Home »

სტივ ჯობსი – აკეთე საყვარელი საქმე

Stiv_Jobs_2სტივ ჯობსი ჩვენი დროის ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული ბიზნესმენი იყო. მისი წარმატების ამბავი ლეგენდად იქცა – ამ ადამიანმა შექმნა Apple და ანიმაციური სტუდია Pixar, რომელმაც მილიარდერად აქცია და მისი სახელი უკვდავყო.

ჯობსის აღმასვლა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როცა მან და მისმა მეგობარმა სტივ ვოზნიაკმა ერთ-ერთი პირველი პერსონალური კომპიუტერი შექმნეს, რომელსაც დიდი კომერციული პოტენციალი ჰქონდა. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ჯობსს ბევრი პრობლემა და სირთულე შეხვდა, თუმცა მაინც მოახერხა კომპანია „ეპლის“ მსოფლიო ბრენდად გადაქცევა – დღეს ნებისმიერი ადამიანი იცნობს „ეპლის“ ლოგოს: მოკბეჩილ ვაშლს.

მის მიერ შემუშავებულმა და სრულყოფილმა კომპიუტერებმა თუ აიფონებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ტექნოლოგიისა და მუსიკის ინდუსტრიაზე. მას ხშირად უწოდებენ „ციფრული რევოლუციის“ მამას. სტივ ჯობსი იყო შესანიშნავი ორატორი, რომელსაც თავად გამოჰქონდა პრეზენტაციებზე ინოვაციური პროდუქტები და სახალისო შოუებსაც დგამდა.

ადამიანი, რომელმაც ნამდვილად ეპოქა შექმნა, 2011 წელს გარდაიცვალა სიმსივნით და დატოვა ათასობით მიმდევარი, რომელიც მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უდიდეს პატივს სცემს.

წარმატების წესები სტივ ჯობსისგან:

