებთ. არ აქვს მნიშვნელობა ელექტრონული ფოსტაა თუ პრესრელიზი, კარგი წერის უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენ პროფესიაში.
  4. თქვენ გინდათ იმუშაოთ მხოლოდ 9-6 საათამდე. მიუხედავად იმისა რომ კომპანიებს აქვთ ფიქსირებული სამუშაო დრო, ეს არასდროს ეხება პიარს. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ხელმისაწვდომნი  ვიყოთ ჩვენი ყველა კლიენტისთვის რაც არ უნდა ხდებოდეს. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ყოველთვის ჩართული უნდა გვქონდეს მობილურში ინტერნეტი და გამუდმებით ვმუშაობდეთ, რათა ჩავეტიოთ ვადებში.
  5. თქვენ არ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ უარყოფას.  ხანდახან ჟურნალისტები და მომხმარებელნი  სასტიკნი არიან და თუ თქვენ ყველაფერი გულთან მიგაქვთ, ამას ვერ გაუძლებთ. მაშასადამე პიარ საქმიანობაში თქვენ გამოწმებენ, როგორც თანამშრომლები ასევე დამკვეთები, ასე რომ აუცილებელია გამოიჩინოთ სქელი კანი. როდესაც გაგაკრიტიკებენ ნუ დადგებით კუთხეში და იტირებთ, ამის ნაცვლად გამოასწორეთ შეცდომები.

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

პიარ დეილი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s