Home »

ტენდენციები ეფექტური სოციალური მარკეტინგული სტრატეგიის შესაქმნელად

Imageმე 20-ე საუკუნეში თითქმის ყველა მარკეტინგულ პრობლემას ერთი გამოსავალი ჰქონდა – 30 წამიანი სატელევიზიო რეკლამა.   თუ თქვენ გქონდათ გასაყიდი პროდუქცია, შეგეძლოთ პოტენციურ მომხმარებელს ძლიერი, კარგად დამუშავებული მესიჯით დაკავშირებოდით უმცირეს დროში.

დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ხანაში, მარკეტინგული პრომოუშენის ძირითადი ფუნქციები შეიცვალა.  ცნობიერების შექმნა და ყურადღების მიპყრობა საკმარისი აღარ არის. საჭიროა შეინარჩუნოთ ეს ყურადღება და აი აქ ერთვება სოციალური სტრატეგია. გრანდიოზული სარეკლამო კამპანიებისა და მიმზიდველი სლოგანების ხანა დასრულდა. 21-ე საუკუნეში ბრენდებმა პუბლიცისტის ფუნქცია უნდა შეითვისონ.

ბოლო დროს ქონთენთ სტრატეგია პოპულარული გახდა. თუმცა ძალიან ცოტა ქონთენთ სტრატეგიის სპეციალისტმა თუ იცის რაზე ისაუბროს. ისინი ცდილობენ ისე მიუდგნენ არსს, თითქოს ეს იყოს რეკლამის ვრცელი ვარიანტი და გაორმაგებით ცდილობენ მომხმარებლის აზრზე ფსიქოლოგიური ჟარგონებით ზემოქმედებას.

ძირითადი ყურადღება სტატიის არსზე, მისიაზე უნდა გამახვილდეს.  თუ შინაარსი არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას, არ აღძრავს და არ აღავსებს ემოციებით, მაშინ სოციალურ მარკეტინგს არანაირი შანსები არ ექნება. ის უბრალოდ ვერ იმუშავებს. ამიტო, თუ გსურთ შექმნათ წარმატებული სოციალური სტრატეგია, უნდა ჩამოყალიბდეთ თუ რასთან გსურთ სიმბოლიზირდებოდეს თქვენი ბრენდი.  მაგლითად Harley Davidson სიმბოლიზირდება მეგობრულ სულისკვეთებასთან, Red Bull კი განსაკუთრებულ ცხოვრების სტილთან.  ეს ბრენდები წარმატებით ახერხებენ მომხმარებლის მიზიდვას, რადგანაც ბრენდის მისიას მიმზიდველი შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნიათ.  სოციალური სტრატეგიის ფორმულირების დაწყებისას საჭიროა საზოგადოების იმ ნაწილის განსაზღვრა, ვინც თქვენს მისიას იზიარებს.  მარკეტინგის პროგრამის ნიშანთვისებაა შექმნას მეტი, ვიდრე აუდიტორია – ის ქმნის ძლიერ საზოგადოებას. საზოგადოების სიძლიერე განისაზღვრება არა იმით, თუ რა საერთო აქვთ თქვენთან, არამედ იმით თუ რა საერთო აქვთ ერთმანეთთან.  აი ასე შექმნეს ერთგული მიმდევრები უდიდესმა სოციალურმა ბრენდება, როგორიცაა Apple, Harley და eBay.

საბოლლოდ დავასკვენით, რომ ახლა ჩვენ ვიმყოფებით პოსტ-პრომოუშენის ხანაში, სადაც ბრენდის მესიჯი მხოლოდ ნახევარ ბრძოლას იგებს.  ძლიერი ბრენდის შესაქმნელად საჭიროა შექმნათ ძლიერ ემოციური ამბავი, და ამის აღსრულების საუკეთესო გზა არის ისეთი საზოგადოების შემოკრება, რომელთა საერთო ფასეულობების არსი ყურადღების მიპყრობის ღირსია.

წყარო: forbs.com / Greg Satell 

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s