  1. აკეთეთ საყვარელი საქმე; იპოვეთ ჭეშმარიტი გატაცება და მიდრეკილება; ერთადერთი საშუალება, რაღა მართლა ღირებული გააკეთოთ, არის ის, რომ გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ.
  2. იყავით სხვანაირი; იფიქრეთ სხვანაირად; „ჯობია, მეკობრე იყოთ, ვიდრე მეზღვაური“.
  3. გააეთეთ საუკეთესო იმ შესაძლებლობებით, რაც გაქვთ; ნებისმიერ საქმეში მიაღწიეთ საუკეთესო შედეგს; მორჩით ძილს! წარმატებას კიდევ მეტი წარმატება მოაქვს; ისწრაფეთ წარმატებისენ! დაიქირავეთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე და ესწრაფვიან სრულყოფილებას.
  4. ჩაატარეთ SWOT ანალიზი (სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდი), რომელიც ორგანიზაციის შიდა და გარე სივრცის ფაქტორებს გამოავლენს და მათ ოთხ კატეგორიად ყოფს: Strengths (ძლიერი მხარეები), Weaknesses (სუსტი მხარეები), Opportunities (შესაძლებლობები) და Threats (საფრთხეები); როგორც კი თქვენი კომპანია გაგიჩნდებათ, ქაღალდის ფირცელზე ჩამოწერეთ კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები; უყოყმანოდ მოისროლეთ კომპანიიდან დამპალი „ვაშლები“.
  5. იყავით ინიციატივიანი; ყოველ ჯერზე ახალი დიდი მიზანი დაისახეთ. მრავალ იდეას შორის იპოვეთ ის, რომელსაც სწრაფად და დამაჯერებლად უნდა შეასხათ ხორცი და… ამ იდეებთან ერთად მოემზადეთ ახალი წარმატებისთვის; ხანდახან პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია, მაგრამ გარისკეთ! თამამად მიენდეთ თქვენს გულსა და ინტუიციას.
  6. დიადზე ფიქრისას მცირედით დაიწყეთ; არ იფიქროთ ყველაფერზე ერთბაშად; დაიწყეთ რამდენიმე მარტივი ჩანაფიქრით და ასე მიაღწევთ უფრო რთულამდე; არ იფიქროთ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე, მაგრამ მომავალიც არ დაივიწყოთ.
  7. ეცადეთ, ბაზარზე ლიდერი გახდეთ; დანერგეთ წამყვანი ტექნოლოგიები თქვენი საქმიანობის ყველა სფეროში და ამასთან, გააკონტროლეთ ისინი; თუ არსებობს უფრო უკეთესი ტექნოლოგია, გამოიყენეთ, თუნდაც მას არავინ იყენებდეს; იყავით პირველი და შექმენით სტანდარტები.
  8. სწორება აიღეთ შედეგზე! ადამიანები თქვენი ქმედებებით განგსჯიან, ამიტომ შედეგი უმთავრეს მიზნად დაისახეთ. იყავით ხარისხის საზომი; თუმცა, ყველა ადამიანი არ არის ორიენტირებული უმაღლეს ხარისხზე, ამიტომ განუმარტეთ მისი უპირატესობები; უიმისოდ ისინი არ იყიდიან საქონელს.
  9. მიაქციეთ ყურადღება დიზაინს – „ჩვენ ისეთი მშვენიერი ღილაკები შევქმენით, რომ მათი მოფერება მოგინდებათ“.
  10. იკითხეთ რჩევა! გაესაუბრეთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს; ყველა მათგანი გამოთქვამს ერთ სასარგებლო მოსაზრებას მაინც; მაგრამ თუ თქვენ საქმის მთავარი რგოლი ხართ, შეიძლება ხანდახან არც გაგცენ სწორი პასუხი, რადგან შეეშინდებათ თქვენი. მაშინ შეინიღბეთ ან სხვა წყაროებთან მოიძიეთ ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილეთ მათზე, ვინც თქვენი პროდუქციის მომხმარებელია, უპირველესად, მათი აზრი გაითვალისწინეთ.
  11. გამუდმებით ეძიეთ სიახლეები! ინოვაციები განასხვავებს ლიდერს მიმდევრებისგან. განკარგეთ! შესაძლებელობა მიეცით სხვა ხელმძღვანელებს, სამუშაო რუტინის 50% შეასრულონ, დანარჩენი 50% თქვენთვის დაიტოვეთ, ინოვაციისთვის. ათასობით რამეს უთხარით „არა“, რომ თავდაჯერება შეინარჩუნოთ და არ ასცდეთ სწორ გზას, არ დახარჯოთ ძალა მეტისმეტად ბევრ რამეზე. კონცენტრირება მოახდინეთ ნამდვილად მნიშვნელოვან იდეებსა და რადიკალურ ინოვაციებზე. დაიქირავეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ საუკეთესო რამეების შექმნა. ტექნიკურ კომპანიაშიც კი უნდა შეიქმნას პროდუქტზე ორიენტირებული თანამშრომლების კულტურა. ბევრ კომპანიას ჰყავს ნიჭიერი ინჟინრები და სპეციალისტები, მაგრამ შედეგის მისაღებად საჭიროა ერთიანი ძალა, გუნდური მუშაობა.
  12. შეცდომები გააანალიზეთ. ხანდახან ახლის შექმნისას შეცდომებს ვუშვებთ. ამიტომ ეცადეთ, სწრაფად აღმოფხვრათ და მათი გათვალისწინებით სხვა იდეები დახვეწოთ.
  13. გამუდმებით ისწავლეთ! ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის სწავლა. გაუცვალეთ აზრები სხვა ადამიანებს, თუნდაც არა თქვენს კომპანიაში. ბევრს ისწავლით მომხმარებლებისგან, ონკურენტებისა და პარტნიორებისგან. თუ თქვენი პარტნიორი იმ ადამიანებთან მეგობრობს, ვინც თქვენ არ მოგწონთ, სცადეთ მათი შეყვარება, შეაქეთ ისინი და ყოველივე ამისგან სარგებელი მიიღეთ. ისწავლეთ მტრების გულახდილად, მაგრამ სამართლიანად გაკრიტიკება.

*მილიონერის რჩევები

 პერიტუს გრუპი” პიარი/მარკეტინგი/ბრენდინგი/ივენთები/მედია მენეჯმენტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s