Home »

5 ნაბიჯი მომხმარებელთა ნდობის შესანარჩუნებლად

1-5-Steps-570x199ბოლო დროს მომხმარებელმა დაკარგა ნდობა ბანკების, მედიისა და პოლიტიკოსთა მიმართ. აშკარად გაქრა მყიდველთა ნდობა და კეთილგანწყობა. ამავე დროს ბიზნესი განიცდის საქმიანობის პროცესში მზარდ წნეხს პოლიტიკოსთა მხრიდან – ბიზნესმენებისგან მოითხოვება ის, რაც „სამართლიანად“ ითვლება, არსებობს ცნება, რომ ბიზნესმა უნდა იმოქმედოს არა მხოლოდ კანონის ჩარჩოებში, არამედ მორალური პრინციპების შესაბამისად. რას ნიშნავს ეს ბიზნეს ურთიერთობებისათვის?

აღარ არსებობს, „off the shelf” სტანდარტული გადაწყვეტილებები. კომპანიები უნდა იყვნენ მზად მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები და მოიძიონ კვალიფიციური რჩევები იურიდიული და კომუნიკაციების კუნსულტანტებისაგან.

როდესაც ჩნდება კითხვები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, მომხმარებელს სჭირდება იცოდეს მისი მდგომარეობა, აკონტროლებს თუ ვერა სიტუაციას და რამდენად სწარაფად შეუძლია პრობლემების გადაჭრა. ახლა, უფრო მეტად ვიდრე ადრე, მნიშვნელოვანია იყო პროაქტიული და „გახსნილი“, რათა პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში შეინარჩუნო მომხმარებელთა ნდობა.

აქ წარმოდგენილია მოქმედების ხუთი გადამწყვეტი ნაბიჯი:

  • რეგულარული შემოწმება – რეგულარული აუდიტი და ბრენდის აღქმა დაგეხმარებათ შეაფასოთ საფრთხეები და სუსტი მხარეები – გადმოგცემთ გარემოს გარკვეულ ხედვას, რათა თვალყური ადევნოთ და აღმოაჩინოთ განვითარებადი რისკები.
  • თანაგრძნობის გამოხატვა – მნიშვნელოვანია მუდმივად განაახლოთ თქვენი „აუდიტორია“, და აგრძნობინოთ კლიენტებს, რომ მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა თქვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
  • ბუნებრივი საუბარი – მომხმარებელი რეაგირებს ცუდად ისეთ „მესიჯებზე“ რომლებიც ზედმეტად ოფიციალურია ან ზედმეტად ახლობლური.
  • სწრაფი მოქმედება – კრიზისის პირველი 24 საათის განმავლობაში მოხმარებლები ერთი-მეორისგან ელიან პასუხებს, იყავით მზად პასუხების გასაცემად.
  • გახდით სადავო საკითხის ცენტრი – როდესაც იცით რომ ხალხი ეძებს ინფორმაციას რაიმე თემაზე, გახდით ყველანაირი ინფორმაციის გამავრცელებელი ცენტრი. მანამ სანამ დიალოგს მართავთ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი მოსაზრება გამორჩეული და ავტორიტეტულია.

ასეთი თამამი და ღია მიდგომა შეუნარჩუნებს კომპანიებს მომხმარებელთა ნდობას და დაეხმარება სწრაფ აღდგენაში.

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s