Home »

უდიდესი PR ფირმა Ketchum-ის ხელმძღვანელის დევიდ გალაგერის რჩევები წარმატებული PR საქმიანობისთვის.

Image„პატივი მქონდა გავცნობოდი, თუ როგორ გამოიყენებენ პიარს ყველაზე განთქმული ადამიანები მთელ მსოფლიოში. დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე დავასკვენი, რომ წარმატებას დიდწილად განაპირობებს ხუთი თვისება. სადაც არ უნდა იყოთ, როგორ პიარსაც არ უნდა აკეთებდეთ, აი რის ცოდნაა აუცილებელი:

1.  როგორ მოვუსმინოთ. ბევრი ადამიანი დიალოგისას მოსმენის ნაცვლად თავისი საუბრის ჯერის დადგომას ელოდება და ამ ლოდინს მოსმენას უწოდებს. ზოგჯერ ლოდინიც გვეზარება და მოსაუბრეს სიტყვას ვაწყვეტინებთ ჩვენი მოსაზრების დასაფიქსირებლად. თუმცაღა, საუბრის არსში ჩაწვდომა მხოლოდ გულისყურით მოსმენითაა შესაძლებელი. რაც უფრო გულისყურით მოვუსმენთ, მით კარგად გამოგვივა რჩევის მიცემა.

2. როგორ მოვყვეთ ისტორია.  მომხიბვლელ ისტორიას ძალუძს  გვაჩვენოს გამოსავალი, დაარეგულიროს პრობლემა და კარგი გაკვეთილი მოგვცეს. ჩემი რჩევაა, ისტორია ლაკონურად, გასაგებად და პრობლემაზე დამაფიქრებელი მოტივით მოყევით, ხოლო მთავარი პერსონაჟის როლი მსმენელს დაუთმეთ.

3.  როგორ გამოვთვალოთ. პიარში წარმატების მისაღწევად აუცილებელი არაა უმაღლესი ბუღალტრული განათლება, თუმცა აუცილებელია სტატისტიკისა და ბიზნესის საფუძვლების ზოგადი ცოდნა იმისათის, რომ წარმოდგენა გქონდეთ, როგორ აკეთებს ფულს თქვენი სააგენტო. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაერკვათ თქვენი კლიენტების ბიზნეს მოდელში.

4.  როგორ გავხდეთ კომუნიკაბელური.  არაა საჭირო საზოგადოების სულს წარმოადგენდეთ, მაგრამ უნდა იცოდეთ როგორ გახდეთ მიმზიდველი სოციალურ მედიაში. ტრადიციული პიარი, როგორც ასეთი უკვე აღარ არსებობს. გააძლიერეთ თქვენი გავლენა, იპოვეთ თქვენი უნიკალური სტილი იმფორმაციის იდეებისა და  გრძნობებსი გაზიარებისთვის.

5.  როგორ გავხდეთ კეთილშობილი.  დღევანდელი პიარ პროფესიონალი უკიდურესად კეთილშობილია. აუცილებელია იყო კეთილშობილი იდეების, დროისა და პარტნიორების მიმართ. გუწრფელი ენთუზიაზმით უნდა მიუდგეთ პრობლემურ საკითხებს და დაეხმარეთ სხვებს წარმატების მიღწევაში. პიარის მიზანია ეკონომიკური ზრდისა და სოციალური ცვლილებების გზით მსოფლიო უკეთესი გახადოს.

წყარო: ketchum blog

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s