Home »

რატომ არის პიარი მნიშვნელოვანი ?

Image

წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის განხორციელება ძალიან რთული პროცესია. იგი მოიცავს მარკეტინგის სხვადასხვა ტექნიკებს, რომელიც აბნევს ბევრ არსებულ და პოტენციურ ბიზნესმენს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია სწორი გაგება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სტრატეგიის განვითარების დაწყება და საჭირო ხალხის დაქირავება. ეს არის კარგი შედეგის წინა პირობა.

რა არის ჩართული პიარში?

პირველი ნაბიჯი პიარის გასაგებად არის ზუსტად გავერკვეთ რა არის ჩაბმული პიარში. სამწუხაროდ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არავის არ აქვს. ნებისმიერი პიარ სტრატეგია მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე, ისევე როგორც ნებისმიერი კარგად შესრულებული მარკეტინგული გეგმა. თუმცა არის ტექნიკები, რომელიც თითქმის ყოველთვის თუ არა, ხშირად გამოიყენება და შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც გზამკვლევი იმისა, თუ რა არის პიარის პროცესში  ჩართული.

პრეს რელიზი- პრესრელიზი არის საუკეთესო საშუალება შევატყობინოთ მომხმარებელს კომპანიისა და მისი პროდუქტის ცვლილებების შესახებ. ძირითადად ისინი მიეწოდება ინტერნეტით. ბევრი პიარ ნიუსების ვებ გვერდები საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავავრცელოთ ის.

მედია შეტყობინებები– ეს პრეს რელიზის მსგავსია. კომპანიისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნაცვლად, შენ აგზავნი ინფორმაციას კონფერენციის ან ივენთის შესახებ, რომელიც დაგეგმილი აქვს შენ ორგანიზაციას. იდეა არის ის, რომ წაახალისო ფოტოგრაფები და ჟურნალისტები დაესწრონ და გააშუქონ ღონისძიება.

პრეს ტურები – გამოავლინე მნიშვნელოვანი და ზეგავლენიანი ჟურნალისტები შენი ინდუსტრიის. შემდეგ შექმენი მიზეზი იმისთვის, რომ შეხვდე მათ ან უბრალოდ მოაწყე მათთან გასაუბრება. შექმენი რაიმე საინტერესო თემა, რათა მათ დაწერონ ამაზე და რომელიც საინტერესო იქნება მათი მკითხველებისთვის. ამის შემდგომ თქვენი კომპანია მოხვდება იმ მკითხველებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი ნიშით.

სავაჭრო გამოფენები – ასეთი გამოფენების მოწყობა თქვენ სპეციფიურ ინდუსტრიაში ქმნის საშუალებას დაუკავშირდეთ გავლენიან ადამიანებს. ამ მეთოდით ამყარებთ კონტაქტებს, განავითარებთ ბრენდს და წარმოქმნით ინტერესს თქვენი კომპანიისადმი.

იმეილ მარკეტინგი – მაშინ, როცა მას ხშირად აკავშირებენ ინტერნეტ მარკეტინგთან, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც პიარ ინსტრუმენტი. იდეა მდგომარეობს არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნაში. ამით საშუალება გეძლევათ გაუგზავნოთ მათ  თქვენი ინდუსტრიის სიახლეები ან შეატყობინოთ ახალი პროდუქტის შესახებ.

სოციალური ქსელი-არსებული სოციალური ქსელის მომხმარებლების  აქტიური ზრდა  განაპირობებს მისი როლის ზრდას ბიზნესში. არსი მდგომარეობს არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარებასა და შენარჩუნებაში.

ამ ტექნიკების გაგება არის ერთი, მაგრამ მათი ეფექტურად  განხორციელება მოითხოვს ექსპერტს ან სულ მცირე ისეთ ადამიანს, რომელსაც გააჩნია გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში. სწორედ ამიტომ ქირაობენ სხვადასხვა კომპანიები პიარ სააგენტოებს. როდესაც შენ აერთიანებ ამ ტექნიკებს კარგ გეგმასთან  და როდესაც გაქვს საკმარისი რესურსი მათ შესასრულებლად, საბოლოო ჯამში არის უკიდურესად მომგებიანი ბიზნესისთვის .

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s