Home » about us » Experts

Experts

დოქტორ ედუარდ რაუპი – ფლობს ბაკალავრის ხარისხს კარნიგ მელონის უნივერსიტეტში, პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრისა (M.B.A) და ასევე მინესოტას უნივერსიტეტის ინგლისური ენასა და ლიტერატურის მაგისტრის (M.A) ხარისხს, ხოლო ეკონომიკის სპეციალობით დოქტორის ხარისხის მფლობელია საქართველოს უნივერსიტეტში.
იგი არის 15 წიგნისა და არაერთი სტატიის ავტორი. კითხულობდა ლექციებს გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხალისედ. გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სადაც მუშაობდა კანცლერისა და ეკონომიკის პროფესორის თანამდებობაზე. ამჟამად, დოქტორ ედუარდ რაუპს ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია.

————————————————————————————————————————————————

მიკაელ ბოგარი მუშაობს სოციალური მედიის ცენტრში (ა.შ.შ. ვაშინქტონი) იგი ხელმძღვანელობს კომუნიკაციისა და მარკეტინგის განყოფილებებს. მიკაელი მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობს ლექციებს უცხოურ ინსტიტუტებში და არის ექსპერტი სოციალურ მედიაში. მისი პირველი გამოცდილება კავკასიის რეგიონში დაიწყო 2003 წელს, როდესაც მიკაელი მშვიდობის კორპუსის მოხალისედ იყო მივლენილი აზერბაიჯანში. მას შემდეგ რაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენაში ვილამეტეს უნივერსიტეტში, მიკაელმა დაიწყო მუშაობა შიდაკომუნალურ ურთიერთობების მხარდასაჭერად, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. მიკაელი ფლობს მაგისტრის ხარისხს ამერიკის უნივერსიტეტიდან საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

————————————————————————————————————————————————

ბერდია ნაცვლიშვილს აქვს  სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო განვითარებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების საკითხებში, ისევე როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამების შექმნასა და განხორციელებაში. ბოლო 12 წლის მანძილზე, ის მუშაობს და თანამშრომლობს მოწინავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებთან და კერძო სექტორთან. 2001 წლიდან ის აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ წამყვან უნივერსიტეტებთან და ტრეინინგ ცენტრებთან როგორც ლექტორი საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლებებში და ტრეინერი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში. ბერდია ფლობს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაციით და ასევე საშუალო განათლების დიპლომს ჩატაჰუჩის სკოლიდან, ქალაქი ალფარეტა, ჯორჯიის შტატი, აშშ.

————————————————————————————————————————————————

რამაზ საყვარელიძე– ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რამაზი იყო საქართველოს  პარლამენტის წევრი, მასმედიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, პრეზიდენტ შევარდნაძის პრეს-მდივანი, პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი, სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების კონსულტანტი; დაკავებულია პოლიტიკური პროცესების ანალიზით სხვადასხვა სახის მასმედიაში. არის რამოდენიმე “პიარ”-პროექტის ავტორი, როგორც პოლიტიკურ, ასევე კომერციულ “პიარ”-ში. რამაზ საყვარელიძე  გამოცდილებას უზიარებს სხვადასხვა უნივერსიტეტის და ტრენინგ ცენტრების სტუდენტებს, არის მრავალი სტატიის სახელმძღვანელოს და პროექტის ინიციატორი და ავტორი.

———————————————————————————————————————————————–

მარიკა დარჩია – ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობებში, მარიკას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პიარში, იგი არის მედია სახლ პალიტრას კრეატიული დირექტორი, საქართველოს პიარის განვითარების ინსტიტუტის, დირექტორი, მუშაობდა: შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისის საკრებულოში, იყო საქართველოს თვითმმართველობის დელეგაციის თავმჯდომარე ევროსაბჭოს ადგილობრივ და თვითმმართველობის კონგრესზე, მარიკა არის პიარის ცენტრის დამფუძნებელი, გავლილი აქვს საერთაშორისო დონის კურსები (გერმანია, რუსეთი, აშშ)  მარიკა არის მრავალი პროექტის იდეის ავტორი და ინიციატორი. იგი გამოცდილებას უზიარებს პიარის შემსწავლელ  სტუდენტებს. დაჯილდოვებულია პრემია “ოქროს აფრით”, საქართველოში პიარის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

—————————————————————————————————————————————–

ნათია კალაძე -იგი საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორია. თავისი კარიერის მანძილზე იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადსხვა საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებსა თუ სემინარებში. მისი პროფესიული გამოცდილება, დასავლურ მედია განათლებაზე არის დაფუძნებული. ბოლო პერიოდის განმავლობში იგი აქტიურად არის ჩაბმული მედია კვლევების წარმოებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთში. მან მრავალი პროექტი განახორციელა მედიის განვითარების კუთხით.

———————————————————————————————–

ნინო პერტენავა- საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტია, ფლობს ხელოვნებამცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის ასევე მოსკოვის სახლემწიფო უნივერსიტეტის იმიჯმეიკერის დიპლომს, ნინოს თორმეტ წლიანი გამოცდილება აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში, იგი მუშაობდა ა.შშ ერთერთ წმაყვან პიარ საგენტო Jackson Spalding (ატლანტა) ში ნინო კონსულტაციას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: ჯონსონი და ჯონსონი, იოლი ჯგუფი,   USAID და ა. შ, ნინოს გავლილი აქვს მარვალი ტეეინინგ-კურსები საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების მიმართულებით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე, იგი არის მრავალი საინტერესო და ინოვაციური პროექტის ავტორი და განმხორციელებელი

————————————————————————————————————————————-

ელდარ პირმისაშვილიპიარ და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტია, ფლობს ბაკალავრის, მაგისტრის და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. ელდარი სწავლობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ტურინი, ბარსელონა, ბუქარესტი, არის საკონსულტაციო ჯგუფპერიტუსგრუპი”-დამფუძნებელი, ასვე არის სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის ექსპერტი. ელდარი ექსპერტია პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის საკითხებში, ისკონსულტაციასუწევდაისეთორგანიზაციებსროგორებიცარის: USAID, UNICEF, CNFA, UNDP, JOHNSON & JOHNSON, BIO IMPIANTI, MEDICLANE,  GOODWILL,  IOLI,  JSI,  HERA, ROCHE, MAGI STYLE,  FREE UNIVERSITY (ESM)  ARTY GROUP. კითხულობს ლექციებს, საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის აკადემიურ ცენტრში და ატარებს ტრენინგებს ტრენინგ ცენტრებში. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

——————————————————————————————————————————————-

ნინოსანადირაძე-ნინო პიარსპეციალისტია, ფლობს საგარეო პოლიტიკის და სერთაშორისო დიპლომატიის ბაკალავრის, კინომცოდნეობის მაგისტრისა დახელოვნებამთცოდნეობის დოქტორის ხარისხებს. აქვს მუშაობის ათწლიანი გამოცდილება ინტეგრირებული კომუნიკაციების სფეროში. მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში: ტასისი, ემბორიკიბანკი, ჯგუფი კრედიტაგრიკოლიჯეობროკი დ აიუბიჯისაქართველო.. ამჟამად მუშაობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიპროექტის მენეჯერის თანამდებობაზე, კითხულობს ლექციებს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის სრტატეგიული კომუნიკაციის ცენტრის ექსპერტი. გავლილი აქვს მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო დონისტრეინინგკურსები, არის მრავალიპროექტის იდეის ავტორი და ინიციატორი.

—————————————————————————————————————————————————————

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s