Home »

უორენ ბაფეტი – სიმდიდრე სულის მდგომარეობაა

photoუორენ ბაფეტი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ინვესტორია მსოფლიოში. „ფორბსის“ 2014 წლის მონაცემებით, იგი მეოთხე ადგილზეა პლანეტის მილიარდერთა რეიტინგში. მისი ქონება 58.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ბაფეტი 1930 წელს დაიბადა ამერიკაში, ომაჰაში. ის ბიზნესმენ ჰოვარდ ბაფეტის ერთადერთი ვაჟია – ოჯახში მის გარდა ორი გოგონა იზრდებოდა. 1942 წელს მამამისმა აშშ-ს კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვა და ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ იქ დაასრულა განათლება ბაფეტმა.

6 წლის იყო, როცა 25 ცენტად იყიდა ბაბუის მაღაზიაში ყუთი კოკა-კოლათი, მერე კი თითოეული, ექვსი ბოთლი, 5 ცენტად გაყიდა. საბოლოოდ, 30 ცენტი მიიღო და 5 ცენტი მოიგო. ეს მომავალი მილიარდერის პირველი მომგებიანი საქმე იყო.

11 წლისამ ბირჟაზე სცადა ბედი – დასთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის პრივილეგირებული აქციები იყიდა და მერე გაყიდა. 13 წლისამ შეადგინა თავისი შემოსავლების დეკლარაცია, რომელშიც უკვე ჩანდა მისი საქმოსნური ნიჭი.

პირველი კაპიტალი, 10 000 დოლარი, მას მერე გამოიმუშავა, რაც ბიზნესიდეა – საპარიკმახეროში პინბოლის (გასართობი სათამაშო ავტომატები) ავტომატების დამონტაჟება – სარფიანად გაყიდა. მერე და მერე სულ უფრო სერიოზული გახდა მისი გეგმები, მიზნები და საქმიანობა.

გარდა იმისა, რომ ძალიან წარმატებული ბიზნესმენია, დიდი ქველმოქმედიც არის. 2010 წელს, უანგაროდ გადასცა თავისი ქონების 50%, დაახლოებით 37 მილიარდი დოლარი, ხუთ საქველმოქმედო ფონდს. თანხების ყველაზე დიდი ნაწილი ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მმართველობაში გადავიდა. ეს ყველაზე გულუხვი საქველმოქმედო აქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

უორენ ბაფეტის „მცნებები“

  1. ინვესტირება ნიშნავს იმას, რომ ფული დააბანდოთ დღეს და ხვალ მიიღოთ გაცილებით მეტი. დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე შოულობთ.

თვითონ ბაფეტი წლების განმავლობაში საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა: იმის ნაცვლად, რომ ძვირადღირებულ კოტეჯებში ეცხოვრა და რესტორნებში ევახშმა, ყოველი თავისუფალი ცენტით აქციებს ყიდულობდა. 35 წლის განმავლობაში მან 100 000 დოლარი 200 000%-ით გაზარდა.

  1. იყიდეთ მხოლოდ იმ კომპანიების აქციები, რომელთა პროდუქცია კონკრეტულად თქვენ მოგწონთ.

მაგალითად, უორენ ბაფეტმა მკვეთრად გაზარდა თავისი ქონება, როცა მისი საყვარელი „ჯილეტის“ სამართებლების მწარმოებელი კომპანიის აქციათა 9%-იანი პაკეტი იყიდა.

  1. არასდროს ჩადოთ ფული იმ სფეროში, რომელსაც არ იცნობთ.
  2. არასდროს გამოიჩინოთ ზედმეტი თავაზიანობა წამგებიან საწარმოებთან – ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმათთან, ვინც არ მოგწონთ.
  3. ყოველი მზარდი აქციის უკან წარმატებული ბიზნესი დგას.
  4. ფული დააბანდეთ საერთაშორისო ქსელის მქონე ბიზნესში.
  5. ბაზარზე არის მომგებიანი და ლიდერი აქციები, სწორედ ისინი უნდა იპოვოთ. როგორც წესი, ზოგიერთი კომპანია სხვებზე სწრაფად იზრდება. სწორედ ასეთები უნდა იპოვოთ და მათზე გააკეთოთ აქცენტი.
  6. სიმდიდრე სულის მდგომარეობაა, მე ვიცოდი, რომ მდიდარი ვიქნებოდი. ამაში არასდროს დავეჭვებულვარ.
  7. წარმატება უფრო მეტია, ვიდრე მსხვილი საბანკო ანგარიში.
  8. არ აიღოთ სამომხმარებლო კრედიტები – რაც უფრო სწრაფად მიხვდებით, რომ მომხმარებლობა თანამედროვეობის სოციალური ჭირია, რომლებიც მსხვილმა კორპორაციებმა გამოიგონეს, რათა ადამიანები აიძულონ, მათთვის იმუშაონ, მით სწრაფად იტყვით უარს უსარგებლო რამეებზე. მხოლოდ სულელი იყიდის დღეს იმას, რის გამომუშავებასაც ხვალ მოახერხებს. ერთხელაც სამუშაო დღეები დასრულდება, ვალი კი დარჩება.
  9. სწორად აირჩიეთ კერპები – დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენზე უკეთესებად მიიჩნევთ. ეს დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით სვლაში.
  10. აზარტული თამაშები სულელებისთვის არის მოგონილი. წესი პირველი: არასდროს დაკარგოთ ფული. წესი მეორე: არასდროს დაგავიწდეთ წესი პირველი.
  11. გულუხვობა და შეძლება ხელიხელჩაკიდებულნი დადიან. იმ მილიარდერებს შორის, რომელთაც ვიცნობ, არ არიან ისეთები, რომლებიც ფულს ძალიან შეუცვლია. თუ გამდიდრებამდეც რეგვენები იყვნენ, მერე უბრალოდ მილიარდერი რეგვენები გახდნენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s