Home »

პიარ ფირმების რეიტინგი

Imageონლაინ და ბეჭდური ახალი ამბების კომპანიამ O’Dwyer, რომელიც აშუქების ნიუ იორკში პიარისა და მარკეტინგის სფეროებს, გამოაქვეყნა პიარ ფირმების რეიტინგი 2012 წლის ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და საფინანსო სფეროებიდან მიღებული მოგებების მიხედვით.

Image

რეიტინგში მონაწილე ტექნოლოგიების სფეროში ჩართული 70 PR ფირმიდან ბევრმა დააფიქსირა 2012 წლის მოგების ორნიშნა ზრდა. რეიტინგის ლიდერია ფირმა Edelman. მისი მოგება გაიზარდა 71%-ით $217.856.287 მილიონამდე, რაც არის ფირმის საერთო შემოსავლის 33.2%.

ფირმის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ედელმანი აცხადებს, რომ ეს „უდიდესი ზრდა“ ციფრული ტექნოლოგიებიდან მიიღო, რამაც საერთო მოგება 12.4%-ით $655 მილიონით გაზარდა.Image

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია FTI, რომელსაც 3900 თანამშრომელი ჰყავს მსოფლიოს 24 ქვეყანაში და საერთო შემოსავალი $1.58 მილიარდი აქვს, რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს $17.4 მილიონიანი ჰონორარით.

36 თანამშრომლისგან შემდგარი Max Borges Agency $6.9 მილიონით მოხვდა რეიტინგის მე-18 ადგილზე. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მათი ხელმძღვანელობით ახალი კომპანიები და მრავალი ბრენდი გავიდა ბაზარზე, რასაც მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს.

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე 57 PR ფირმის მიერ ODwyer-ის რეიტინგში წარმოდგენილი 2012 წლის ჰონორარები მოგების მნიშვნელოვან ზრდაზე მეტყველებს.

Imageჯიმ უეისი, W20 Group-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც დააფიქსირა 21.3% $56.6 მილიონიანი ზრდა, ამბობს: „პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ აიძულა ჯანდაცვა ახალი საშუალებებით დაკავშირებოდა დაინტერესებულ მხარეებს. დღეს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრული და სოციალური მედია ჯანდაცვის ტექნოლოგიების პროგრესის გასაცნობად და პაციენტების უკეთ ინფორმირებისათვის.“

რეიტინგის მე-18 ადგილზეა Finn Partners. მასი მოგება ჯანდაცვიდან 50.2%-ით 3.1 მილიონამდე გაიზარდა. „ჯანდაცვის ინდუსტრია ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის და PR მომსახურება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. PR ფირმები ახალი შესაძლებლობების შეცნობაში და მათ სწორად გამოყენებაშ ეხმარება ორგანიზაციებს.“

Finn Partners-ის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნება კლინიკები და პროვაიდერები, რამდენიმე ბიოტექნოლოგიური, სამედიცინო მოწყობილობების და დიაგნოსტიკური კომპანიები.

საფინანსო სფეროში PR პრაქტიკის შემოსავლების რეიტინგის სათავეში FTI Consulting მოექცა.

ნიუ იორკის საფონდო ბირჟის საფინანსო PR პრაქტიკაში ჩართული FTI Consulting შეუერთდა O’Dwyer-ის რეიტინგს და პირველი ადგილი დაიკავა. ამ ადგილს წინა წლებში ICR და Edelman მონაცვლეობით იკავებდნენ.

ImageFTI Consulting-ის PR/IR (Investor Relations) $76.8 მილიონს იწონის, რაც ორჯერ აღემატება მეორე და მესამე ადგილზე მოხვედრილი ICR-ის $33.99 მილიონიან და Edelman-ის 33.0 მილიონიან ჰონორარს. FTI-ს 2012 წლის მთლიანი შემოსავალი შეადგენს $1.58 მილიარდს.

FTI Consulting-ის 700 მეტი პროფესიონალი მსოფლიოს 22 ქვეყანაში იცავს საწარმოების ღირებულებებს რთულ ეკონომიკურ და სამართლებრივ გარემოში. ფირმის სტრატეგიული კომუნიკაციის პრაქტიკა, რომლის ნაწილიც არის საფინანსო PR/IR, უზრუნველყოფს კონსულტაციებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ფინანსები, კომუნიკაციები, საზოგადოებრივი საქმე, მენეჯმენტ კონსალტინგი და კვლევა. ამ მომსახურებებით სარგებლობენ საბანკო და საფინანსო, ჯანდაცვის და სამედიცინო, ფარმაცევტული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, უძრავი ქონების და სამშენებლო, ტელესაკომუნიკაციო და სხვა სფეროები.

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s