Home »

როგორ მოვყვეთ ბრენდის ისტორია

Imageისტორიებს აქვთ გავლენის მოხდენის უნარი ცხოვრებაშიც და მარკეტინგშიც. ამას მარტივი ახსნა აქვს. მომხიბვლავი ისტორიები ხალხს ემოციებს უღვიძებს. ეს ემოციები ქმნიან კავშირს აუდიტორიას, ისტორიის გმირებსა და ისტორიის მთხრობელს შორის.

ისტორიები საუკეთესო კატალიზატორია ბრენდის ფასეულობის შესაქმნელად. როდესაც შეძლებთ ემოციური კავშირის დამყარებას ბრენდსა და მომხმარებელს შორის, თქვნი ბრენდის სიძლიერე გეომეტრიული პროგრესით გაიზრდება.

ბრენდის ისტორიების მოყოლა მოითხოვს კრეატიულობას და მხატვრული ნაწარმოების შექმნის საფუძვლების ცოდნას. ბრენდის ისტორია განსხვავდება სტანდარტული სტატიისგან, რადგან მასში არ უნდა ჩანდეს თვითრეკლამა. პირიქით, როდესაც ბრენდის ისტორიას ყვებით, თქვნ არაპირდაპირ ყიდით ბრენდს.

ბრენდის ისტორიის შექმნისას, რამდენიმე ძირითად ფაქტორზე გმართებთ ფოკუსირება:

1. არ მოყვეთ, აღწერეთ

გამოიყენეთ ისეთი აღწერითი სიტყვები, რომლებიც გამოიწვევს ღრმა გრძნობებს პერსონაჟებისა და ვითარების მიმართ.

ამ ხერხის გამოყენების საუკეთესო მაგალითს არაკომერციული ორგანიზაციები გვიჩვენებენ. ისინი მოყოლის ნცვლად გვაჩვენებენ გასაჭირში მყოფ ცხოველებს ან ადამიანებს აღწერითი სიტყვებით და ემოციურად დატვირთული ტექსტის თანხლებით.

2. შექმენით ხალხისთვის საინტერესო პერსონაჟები

ბევრი ბრენდის ისტორიის მთავარი პერსონაჟი ბრენდის თილისმაა. თუმცა, შეგიძლიათ თავად თქვენი მომხმარებელი გამოიყვანოთ მთავარ როლში, რაც კიდევ უფრო ღრმა ურთიერთობებს გააღვივებს.

3. შექმენით ხანგრძლივი სიუჟეტური თაღი

თქვენი ბრენდის ისტორიები ხანგრძლივი სიუჟეტური თაღის ნაწილი უნდა იყოს და არა ცალკეული მოკლე ისტორიები. პერსონაჟებისთვის შექმნენით ისეთი დაბრკოლებები, რომ სამიზნე აუდიტორიამ მათ ადგილას თავიანთი თავი ამოიცნოს და შეექმნათ მოტივი უგულშემატკივრონ პერსონაჟებს. თუ ერთ ჯერზე მოყვებით მთელ ისტორიას, ხელიდან გაუშვებთ შესაძლებლობას ხანგრძლივი ურთიერთობები შექმნათ თქვენს აუდიტორიასთან. ნაცვლად ამისა გაუღვივეთ ინტერესი. ყოველი სიუჟეტის ბოლოს შექმენით მეტის მოლოდინის განცდა, როგორც საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების ავტორები აკეთებენ ყოველი თავის დასასრულს.

4. შეინარჩუნეთ არსებული იმიჯი

გაურკვევლობა პირველი მკვლელია ბრენდისთვის. ამიტომ ბრენდის ისტორია უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის დაპირებებს და იმიჯს. თუ სამიზნე აუდიტორიის თვალში წარმოდგენილი თქვენი ბრენდის იმიჯი არ შეესაბამება ბრენდის ისტორიას, თქვენს ბრენდს ზურგს შეაქცევენ და განაგრძობენ ისეთის ძიებას, რომელიც გაამართლებს მათ მოლოდინს.

რედ ბულის იმიჯი ასოცირდება თავისუფლებასთან, თავგადასავლებთან და ექსტრემალურ სპორტთან. ის არასოდეს არღვევს ამ პირობას. მისი ყველა მარკეტინგული კამპანია ფოკუსირებულია სხვადასხვა პერსონაჟებზე, რომლებიც რედ ბულის ბრენდის ცხოვრების სტილით ცხოვრობენ.

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s