Home »

10   ნ ა ბ ი ჯ ი   ი მ ი ჯ ი ს    შ ე ს ა ქ მ ნ ე ლ ა დ  

masks

როგორი იმიჯი გაქვთ ? და როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები თქვენ !? ჩვენ ოცდაათ წამში აღვიქვავთ ერთმანეთის იმიჯს და ეს აღქმა განსაზღვრავს ჩვენს შემდგომ დამოკიდებულებებს. იმიჯი ხომ პიროვნების შეჯამებული პორტრეტია, რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებით და ფორმირდება საზოგადოებრივ ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში, გარკვეული ემოციური დამოკიდებულებებით, იმის საფუძველზე, თუ რას ამბობს და აკეთებს პიროვნება.

1

იმიჯის შექმნის პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის შეფასებით იწყება. სრულ სურათს ჩვენი იმიჯის შესახებ მოგვცემს შემდეგ კითხვებზე პასუხები: როგორია ჩემი ხასითი ? რა მომწონს და რა არა? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები მაქვს, რა შესაძლებლობებს ან უნარებს ვფლობ ? როგორი გარეგნობა მაქვს. იყავით გულწრფელი, ჩაიხედეთ სარკეში და ზუსტად ისეთი დაინახეთ თქვენი თავი რეალურად როგოიც ხართ.

 2

 იმიჯის შექმნის მეორე საფეხური,  გარე და შიდა გამოსაკითხ ჯგუფებს მოიცავს, უნდა გამოვკითხოთ ჩვენი იმიჯის დიაგნოსტირებისათვის შიდა ანუ ოჯახისწევრები, ახლო მეგობრები ნათესავები და ა.შ გარე: კოლეგები, ახლობლები, თანამშრომლები, მეზობლები და ა.შ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები ? გირჩევთ ყველას სთხოვოთ იყვნენ გულრწრფელნი და მოახდინოთ კითხვებზე პასუხების გაცემა წერილობით. უბრალოდ რამოდემინე სიტყვა ჩამოწერონ თქვენს შესახებ.

 3

იმიჯის შექმნის მესამე საფეხური მოიცავს განსაზღვრას იმისა თუ რა ინფორმაციის მიწოდება ან რისი თქმა მსურს გარშემომყოფებისათვის ?  ვინ ხართ ? და ვინ ან როგორი გინდათ რომ იყოთ ? როგორი იმიჯი გინდათ გქონდეთ, საქმიანი, მეგობრული, გულუბრყვილო თუ კრეატიული. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ შერჩეული იმიჯი ემთხვეოდეს თქვენს ხასიათს და ღირებულებებს, თუმცა ბევრი მაგლითია, როდესაც იმიჯი არ ემთხვევა პიროვნების ხასიათს და ღირებულებებს ამ შემთხვევაში იმიჯი დიდხანს ვერ იმუშავებს და არ იქნება შედეგიანი.

 4

მეოთხე საფეხური დაგეგმარების პროცესია. ანუ კითხვაზე პასუხი როგორი იმიჯი მინდა ? იმიჯის დაგეგმვის მომენტი მოიცავს კითხვაზე პაუსხს: რისთვის გჭირდებათ იმიჯი ? მოამზადეთ მცირე გეგმა მაგალითად: მინდა მქონდეს საქმიანი იმიჯი 3 თვის შემდეგ.

5

მეხუთე ნაბიჯის მთავარი კომპონეტი განხორცილების გზების იდენთიფიცერება. შერჩეული იმიჯი რამდენად აისახება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, ხასითზე და ქცევაზე, ასევე რა არხებს იყენებთ საკომუნიკაციოდ და რამდენად ახდენთ თქვენს მიერ შერჩეული ღირებულების პოზიციონირებას და მის მესიჯად გავრცელებას, მაგალითად თუ თქვენ თვლით, რომ ხართ მეგობრული და მეგობრულობა თქვენი იმიჯის მნიშვნელოვანი კომპონენტია შესაბამისად ის თქვენ ყოველთვის თან უნდა გახლდეთ, როგორც თქვენი სახე.

6

 მექქვსე ნაბიჯი მოიცავს მესიჯების განსაზღვრას, მოკლე ლაკონური სიტყვების კომბინაცია, რომელიც წარმოაჩენს თქვენს მთავრ ღირებულებას. მესიჯი უნდა ფიგრურებდეს ყველა სახის კომუნიკაციაში რასაც თქვენ ახორციელებთ იმიჯის ფორმირების პროცესში, იქნება ეს უბრალო შეხვერდა თუ პროექტის პრეზენტაცია.

 7

 იმიჯის ფორმირების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმიჯის გარეგნულ მხარეს, რადგან ადამიანების უმრავლესობა ვიზუალები არიან. გარეგნული მხარე კომბინახციაში უნდა იყოს იმიჯის მთავარ ღირებულებასთან (გახსოვდეთ აღქმის კომპონეტში თმა პირველ ადგილზე დგას და არა თვალები)

 8

 იმიჯის შექმნის მერვე საფეხური რესურსების გამოყოფას და მართვას მოითხოვს, რადგან იმიჯის შექმნაშიჩვენ ვმუშაობთ კომუნიკაციის და გარეგნული მხარის გაუმჯობესებაზე და ახალი ღირებულებების მორგებაზე, მიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ უფრო მეტი ადამიანური, ფინანსრური და მატერიალური რესურსები დაგვჭირდება იმიჯის ფორმირებისთვის და მზად უნდა ვიყოთ ამ რესურსების ეფექტურადგ გამოყენებისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს იმიჯს.

 9

 იმიჯის შექმნის მეცხრე საფეხური მოიცავს  შეფასებით ნაწილს, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ კითხვებზე პასუხებს: რამდენად მუშაობს თქვენი იმიჯი ? ზუსტად ისე აღგიქვამენ ზემოთ მოყვანილი ჯგუფები თქვენ, როგორც ჩაიფიქრეთ თუ არა?  რომელმა თქვენმა არხმა იმუშავა ?  რა შთაბეჭდილება დატოვეთ ახალი იმიჯით და როგორ იმეოქმედა იმიჯმა თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე.

 10

 იმიჯის შექმნის ბოლო საფეხური კონტროლის და გადამოწმების კომპონენტებს მოიცავს. შემდეგ კითხვებზე პასუხი მოგცემთ შესაძლებლობას გაანალიზოთ და შეაფასოთ თქვენი იმიჯი. რა კითხვებიც გქონდათ დასმული იმიჯის შექმნის პირველ საფეხურზე იგივე უნდა გავიმეოროთ, რომ დავინახოთ გვაქვს თუ არა ცვლილებები და როგორია ცვლილებები დადებითი თუ უარყოფითი, რათქმაუნდა იმიჯის შექმნის შემდეგ გარკვული დრო უნდა გავიდეს მანამ სანამ შევაფასებთ ჩვენს ახალ იმიჯს.

ელდარ პირმისაშვილი

პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s