Home »

ფუნდამენტური ცვლილებები მარკეტინგულ სამყაროში

Imageაშკარაა, რომ მარკეტინგულ სამყაროში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა. ეს ცვლილებები იწყება მარკეტინგის ძირითადი ვალდებულებებიდან.

რომელიც სულ ცოტა საუკუნის განმავლობაშ მუშაობდა: პოტენციური კლიენტის ყურადღების მიპყრობა, ინტერესის გაღვივება, მათ წინააღმდეგობებთან გამკლავება და მოქმედებისკენ ბიძგის მიცემა.

ეს სისტემა ნამდვილად მუშაობდა და მთავარ როლს ასრულებდა  ბრენდის შექმნაში. დღეს ეს მოდელი დაიმსხვრა, რადგან ტელემაყურებლების 60% პარალელურად ინტერნეტში მოძრაობს.

სატელევიზიო რეკლამის შედეგად მომხმარებელი მაღაზიისკენ კი არა, ინტერნეტისკენ იწევს მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად. ანუ, ბრენდის ცნობადობასთან ერთად, კატეგორიის ცნობადობა იქმნება. ამით კი შეიძლება კონკურენტებმა ისარგებლონ. ეს ფაქტი ყველაფერს ცვლის და ამიტომ საკითხი  სხვაგვარ მიდგომას მოითხოვს.

გამოწვევების საპასუხოდ ბევრმა  მარკეტინგის სპეციალისტმა შეიმუშავა შესყიდვების სტრატეგიის მოდელი. ძველი ხაზოვანი, თანმიმდევრული მოდელისგან განსხვავებით, ახალ მოდელში წარმოდგენილია პროცესების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

Image

ძველი მოდელის მიხედვით, მარკეტოლოგები ცდილობდნენ მოეფიქრებიათ „გრანდიოზული იდეა“ ძვირადღირებული სატელევიზიო რეკლამისთვის. გასაგებიც იყო, რადგან ტელევიზია იყო და დღესაც არის წარმოუდგენლად ეფექტური შუამავალი. 30 წამიან რეკლამას შეუძლია მილიონობით პოტენციურ კლიენტს დაუკავშირდეს უმოკლეს დროში.

ახლა ეს მიდგომა აღარაა ხელსაყრელი. ის მომხმარებელს უბიძგებს ინტერნეტში გადაინაცვლოს მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად, რითაც შეიძება კონკურენტებმა ისარგებლონ. ამიტომ ბევრმა ტოპ ბრენდმა მომხმარებლის ყურადღების შესანარჩუნებლად სხვა ხერხები შეიმუშავა.

მაგალითად, NIKE-მა შექმნა Nike+iPod სპეციალური ხელსაწყო სიარულის ან ვარჯიშის ხანგრძლივობის, ტემპის, მანძილის, დახარჯული კალორიებისა და პულსის გასაზომად. ფეხსაცმელში ჩადგმული ეს მოწყობილობა უკავშირდება სამაჯურ Nike+Sportband მიმღებს, რაც მიერთებულია iPod Touch, iPod Nano  და iPhone-ზე.

Image

Nike- თან  ერთად ბევრმა წარმატებულმა ბრენდმა გადაინაცვლა ცალმხრივი კომუნიკაციიდან ორმხრივ კომუნიკაციაზე და მომხმარებელთან მუდმივ რეჟიმში თანამოქმედებენ.

მომავის გამოწვევა იქნება სრულიად ახალი ტიპის მარკეტინგული ორგანიზაციების ჩამოყალიბება. ცვლილებები მოითხოვს ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობების კრებულს, ვიდრე „გრანდიოზული იდეების“ ხანაში იყო.

გარდა რეკლამის კეთებისა, დღევანდელი მარკეტინგის ძალისხმევას დასჭირდება ტექნოლოგები, ქომუნითი-მენეჯერები, საცალო გაყიდვების სპეციალისტები და შესაძლოა ერთი მათემატიკოსიც კი.

წყარო: observer.com

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s