Home »

პიარის ოქროს ხანა

shutterstock_119600422მსოფლიოში წამყვანი პიარ საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტმა კენ მაკოვსკიმ 2011 წელს “პიარის ოქროს ხანა” იწინასწარმეტყველა, რაც ცოტა არ იყოს დაუჯერებლად ჟღერდა. თუმცა, 2013 წლის ნიუ იორკის პიარ ინდუსტრიის მდგომარეობის შესახებ კვლევების მონაცემები გვარწმუნებს, რომ მაკოვსკი არ ხუმრობდა.

ახლა ნიუ იორკში პიარს ყველაზე აქტიური პერიოდი აქვს, რაც კი ოდესმე ჰქონია. “დიდებული დროა”, თქვა Rubenstein Communications -პრეზიდენტმა სტივენ რუბენშტაინმა. “ისტორიების მოყოლის პოპულარობა გეომეტრიული პროგრესით მზარდი გახდა, რამაც გაართულა კარგი რეპუტაციის შენარჩუნება. ამ ყველაფერმა კი ჩვენი ინდუსტრია უფრო გააძლიერა.”

დღეს სოციალური მედია პიარსა და რეკლამას შორის ბრძოლის ველი გახდა. პიარ ფირმებმა გააფართოვეს რა საქმიანობის ჩარჩოები, შეითავსეს ციფრულ და სოციალურ მედიაზე მუშაობაც. თუ კი ადრე მარკეტინგული სტრატეგიები პიარისგან დამოუკიდებლად მუშავდებოდა, დღეს ეს მიდგომა შეიცვალა. ახლა ორივე საკითხი ერთ მაგიდასთან წყდება.

პიარ საკომუნიკაციო ფირმის Hall Company-ს დამაარსებელმა განაცხადა: “ჩვენს კლიენტებს დრო არ აქვსთ სოციალურ ქსელებზე ყოველდღიური აქტიურობისათვის. ჩვენ მათ საკმაოდ კარგად ვიცნობთ იმისათვის, რომ მათი სახელით ვისაუბროთ. დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა ილაპარაკო კლიენტის სახელით”

ინდუსტრიის პროგნოზები ამართლებენ კენ მაკოსვსკის “ოქროს ხანის” მომასწავებელ წინასწარმეტყველებას. ნიუ იორკის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების თანახმად 2020 წლისთვის მოსალოდნელია ამ სფეროში დასაქმებულთა 23 პროცენტიანი ზრდა. 2016 წლისთვის ვარაუდობენ პიარის შემოსავლების 17 პროცენტიან მატებას, რაც სარეკლამო კამპანიებზე დანახარჯებს ორი მესამედით გადააჭარბებს.

“ჩვენ ვართ ოქროს ხანის საწყის ეტაპზე”, განაცხადა მაკოვსკიმ. “ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ჩენი ბიზნესი ჯერ არნახულ და წარმოუდგენელ შესაძლებლობებს იძენს”.

 წყარო: observer.com

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s